ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ძირითადი რისკფაქტორები მოიცავენ ახლო კონტაქტს ინფიცირებულ ფრინველთან და გარემო ექსპოზიციას მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსითან.

შეიძლება იყოს მშრალი ან პროდუქტიული. დაფიქსირებულია სისხლიანი ნახველი, მაგრამ არ არის ხშირი.

დაფიქსირდა გრიპისმაგვარი დაავადების შესაბამისი ზოგიერთი არასპეციფიკური სიმპტომი (მათ შორის კონიუნქტივიტი, რინორეა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, მიალგია და დაღლილობა).

ცვალებადობს მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე.

როგორც წესი, >38°C (100.4°F) ტემპერატურას ადგილი აქვს ავადმყოფობის ადრეული მიმდინარეობისას და ხშირად მუდმივია, განსაკუთრებით მძიმე ფორმის დაავადებასთან ერთად.

აუსკულტაციური ნიშნები აღწერილია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 მქონე პაციენტებში.

აუსკულტაციური ნიშნები აღწერილია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 მქონე პაციენტებში.

აუსკულტაციური ნიშნები აღწერილია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 მქონე პაციენტებში.

როგორც წესი, ვითარდება ავადმყოფობის გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

რამდენიმე არასპეციფიკური პირველადი გასტროინტესტინური სიმპტომი აღწერილია ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებსაც მაღალპათოგენური ფრინველის ვირუსი (H5N1) აქვთ.

დაფიქსირდა არასპეციფიკური ნევროლოგიური სიმპტომები.

დაფიქსირდა არასპეციფიკური ნევროლოგიური სიმპტომები.

რისკფაქტორები

პირდაპირი კონტაქტი (შეხება) ან ახლო (≤1 მეტრში) ექსპოზიცია დაავადებულ ან მკვდარ შინაურ ფრინველებთან ან სხვა ჩიტებთან, რომლებზეც არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია, რომ აქვთ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექცია.

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის მქონე პირების უმეტესობას ჰქონდათ პირდაპირი ან ახლო დაუცველი კონტაქტი ინფიცირებულ დაავადებულ ან მკვდარ შინაურ ფრინველებთან ავადმყოფობის გაჩენამდე, მაგრამ აღნიშნული იშვიათად იწვევს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციას. ყოველ წელს, უამრავი ადამიანი განიცდის მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსთან ექსპოზიციას, მაგრამ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გახდა ინფიცირებული.

ბოლოდროინდელი მოგზაურობა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსით ინფიცირებულ ქვეყანაში ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული ცხელებისა და რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტის დიფერენციული დიაგნოზისას. მგზავრს, რომელიც დაბრუნდა კანადაში ჩინეთიდან, აქვს ცხელება, გულმკერდის პლევრიტული ტკივილი და მუცლის ტკივილი და აღნიშნული გადაიზარდა ქვედა რესპირატორული ტრაქტის დაავადებაში მენინგოენცეფალიტით. პირი გარდაიცვალა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის გამო.[21]

პირდაპირი კონტაქტი (შეხება) ფრინველის ექსკრემენტებთან და ცოცხალი შინაური ფრინველის ბაზრის სტუმრობა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ენდემურ ქვეყნებში წარმოადგენს ინფექციის რისკფაქტორებს.[36][37]

რეგიონებში, სადაც მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ფართოდ გავრცელებულია ფრინველებს შორის, ექსპოზიცია ტბორის წყალთან შესაძლოა იყოს რისკფაქტორი.[61] მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის მქონე პაციენტების უმეტესობას გააჩნდა დაუცველი პირდაპირი ან ახლო დაუცველი კონტაქტი ინფიცირებულ ან მკვდარ შინაურ ფრინველებთან ავადმყოფობის გამოვლენამდე, მაგრამ აღნიშნული იშვიათად იწვევს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციას. ყოველ წელს, უამრავ ადამიანს აღენიშნება ექსპოზიცია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსთან, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი ინფიცირდება.

რისკი ყველაზე მაღალია სისხლით ნათესავებს შორის.[41] აღნიშნული რისკფაქტორი იშვიათია და ძირითადად გვხვდება დაინფიცირებული პაციენტის მომვლელ სისხლით ნათესავებში. რისკი განისაზღვრება, როგორც გახანგრძლივებული პირდაპირი ან ახლო, დაუცველი კონტაქტი (1-2 მ) ავადმყოფ პირებთან, რომლებსაც HPAI H5N1-ის შესაძლო ან დადასტურებული ინფექცია აქვთ. დაფიქსირდა პაციენტიდან ჯანდაცვის მუშაკზე მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ნოზოკომიური გადაცემა.[44] თუმცა, ჯანდაცვის პერსონალის სეროლოგიურმა კვლევებმა, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ ან იყენებენ არასაკმარის პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის მქონე პაციენტების მოვლისას, აჩვენა გადაცემის ძალიან დაბალი რისკი.[62][63][64]

არ არის დაფიქსირებული ვირუსის გადაცემა ლაბორატორიის მუშაკებზე, რომლებიც სწორ ტექნიკას და პირადი დაცვის საშუალებებს იყენებენ, შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომების ფონზე.

ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის პრაქტიკა და პროცედურები წარმოადგენენ მინიმალურ მოთხოვნას მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის შემცველი ნიმუშების დამუშავებისთვის.[65] ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის სტანდარტები წარმოადგენენ მინიმალურ მოთხოვნას მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის შემცველ კულტურასთან მუშაობისას.[65] ლაბორატორიის მუშაკების მცირე სეროკვლევამ გამოავლინა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსი არასრული პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენების შემთხვევაში და ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაში კი მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის სეროლოგიური მტკიცებულება არ დაფიქსირებულა.[66]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით