გამოკვლევები

1-ლი რიგის გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

აღწერილია პაციენტების უმეტესობაში, შემთხვევათა მცირე სერიაში.

შედეგი

ლეიკოპენია, ლიმფოპენია, თრომბოციტოპენია

ტესტი
შედეგი
ტესტი

აღწერილია პაციენტების უმეტესობაში, შემთხვევათა მცირე სერიაში.

შედეგი

მომატებული ასპარტატ-ამინოტრანსფერაზა/ალანინ-ამინოტრანსფერაზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მხოლოდ გულმკერდის რენტგენს არ შეუძლია გამორიცხოს ვირუსული ან ბაქტერიული პნევმონია.

შედეგი

შეიძლება იყოს ნორმალური; შეიძლება აჩვენოს მძიმე ფორმის შემთხვევებში პნევმონიის შესაბამისი ინფილტრატები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია ქოშინის ან პნევმონიაზე ეჭვის მქონე პაციენტებში.

შედეგი

შეიძლება აღინიშნოს ჰიპოქსია

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა შეფასდეს ძირითადი ბაქტერიული პნევმონია და პოტენციური ბაქტერიული კოინფექცია. დაფიქსირდა რამდენიმე კოინფექცია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 მქონე პაციენტებში, გარდა ვენტილაციასთან დაკავშირებული პნევმონიის შემთხვევისა.

შედეგი

ინფექციური მიკროორგანიზმების ვიზუალიზაცია ბაქტერიული პნევმონიის ან პოტენციური ბაქტერიული თანაინფექციის შემთხვევაში

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა შეფასდეს ძირითადი ბაქტერიული პნევმონია და პოტენციური ბაქტერიული კოინფექცია.

შედეგი

ინფექციური ორგანიზმის ზრდა ბაქტერიული პნევმონიის ან პოტენციური ბაქტერიული კოინფექციის შემთხვევაში

ტესტი
შედეგი
ტესტი

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის დიაგნოზისთვის რეკომენდებული კლინიკური ტესტი, H5-სპეციფიკური პრაიმერებისა და სინჯების გამოყენებით რესპირატორულ კლინიკურ ნიმუშებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსული რიბონუკლეინის მჟავის გამოსავლენად.[75][76] როგორც რეალური დროის, ასევე ჩვეულებრივი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ანალიზები შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსული რიბონუკლეინის მჟავის გამოსავლენად ეროვნულ ლაბორატორიებში, სპეციალიზებულ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივ ლაბორატორიებში ან ზოგიერთი აკადემიური ცენტრის ლაბორატორიებში. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსისთვის უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია არ არის ხელმისაწვდომი უმეტესი კლინიკური პირობების ფარგლებში. H5-სპეციფიკური პრაიმერები და სინჯები რეგულარულად უნდა განახლდეს. A და B გრიპის ვირუსებისთვის უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის კვლევამ შეიძლება დაადასტუროს სეზონური გრიპის დიაგნოზი.

H5 დადებითი შედეგები ეროვნული ლაბორატორიებიდან უნდა დადასტურდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის H5 რეფერალურ ლაბორატორიებში ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპის ცენტრებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე იღებს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის უკუტრანსკრიპციის ანალიზებს გრიპის ზოგიერთი ეროვნული ლაბორატორიებისგან.[77][78]

შედეგი

დადებითია H5-სპეციფიკურ ვირუსულ რნმ 0-ზე

სხვა შესაძლო გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ვირუსული კულტურა არ გვაძლევს დროულ შედეგებს კლინიკური მართვისთვის და უნდა განხორციელდეს ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიის ფარგლებში. ვირუსული კულტურა შეიძლება ჩატარდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის H5 რეფერალურ ლაბორატორიებში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპის ცენტრებში.

ვირუსული კულტურა მნიშვნელოვანია ვიროსოლოგიური მეთვალყურეობისთვის, ვაქცინის შტამის შერჩევასთან მიმართებაში ანტიგენური მონიტორინგისთვის და ვირუსული მახასიათებლების შეფასება და ანალიზისთვის, როგორიც არის გენეტიკური გადარჩევა, რეცეპტორის დაკავშირების თვისება და ანტივირუსული მგრძნობელობა.

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის საპირისპირო ტრანსკრიპციის მიერ კლინიკური ნიმუშების დადებითი ტესტირება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსულ რიბონუკლეინის მჟავასთან მიმართებაში კულტივირებულ უნდა იქნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის H5 რეფერალური ლაბორატორიის ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპის ცენტრის მიერ.

შედეგი

დადებითი H5N1 ვირუსზე

ახალი ტესტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ანტისხეულების სეროლოგიური ანალიზი რუტინულად არ არის ხელმისაწვდომი. შეუძლებელია კლინიკური მართვის ამ ანალიზზე დაყრდნობა და იგი არ უნდა მივიჩნიოთ კლინიკური დიაგნოსტიკის საშუალებად.

აღნიშნული კვლევის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე სპეციალიზებულ ლაბორატორიაში, როგორიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის H5 რეფერალური ლაბორატორია, ცოცხალი მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის მიკრონეიტრალიზაციის ანალიზის გამოყენებით, ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის პირობების შესაბამისად.

სხვა სეროლოგიური ანალიზები შეიცავენ ცხენის ერითტროციტის უჯრედის ჰემაგლუტინინის ინჰიბირების ანალიზს ან მაღალპათოგენური H5N1-სპეციფიკური T უჯრედის რეაქციების შეფასებას.[79] მწვავე და სარეაბილიტაციო შრატის დროული ანალიზით შეიძლება დავსვათ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის რეტროსპექტული დიაგნოზი. სისხლის სინჯის თავდაპირველი აღებიდან 2-დან 4 კვირამდე პერიოდის შემდეგ H5N1-სპეციფიკური ანტისხეულის ოთხმაგი ზრდა წარმოადგენს კლინიკურად შესაბამისი ავადმყოფობის მქონე პაციენტში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის დიაგნოზს.

სტანდარტული გრიპის ჰემაგლუტინაციის ანალიზების გამოყენებით სეროლოგიური ტესტები არასპეციფიკურია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსისთვის და არ არის რეკომენდებული.

შედეგი

H5N1-სპეციფიკური ანტისხეულის დონის ოთხმაგი ზრდა

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით