დისკუსია პაციენტთან

ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც სავარაუდოდ ან დადასტურებულად აღენიშნება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის ინფექცია, უნდა დაენიშნოს ანტივირუსული მკურნალობა რაც შეიძლება მალე და იზოლირებული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის რეკომენდებული ზომების შესაბამისად. დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივ და ეროვნულ ორგანოებს. ინსტრუქციები გაწერასთან ან სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით და მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის ინფექციით კლინიკური თვალსაზრისით მსუბუქი ავადმყოფობის მართვის რისკის შესახებ მითითებები უზრუნველყოფილ უნდა იქნას ადგილობრივი და ეროვნული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტების მიერ, რათა დააკმაყოფილოს კონკრეტული შემთხვევის საჭიროებები. ჯანდაცვის დეპარტამენტი განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა კარანტინი, სოციალური დისტანცირების სხვა ფორმები და სხვა ფარმოკოლოგიური და არაფარმოკოლოგიური ზომები, რათა თავიდან ავირიდოთ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის გადაცემა. ექიმებს ურჩევენ, არ მართონ მაღალი პათოლოგიური ფრინველის გრიპის შემთხვევები ადგილობრივი და ეროვნული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტების ხელმძღვანელობისა და მითითებების გარეშე.

CDC: information on avian influenza external link opens in a new window

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით