ეპიდემიოლოგია

2003 წლიდან, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის შტამებმა დააინფიცირეს შინაური და გარეული ფრინველები 50-ზე მეტ ქვეყანაში. 2003 წლიდან ადამიანის HPAI H5N1 ვირუსი დაფიქსირებულია თექვსმეტ ქვეყანაში. 2003 წლიდან 2018 წლამდე აღინიშნა 860 შემთხვევა, აქედან 454 ფატალურად დასრულდა (ლეტალობის მაჩვენებელი 53%).[26]

WHO: cumulative number of confirmed human cases of avian influenza A(H5N1) reported to WHO external link opens in a new window

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ადამიანური შემთხვევების უმეტესობა აღინიშნა მანამდე ჯანმრთელ ბავშვებსა და ახალგაზრდა მოზრდილებში. პაციენტების საშუალო ასაკი დაახლოებით 20 წელია და ზოგადი ასაკი მერყეობს 1 წლიდან 81 წლამდე.[27] მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის შემთხვევათა თანაფარდობა დაახლოებით თანაბარია; თუმცა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში სიკვდილობის პროპორცია უფრო მაღალია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური ფაქტორებით, როგორიცაა მკურნალობის დაყოვნება, ასაკი და სამედიცინო ტესტირების მიმდინარეობა.[18] 2003 წლიდან 2010 წლამდე, 20 წლამდე ასაკის პაციენტებს აღენიშნებოდათ სიკვდილობის უფრო დაბალი რისკი, ვიდრე 20 წელს გადაცილებულებს (ლეტალობის პროპორცია: 52% და 66%).[18] სიკვდილობა დაკავშირებულია დაავადების დაგვიანებულ ამოცნობასთან და სიმპტომის გამოვლინების შემდგომ ჰოსპიტალიზაციასთან.[18] ერთმა კვლევამ დააფიქსირა, რომ თანმხლები რინორეა უკეთესს პროგნოზზე მიუთითებს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის მქონე ბავშვებისთვის.[24]

2014 წლის იანვარში კანადაში დაფიქსირდა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის შემთხვევა ადამიანში, რომელმაც იმგზავრა ჩინეთიდან კანადაში, სადაც პაციენტი ჰოსპიტალიზებული იყო და გარდაიცვალა.[28] მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს იმის მინიშნება, რომ ინფექცია შეძენილი იყო ჩრდილოეთ ამერიკაში, ეს შემთხვევა ხაზს უსვამს იმას, რომ ექიმები ფხიზლად უნდა იყვნენ გრიპის ვირუსის ინფექციების , მათ შორის, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1-ისა და სხვა ახალი A გრიპის ვირუსების თაობაზე კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში. ასევე 2014 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ დააფიქსირა, რომ როგორც მინიმუმ 6 ქვეყანაში ჰქონდა ადგილი ენდემური მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ცირკულაციას შინაურ ფრინველებს შორის: ბანგლადეში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია და ვიეტნამი. სხვა ქვეყნებში ეპიდაფეთქებები სპორადული ხასიათის იყო.[29] აზიური წარმოშობის მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის შტამები არ იყო დღემდე გამოვლენილი შინაურ ფრინველებში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, თუმცა ანტიგენურად განსხვავებული მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ადამიანის ინფექციასთან, გამოვლენილი იყო ჩიტებში აშშ-ს ტერიტორიაზე.[30]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით