კრიტერიუმები

სტადიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით[65]

1-ელი სტადია

  • მწვავე სეროკონვერსიის სინდრომი: ამჟამად არ არსებობს მწავე სეროკონვერსიული ავადმყოფობის შემთხვევის განსაზღვრება, თუმცა, სათანადოდაა შესწავლილი მწვავე ვირუსული სინდრომი, რომელიც გვხვდება აივ ინფექციის ადრეულ სტადიებზე. პირველადი ინფექცია, როგორც წესი, ვლინდება ვირუსთან ექსპოზიციიდან პირველი თვის ფარგლებში და, ძირითადად, ახასიათებს ცხელება და ლიმფადენოპათია. სხვა შესაძლო კლინიკური ნიშნები და სიმპტომები: ფარინგიტი, მაკულოპაპულური გამონაყარი, ოროგენიტალური წყლულები ან მენინგოენცეფალიტი. გარდამვალი ლიმფოპენიის გამო შესაძლოა განვითარდეს სხვა ოპორტუნისტული ინფექციები. CD4 უჯრედების რაოდენობა შესაძლოა მკვეთრად დაეცეს. დიაგნოზი დგინდება აივ-ის მიმართ არსებული ანტისხეულების გამოვლენით (სერიული სწრაფი ტესტები ან ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი, ასევე შესაძლებელია ვირუსის გამოვლენა აივ რნმ-ის ან აივ დნმ-ის და/ან ულტრამგრძნობიარე აივ p24 ანტიგენის ტესტის მეშვეობით, როდესაც ანტისხეულები გამომუშავებული არ არის).[4][21]

  • ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექცია ფუნქციური შესაძლებლობების II დონე (გამოხატული სიმპტომები, მაგრამ თითქმის სრულად აქტირუი)

  • წონაში კლება: საწყისი წონის 10%-ზე მეტის დაკარგვა

  • ქრონიკული დიარეა 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის

მე-2 სტადია

  • პირი ღრუს სტომატიტი, ქრონიკული ვაგინალური კანდიდოზი

  • პირის ღრუს თმოვანი ლეიკოპლაკია

  • მწვავე ბაქტერიული ინფექციები

  • ფილტვის ტუბერკულოზი

  • ფუნქციური შესაძლებლობების III დონე (ბოლო თვის მანძილზე პაციენტმა ლოგინში გაატარა მთელი თვის 50%-ზე ნაკლები დრო) IV სტადია

მე-3 სტადია

  • პნევმოცისტის ჯიროვეცი პნევმონია კრიპტოკოკული მენინგიტი

  • ჰერპესული წყლული 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის

  • საყლაპავის ან ფილტვების კანდიდოზი

  • პერორალური კანდიდა, ვაგინის ქრონიკული კანდიდოზი

  • პირის ღრუს თმოვანი ლეიკოპლაკია

  • კრიპტოსპორიდიოზი

  • ფილტვის ტუბერკულოზი

  • ციტომეგალოვირუსი

მეოთხე სტადია

  • ფილტვგარეშე ტუბერკულოზი

  • Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია

  • კრიპტოკოკული მენინგიტი

  • მარტივი ჰერპესვირუსი 1 თვის ან უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში

  • საყლაპავის ან ფილტვის კანდიდოზი

  • ტოქსოპლაზმოზი

  • კრიპტოსპორიდიოზი

  • იზოსპორიაზი

  • ციტომეგალოვირუსი (Cytomegalovirus)

  • აივ კახექსიის სინდრომი

  • აივ ენცეფალოპათია

  • კაპოშის სარკომა

  • პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია

  • დისემინირებული მიკოზი

  • ატიპური მიკობაქტერიოზი

  • არატიფოიდური სალმონელას ბაქტერემია

  • ლიმფომა

  • განმეორებითი პნევმონია

  • საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კარცინომა

  • ფუნქციური შესაძლებლობების დონე (performance status) 4 (მწოლიარე მდგომარეობაში ატარებს დროის 50%-ზე მეტს).

აივ-ის შორსწასული დაავადება[72]

  • CD4 უჯრედების რაოდენობა <200 უჯრედი/მმ³, ან მე-3 ან მე-4 სტადიის გართულება ზრდასრულებში, და ბავშვები ≥5 წლიდან. <5 წლამდე ბავშვებში, ყველა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს, რომ დაავადება შორსწასულია.

  • მძიმე მდგომარეობაში მყოფი ზრდასრული ან მოზარდი: სუნთქვის სიხშირე ≥30 ჩასუნთქვა/წთ, გულისცემა ≥120 დარტყმა/წთ, ვერ გადაადგილდება დახმარების გარეშე ან სხეულის ტემპერატურა ≥39°C.

  • მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი: ლეთარგია ან ცნობიერების დაკარგვა, გულყრები, ვერ იღებს სასმელს/რძეს, აღებინებს მრავალჯერ, ტაქიკარდია ან ტაქიპნოე ან სხეულის ტემპერატურა ≥39°C.

  • მძიმე იმუნოსუპრესია: CD4 უჯრედების რაოდენობა <50 უჯრედი/მმ³.

შემთხვევის სიმძიმე აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიხედვით[64]

ყურადღება მიაქციეთ, რომ CD4+ T ლიმფოციტების რაოდენობა უპირატესია CD4+ T ლიმფოციტების პროცენტულ მაჩვენებელზე აივ ინფექციის I, II და III სტადიებზე.

აივ ინფექცია, სტადია 0

  • თუ დადებითი პასუხის შემდეგ, 180 დღის განმავლობაში ტესტზე პასუხი უარყოფითი ან გაურკვეველია, სავარაუდოა აივ ინფექციის ადრეული სტადია. სტადია 0-ის კრიტერიუმები უპირატესია და დამოუკიდებელია სხვა სტადიების კრიტერუმებისგან.

მიუთითებს ადრეულ აივ ინფექციაზე, როდესაც აივ ტესტის შედეგი უარყოფითი ან გაურკვეველია დადებითი შედეგიდან 180 დღის განმავლობაში. კრიტერიუმები 0 სტადიისთვის ცვლის და დამოუკიდებელია სხვა სტადიებისთვის გამოყენებული კრიტერიუმებისგან.

  • აივ ინფექციის ლაბორატორიული დადასტურება, არა შიდსის განმსაზღვრელი პირობებით, და

    • 500 ან მეტი CD4+ T ლიმფოციტი/მიკროლიტრში, ან

    • CD4+ T ლიმფოციტების პროცენტული მაჩვენებელი მეტი ან ტოლია 26%-ის.

აივ ინფექცია, II სტადია (6 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში)

  • აივ ინფექციის ლაბორატორიული დადასტურება, არა შიდსის განმსაზღვრელი პირობებით, და

    • 200-დან 499-მდე CD4+ T ლიმფოციტი/მიკროლიტრში, ან

    • CD4+ T ლიმფოციტების პროცენტული მაჩვენებელი არის 14-დან 25%-მდე.

აივ ინფექცია, III სტადია (შიდსი; 6 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში)

  • აივ ინფექციის ლაბორატორიული დადასტურება, და

    • 200-ზე ნაკლები CD4+ T ლიმფოციტი/მიკროლიტრში, ან

    • CD4+ T ლიმფოციტების პროცენტული მაჩვენებელი არის 14%-ზე ნაკლები ან

    • შიდსის განმსაზღვრელი პირობების დოკუმენტაცია.

    შიდსის განმსაზღვრელი პირობების დოკუმენტაციის მიხედვით: CD4+ T ლიმფოციტების რაოდენობა 200 უჯრედზე მეტია მიკროლიტრში და CD4+ T ლიმფოციტების პროცენტული მაჩვენებელი მეტია 14%-ზე.

აივ ინფექცია, სტადია უცნობია

  • აივ ინფექციის ლაბორატორიული დადასტურება, და

    • CD4+ T ლიმფოციტების რაოდენობა ან პროცენტული მაჩვენებელი არ არის ცნობილი და

    • არ არის ინფორმაცია შიდსის განმსაზღვრელი პირობების არსებობის შესახებ.

III სტადიის განმსაზღვრელი ოპორტუნისტული დაავადებები აივ ინფექციის დროს

  • ბაქტერიული ინფექციები, მრავალჯერადი ან მორეციდივე (მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში)

  • ბრონქების, ტრაქეის ან ფილტვების კანდიდოზი

  • საყლაპავი მილის კანდიდოზი

  • საშვილოსნოს ყელის კიბო, ინვაზიური (მხოლოდ მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში-6 წლიდან ზევით)

  • კოკსიდიოიდომიკოზი, დისემინირებული ან ფილტვგარე

  • კრიპტოკოკოზი, ფილტვგარე კრიპტოსპორიდიოზი, ქრონიკული ნაწლავური (1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის)

  • ციტომეგალოვირუსით გამოწვეული დაავადებები (გარდა ღვიძლისა, ელენთისა და ლიმფური კვანძებისა), ვლინდება 1 თვის ასაკიდან ზევით

  • ციტომეგალოვირუსით გამოწვეული რეტინიტი (მხედველობის კარგვით)

  • ენცეფალოპათია, აივ-თან დაკავშირებული

  • მარტივი ჰერპესი:

  • ქრონიკული წყლულები (1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის) ან ბრონქიტი, პნევმონიტი ან ეზოფაგიტი (ვლინდება 1 თვის ასაკიდან ზევით)

  • ჰისტოპლაზმოზი, დისემინირებული ან ფილტვგარე

  • იზოსპორიაზი, ქრონიკული ნაწლავური (1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის)

  • კაპოშის სარკომა

  • ბურკიტის ლიმფომა

  • იმუნობლასტური ლიმფომა

  • თავის ტვინის პირველადი ლიმფომა

  • მიკობაქტერია ავიუმი კომპლექსური ან მიკობაქტერია კანზასიდისემინირებული ან ფილტვგარე

  • ტუბერკულოზის მიკობაქტერია ნებისმიერ ადგილას, პულმონური (მხოლოდ მოზრდილებში, მოზარდებში ან ბავშვებში-6 წლის ასაკიდან ზევთ), დისემინირებული ან ფილტვგარე

  • მიკობაქტერიასხვა სახეობები ან არაიდენტიფიცირებული სახეობები, დისემინირებული ან ფილტვგარე

  • Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია

  • პნევმონია, განმეორებითი (მხოლოდ მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 6 წლიდან ზევით)

  • პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია

  • სალმონელოზური სეპტიცემია

  • თავის ტვინის ტოქსოპლაზმოზი, ვლინდება 1 თვის ასაკიდან ზევით

  • აივ-თან დაკავშირებული კახექსიის სინდრომი.

ავადმყოფობის მიმდინარეობის თავისებურებები

სწრაფად პროგრესირებადი: პაციენტთა მცირე ნაწილს უვითარდება შიდსი 1-დან 2 წლამდე დროში. ეს ასოცირებულია მაღალი დონის ვირუსულ რეპლიკაციასა და CD4 უჯრედების რაოდენობის ვარდნასთან.

ნელა პროგრესირებადი: პაციენტთა მცირე ნაწილს შეუძლია აკონტროლოს აივ-ის ვირუსული დატვირთვა ანტირეტროვირუსული თერაპიის დახმარების გარეშე. ბევრს აქვს დაბალი ან გამოუმჟავნებელი ვირუსული დატვირთვა და კარგად შენახული CD4 უჯრედების რაოდენობა წლების განმავლობაში. ეს ნაწილობრივ აივ-ის მიმართ ძლიერი იმუნიტეტის არსებობის შედეგია.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით