გართულებები

გართულებები table
გართულებაქრონოლოგიაალბათობა

მწვავე სეროკონვერსია

მოკლევადიანისაშუალო

მწვავე აივ ინფექცია განუვითარდება ინფიცირებული პაციენტების იმ 50%-ს, რომელთა ვირუსული ავადმყოფობა გავს ინფექციურ მონონუკლეოზს, რომელიც ხასიათდება: ცხელებით, ზოგადი სისუსტით, მიალგიით, ფარინგიტით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებით, თავის ტკივილით, გენერალიზებული ლიმფადენოპათიითა და ჰეპატოსპლენომეგალიით. დიაგნოზზე მიუთითებს ასევე გამონაყარი და აფტოზური წყლულის წარმოქმნა.

შესაძლოა ნერვული სისტემის დაზიანება (მაგალითად: მენინგოენცეფალიტი, ბელის პარალიჩი და გილიან ბარეს სინდრომი).

იმუნური პასუხის განვითარებამდე, ვირუსის რეპლიკაციის გამო, ვირუსული დატვირთვა ძალიან მაღალია. როგორც წესი, პაციენტის მართვა დამხმარე ზომების მიღებას მოიცავს. მწვავე სეროკონვერსიის შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს პოტენციური კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპია (იმავე რეჟიმებით, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ინფექციის სამკურნალოდ), სიმპტომების, გადაცემის რისკის შემცირების; იმუნური სტატუსის შენარჩუნებისა და ლატენტური აივ დატვირთვის მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

მძიმე ფორმის მწვავე სინდრომი

მოკლევადიანიდაბალი

წარმოდგენილია 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის სიმპტომებით, მაღალმა ვირუსულმა დატვირთვამ და იმუნური სისტემის გამოფიტვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ოპორტუნისტული ინფექციების გავითარებასა (მაგალითად საყლაპავის კანდიდოზი ან პნევმოცისტის ჯიროვეცი გამოწვეული ინფექცია), და ზოგადი პროგნოზის გაუარესებას.

სავარაუდოა, რომ ასეთ პაციენტში დაავადება სწრაფად პროგრესირდება და მათ დასჭირდებათ შემდგომი მეთვალყურეობა იმუნური სტატუსის შესამოწმებლად. სასურველია ანტირეტროვირუსული თერაპიის რაც შეიძლება მალე დაწყება.

სწრაფად პროგრესირებადი

მოკლევადიანიდაბალი

პაციენტთა მცირე ნაწილს უვითარდება შიდსი 1-დან 2 წლამდე დროში. აღნიშნული ასოცირებულია ვირუსის აქტიურ რეპლიკაციასთან და CD4 უჯრედების რაოდენობის ვარდნასთან, სავარაუდოდ მასპინძელი ორგანიზმის, აივ-ის მიმართ თავდაპირველი პასუხის გაუარესების გამო.

ინციდენტობა სავარაუდოდ შემცირდება, რადგან მიმდინარე რეკომენდაციებით ანტირესტროვირუსული თერაპია იწყება აივ-ინფიცირებულ ყველა პაციენტში.

შიდსი

გრძელვადიანიმაღალი

შიდსი ვითარდება აივ ინფექციის შედეგად, ძირითადად 10-15 წლის შემდეგ (მედიანა -11 წელი).[1][2]

შეიძლება წარმოდგენილი იყოს შიდსის განმსაზღვრელი ავადმყოფობით, როგორიცაა საყლაპავის კანდიდოზი, ფილტვგარე ტუბერკულოზი, კრიპტოკოკული მენინგიტი ან P jirovecii პნევმონია.

რეკომენდებულია CD4 უჯრედების რაოდენობის მონიტორინგი და ანტირეტროვირუსული თერაპიის დროულად დაწყება სპეციფიკური ოპორტუნისტული ინფექციების არსებობის გათვალისწინებით.

აივ-თან ასოცირებული ჰიპოტესტოსტერონიზმი

გრძელვადიანისაშუალო

აივ ინფიცირებული მამაკაცების 70%-ს აქვს ტესტოსტერონის ნაკლებობა და ეს პრობლემა არ გვარდება წარმატებული ანტირეტროვირუსული თერაპიის მიუხედავად. მოსალოდნელია ასევე ჰიპოგონადიზმის ზრდა აივ ინფიცირებული პოპულაციის დაბერებასთან ერთად. აივ-ის შემთხვევაში პაციენტს ხშირად უტარდება ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია რუტინული შეფასებისა და მონიტორინგის გარეშე. კვლევები მიუთითებს, რომ ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების, თრომბოზისა და სიკვდილის რისკს. ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა თანამედროვე ანტირეტროვირუსული თერაპიის ერაში.[134]

ხანგრძლივი კონტროლი

გრძელვადიანიდაბალი

პაციენტთა მცირე ნაწილში კონტროლდება ვირუსული დატვირთვა ანტირეტროვირუსული თერაპიის დახმარების გარეშე. ბევრს აქვს დაბალი ან გამოუმჟავნებელი ვირუსული დატვირთვა და კარგად შენახული CD4 უჯრედების რაოდენობა წლების განმავლობაში. ეს ნაწილობრივ აივ-ის მიმართ ძლიერი იმუნიტეტის არსებობის შედეგია. თუმცა ადამიანების ამ ნაწილისთვისაც სასარგებლოა თანმიმდევრული და უწყვეტი ანტირეტროვირუსული თერაპია.[111]

აივ-თან ან ანტირეტროვირუსულ თერაპიასთან ასოცირებული გულსისხლძარღვთა დაავადებები

გრძელვადიანიდაბალი

აივ ინფიცირებულებში გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი ორჯერ უფრო მაღალია. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გლობალური დატვირთვა გასამმაგდა და იწვევს სიცოცხლის 2.6 მილიონი წლის (დაკორექტირებული უნარების შეზღუდვის მიხედვით) დაკარგვას.[113] ჯამური ინციდენტობა დაახლოებით 20.5%-ია მამაკაცებში და 13.8% ქალებში 60 წლამდე, ხოლო ზოგად მოსახლეობაში 12.8% (მამაკაცები) და 9.4% (ქალები).[114]

აივ ინფექცია დაკავშირებულია პერიფერიული არტერიული დაავადების მომატებულ რისკთან; თუმცა, რისკი ყველაზე მაღალია თუ CD4 უჯრედების რაოდენობა <200 უჯრედი/მიკროლიტრზე.[115]

შეიძლება დაკავშირებული იყოს აივ-თან ან/და ანტირეტროვირუსულ თერაპიასთან. მომატებული რისკი დაფიქსირებულია პროტეაზას ინჰიბიტორების ჯამურ გამოყენებასთან კორელაციაში.[116] აივ და C ჰეპატიტის კოინფექციის მქონე პაციენტებში უფრო მაღალია გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ვიდრე მხოლოდ აივ ინფიცირებულებში.[117]

უმკურნალებელი აივ ინფექციის ხშირი კარდიოვასკულარული გართულებებია კარდიომიოპათია, მიოზიტი და გულის შეგუბებითი უკმარისობა. ასევე, გრძელვადიან ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე მყოფი პაციენტების შემტხვევაში, გაზრდილია გულის იშემიური დაავადებების რისკი, აივ-თან ასოცირებული ქრონიკული ანთების გამო. ანტირეტროვირუსული თერაპიის გარკვეულმა მედიკამენტებმა შეიძლება ეს რისკი გააუარესოს, ლიპიდების მეტაბოლიზმის შეცვლისა და ჰიპერლიპიდემიის გაზრდის გამო.

ამერიკის გულის ასოციაციას აქვს გზამკვლევი გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მართვის შესახებ აივ ინფიცირებულ პაციენტებში.[118]

აივ-დაკავშირებული ვენური თრომბოზული მოვლენები

გრძელვადიანიდაბალი

ვენური თრომბოზული გართულებების რისკი მომატებულია აივ ინფიცირებულებში. რეტროსპექტული კოჰორტული კვლევის თანახმად, ინციდენტობა არის 2.33 მოვლენა ყოველ 1000 ადამიანი/წელზე, ხოლო ასაკითა და სქესით სტანდარტიზებული ინციდენტობა არის 2.5 მოვლენა ყოველ 1000 ადამიანი/წელზე. ვენური თრომბოზული მოვლენის მომატებული რისკი მოიცავდა შემდეგ ფაქტორებს: CD4 უჯრედების რაოდენობა <200 უჯრედი/მიკროლიტრი; ვირუსის მაღალი დატვირთვა; ანამნეზში (ან მიმდინარედ) ოპორტუნისტული ინფექცია. არ დაფიქსირებულა კავშირი კონკრეტულ ანტირეტროვირუსულ თერაპიასა და თრომბოზის რისკს შორის. პირველადი პროფილაქტიკა რუტინულად რეკომენდებული არ არის.[119]

აივ-თან ან ანტირეტროვირუსულ თერაპიასთან ასოცირებული რენული დაავადებები

გრძელვადიანიდაბალი

შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, ასევე თირკმლის არსებული დაავადების გაუარესება (დიაბეტი, ჰიპერტენზია), ისევე როგორც სხვა აივ-თან დაკავშირებული დაავადებები. აივ-თან დაკავშირებული თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60 მლ/წთ) ყველაზე ხშირი მიზეზი არის აივ-თან ასოცირებული ნეფროპათია. ყველაზე ხშირად ვითარდება CD4 უჯრედების შემცირებული რაოდენობის ფონზე; ვლინდება ასაკოვან და აფრიკული წარმოშობის პაციენტებში.

თირკმლის დაავადება შეიძლება  დაკავშირებული იყოს გარკვეულ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებთან. თირკმელზე ტოქსიკურობის მინუმუმამდე შემცირება შესაძლებელია ტენოფოვირ დისოპროქსოლ ფუმარატის ნაცვლად ტენოფოვირ ალაფენამიდის ან აბაკავირის გამოყენებით. საერთო ჯამში, ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით, ბოლო სტადიის თირკმლის დაავადებები 3-ჯერ მეტად ვითარდება აივ ინფიცირებულ პაციენტებში.[120]

აივ-თან ან ანტირეტროვირუსულ თერაპიასთან ასოცირებული ძვლის დაავადებები

გრძელვადიანიდაბალი

აივ დადებით ადამიანებში გაზრდილია ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის რისკი და ხშირად, დაბალია D ვიტამინის დონე. ძვლის დაავადებები შეიძლება უკავშრდებოდეს გარკვეულ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს, როგორიცაა ტენოფოვირ დისოპროქსოლ ფუმარატი. ამ ტიპის ტოქსიურობის მინიმუმამდე შემცირება შესაძებელია ტენოფოვირ დისოპროქსოლ ფუმარატის ნაცვლად ტენოფოვირ ალაფენამიდის ან აბაკავირის გამოყენებით. საერთო ჯამში, აივ-ით ინფიცირებულ ადამიანებს, ჯანმრთელებთან შედარებით, ოსტეოპოროზის განვითარების 4-ჯერ მეტი რისკი აქვთ.[121]

აივ-თან ასოცირებული კიბო

გრძელვადიანიდაბალი

შიდსის-განმსაზღვრელი კიბოს (კაპოშის სარკომა, არა-ჰოჯკინის ლიმფომა და საშილოსნოს ყელის კიბო) განვითარების რისკი ანტირეტროვირუსული თერაპიის ერაში მცირდება, თუმცა ჯანმრთელთან შედარებით აივ-ით ინფიცირებულ პოპულაციაში მაინც უფრო მაღალია. აივ-ით ინფიცირებულ პაციენტებში ამჟამად ფიქსირდება არა-შიდსის განმსაზღვრელი კიბოს რისკის ზრდა. რაშიც შედის ანალური კიბო, ჰოჯკინის ლიმფომა, ორალური, ხახის, ფილტვის, კანის და ღვიძლის კიბოები. სიკვდილის გამომწვევი კიბოს რისკი 11%-დან 22%-მდე გაიზარდა აივ-ით ინფიცირებული ფრანგი პაციენტების განხილვის შედეგის მიხედვით. ამ პოპულაციისთვის მნიშვნელოვანია ასაკის შესაბამისი კიბოს სკრინინგი.[122][123][124][125][126][127]

უკონტროლო ვირემიასთან შედარებით, აივ-ის სუპრესია ანტირეტროვირუსული თერაპიით ამცირებს კიბოს განვითარების რისკს; თუმცა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ანტირეტროვირუსული მკურნალობის კურსის ქვეშ მყოფ პირებს მაინც აღენიშნებათ ზოგიერთი კიბოს მაღალი რისკი (ზოგად მოსახლეობასთან შედარებით), განსაკუთრებით კიბოს იმ ტიპების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსულ კოინფექციებთან [128]

აივ-თან ასოცირებული ღვიძლის დაავადებები

გრძელვადიანიდაბალი

აივ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მაღალი სიხშირე, ძირითადად თანმხლები ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული. ანტირეტროვირუსული თერაპიის ერაში ამ დაავადების დიდი ცვლილება არ აღინიშნება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ცვლილება გამოიწვიოს ანტივირუსულმა აგენტმა С ჰეპატიტის წინააღმდეგ. მნიშნელოვანია შესაბამისი ღვიძლის კიბოს სკრინინგი ამ პოპულაციაში-დამატებით ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის.[129]

აივ-თან ასოცირებული ნეიროკოგნიტური დისფუნქცია

გრძელვადიანიდაბალი

მდგომარეობას ახასიათებს მეხსიერებისა და კოგნიტიური უნარების პრობლემები. მისი პრევალენტობა მაღალია და წარმოადგენს 15-20%-ს აივ ინფიცირებულ პირებში, რომლებიც იტარებენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას.[130]

ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, აივ ინფიცირებულ პირებში დეპრესიის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია. პლაცებოსთან შედარებით, ანტიდეპრესანტებით თერაპია შესაძლოა აუმჯობესებდეს დეპრესიის სიმპტომებს; თუმცა, ამ საკითხზე მტკიცებულებების ხარისხი დაბალია.[131]

აივ-თან ასოცირებული დიაბეტი

გრძელვადიანიდაბალი

დიაბეტის პრევალენტობა აივ ინფიცირებულ ადამიანებში 2%-დან 14%-მდე მერყეობს, კვლევის, დიაბეტის დადგენის და რისკ-ფაქტორების მიხედვით. არსებობს საწინააღმდეგო მონაცემები, რომ აივ ინფექცია წარმოადგენს დიაბეტის დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორს. ამ პოპულაციისთვის მნიშნელოვანია ასაკის შესაბამისი დიაბეტის სკრინინგი.[132]

მიმდინარეობს კვლევა იმის შესახებ, არის თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დიაბეტსა და ანტირეტროვირუსულ მკურნალობას შორის.[133]

აივ-თან ასოცირებული ფილტვის დაავადებები

გრძელვადიანიდაბალი

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი) არის ყველაზე ხშირი ფილტვის ავადმყოფობა აივ ინფიცირებულ პაციენტებში, მისი პრევალენტობა დაახლოებით 20%-ია სხვადასხვა კოჰორტული კვლევების მიხედვით. გაურკვეველია, არის თუ არა აივ-ი მოწევისა ან ფილტვის ბაქტერიული ინფექციისგან დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორი.[135]

სმენითი დარღვევა

გრძელვადიანიდაბალი

ამჟამინდელი მტკიცებულებების მიხედვით, სმენის დაქვეითების პრევალენტობა აივ ინფიცირებულ პირებში, ზოგად მოსახლეობასთან შედარებით უფრო მაღალია; თუმცა, ეტიოლოგია კარგად შესწავლილი არ არის.[136]

შიდსამდელი იმუნური სუპრესია

ვარიაბელურიმაღალი

შეიძლება წარმოდგენილი იყოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით, II ან III სტადიის დაავადებისთვის დამახასაითებელი სიმპტომებით, მათ შორის მწვავე ჰერპესით, პირის ღრუს მიკოზით, წონის კლებით ან ფილტვის ტუბერკულოზით.

უნდა განიხილოს CD4 უჯრედების რაოდენობა და ვირუსული დატვირთვა.

ინციდენტობა სავარაუდოდ შემცირდება, რადგან მიმდინარე რეკომენდაციებით ანტირესტროვირუსული თერაპია იწყება აივ-ინფიცირებულ ყველა პაციენტში.

აივ-დაკავშირებული ოპორტუნისტული ინფექციები

ვარიაბელურიმაღალი

თანმდევი და ოპორტუნისტული ინფექციები ხშირია აივ-ინფიცირებულ პაციენტებში. ზოგიერთ პაციენტს ესაჭიროება პირველადი პროფილაქტიკა. ოპორტუნისტული ინფექციის განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია სწრაფი დიაგნოზი, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

დაავადების ადრეულ ეტაპზე, თუ პაციენტი რეგულარულად იტარებს მონიტორინგს, თანხმლები ინფექციის შემთხვევაში CD4 უჯრედების რაოდენობა შესაძლოა გარდამავლად დაქვეითებული იყოს. შორსწასული აივ-ის მქონე პაციენტების მდგომარეობა უფრო ადვილად უარესდება და საჭიროა ინფექციის სწრაფად დიაგნოსტირება და მართვა.

ზოგი ოპორტუნისტული ინფექცია წარმოადგენს საუკეთესო ვარაუდის, ემპირიული მკურნალობის ჩვენებას, განსაკუთრებით იმუნოკომპრომისულ პირებში. მწვავე ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ყველაზე ხშირად ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები ინიშნება.

შორსწასული დაავადების დროს, ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებიდან პირველი 3-6 თვის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური რეკონსტიტუციის ანთებითი სინდრომის მონიტორინგი, რადგან ეს ამცირებს ავადობას და სიკვდილობას მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყების შემთხვევაში. იმუნური რეკონსტიტუციის ანთებითი სინდრომი უფრო ხშირად ვითარდება ძალიან შორსწასული დაავადების და ოპორტუნისტული ინფექციების სიმრავლის დროს.[112]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით