პირველადი პრევენცია

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის (H5N1) შეკავებისა და რისკის შემცირების მთავარი მეთოდი არის ფრინველების იმუნიზაცია ან ფრინველების დროული დახოცვა HPAI H5N1-ზე ეჭვის შემთხვევაში, შემდგომ კი დაბინძურებული გარემოს დეზინფექცია. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსით დაზარალებულ ქვეყნებში ექსპოზიციის რისკის მინიმუმამდე დაყვანა დაავადებულ ან მკვდარ ფრინველებთან პირდაპირი ან ახლო კონტაქტის თავიდან აცილებით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციები რეკომენდაციას არ უწევენ შეზღუდვებს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსით დაზარალებულ ქვეყნებში მგზავრობასთან დაკავშირებით. თუმცა, რეკომენდებულია, რომ მგზავრებმა თავი აარიდონ კონტაქტს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციაზე ეჭვის მატარაბელ შინაურ ფრინველებთან, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსით დაზარალებულ ქვეყნებში სურსათის ბაზრებზე ცხოველებთან და ნებისმიერ ზედაპირთან, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციაზე ეჭვის მატარებელი შინაური ფრინველებისა და სხვა ცხოველების ექსკრემენტებით.[17]

A გრიპის (H5N1) ვაქცინა უსაფრთხო და იმუნოგენურია.[67][68][69] მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ვაქცინებია ლიცენზირებული (მათ შორის ევროპაში და აშშ-ში), პანდემიური სიტუაციების დროს ბავშვებსა და მოზრდილებში გამოსაყენებლად. აშშ-ს აქვს ეროვნული მარაგი, რომელსაც გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე მარტივად გავრცელებას დაიწყებს.[70] კანდიდატი ვაქცინების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია WHO-სგან.

WHO: candidate vaccine viruses and potency testing reagents for influenza A (H5N1) external link opens in a new window

HPAI H5N1 ვირუსის ენდემურ ქვეყნებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის რეკომენდებულია ყოველწლიური სეზონური აცრა გრიპის წინააღმდეგ, რისი მიზანიც ნოზოკომიური გადაცემის პრევენციაა. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსთან ექსპოზიციის მქონე ადამიანებს შორის სეზონური გრიპის პრევენციამ შეიძლება ასევე შეამციროს ადამიანებში სეზონური A გრიპით და მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსებით კოინფექციის თეორიული რისკი და ვირუსული გენეტიკური ხელახალი სორტირება (რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პოტენციურად პანდემიური ვირუსის შტამის გაჩენა).

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციების უმეტესობა ზედმეტად თვლის პერორალური ოსელტამივირის ან საინჰილაციო ზანამივირის ანტივირუსული ქიმიოპროფილაქტიკის გამოყენებას პირველადი პრევენციისთვის, იმ შემთხვევაში თუ პერსონალის სათანადო დამცავი აღჭურვილობა და ინფექციის კონტროლის ზომები დაცულია.

პირადი დაცვის სტანდარტული ზომები (სახლში იზოლირება, რესპირატორული ეტიკეტი, ხელის ჰიგიენა) რეკომენდებულია ინფექციის გავრცელების შესანელებლად; თუმცა, პანდემიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ზომების მიღება, მათ შორის:[71]

  • სახლის პირობებში კარანტინი (მოხალისეობრივი)

  • ნიღბების გამოყენება ავადმყოფი (ან ჯანმრთელი) პირების მიერ

  • სკოლის, უნივერსიტეტის ან ბაღების დახურვა

  • დისტანციის დაცვა (მაგ. სამსახურში, შეკრებებზე)

  • საზიარო ზედაპირების წმენდა.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით