მეთვალყურეობა

ფრინველის A (H5N1) გრიპის ვირუსის ინფექცია წარმოადგენს მწვავე ინფექციურ დაავადებას. პაციენტებმა შეიძლება განიცადონ ვირუსის გახანგრძლივებული რეპლიკაცია და ვირუსული გამოყოფა და მათი საავადმყოფოში ყოფნა შეიძლება გაგრძელდეს 3 კვირამდე ან მეტი პერიოდის განმავლობაში დაავადების დაწყების შემდეგ. მას შემდეგ, რაც გადარჩენილი პაციენტები კლინიკური თვალსაზრისით გამოჯანმრთელდნენ და საავადმყოფოდან გამოწერეს, ისინი შეიძლება იმუნურები იყვნენ შემდგომი ინფექციის წინაშე, რომელიც გამოწვეულია ანტიგენურად მსგავსი მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის შტამებით.

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის გახანგრძლივებული შედეგები მოიცავს კუნთოვან სისუსტეს, ფილტვის ფუნქციის დაქვეითებას, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას და კოგნიტურ გაუარესებას ხანდაზმულ პაციენტებში.[109][110]

საგულდაგულო დაკვირვება და ექსპოზიციის შემდგომი ოსელტამივირისა და ზანამივირის ქიმიოპროფილაქტიკა რეკომენდებულია ჯანდაცვის მუშაკებისთვის სიმპტომატური, საეჭვო ან დადასტურებული მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 შემთხვევასთან ახლო ექსპოზიციის (2 მეტრის ფარგლებში) შემდეგ ჯანდაცვის დაწესებულების პირობებში, ასევე ოჯახის წევრებისთვის და საეჭვო და დადასტურებული მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის მქონე პირის ახლო კონტაქტისთვის.

საეჭვო შემთხვევები დაუყოვნებლივ შეტყობინებული უნდა იქნას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანოებში, სადაც დახმარებას გაუწევენ დიაგნოსტიკურ შეფასებაში, შემთხვევის მართვასა და კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევაში.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით