დიფერენციული დიაგნოზები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.

ნიშნები და სიმპტომები მსგავსია, რის გამოც შეიძლება ძნელი იყოს კლინიკური მდგომარეობების დიფერენცირება.

მოვლენები ვითარდება სწრაფად; იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა დამატებითი ინფორმაციისთვის.

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.

გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განმასხვავებელი ნიშნები/სიმპტომები არ არსებობს.

კვლევები

დიაგნოსტიკური კვლევების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ლოკალური გაიდლაინები და კონკრეტულ საზოგადოებაში გავრცელებული მიკრობული პათოგენები.

დიაგნოზს ადასტურებს ნახველიდან და სისხლის კულტურიდან ისეთი მიკროორგანიზმების გამოყოფა, როგორიცაა Streptococcus pneumoniae და A ჯგუფის სტრეპტოკოკი და რეაგირება ტიპურ თერაპიაზე.

გულმკერდის რენტგენზე ტიპური პნევმონიის ნიშნები შეესაბამება კონსოლიდაციას.

დადებითი მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1-სპეციფიკური ტესტები არ გამორიცხავენ კოინფექციას, თუმცა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 შემთხვევების უმეტესობას არ აღენიშნებოდა გამოვლენილი ბაქტერიული კოინფექციაა, გარდა ვენტილაციასთან დაკავშირებული პნევმონიის მქონე ინტუბირებული პაციენტების შემთხვევისა. სეზონური გრიპის ვირუსის ინფექცია ბაქტერიული კოინფექციით უფრო ხშირია.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განმასხვავებელი ნიშნები/სიმპტომები არ არსებობს.

კვლევები

ატიპური პათოგენებით ინფექციის დადასტურება (მათ შორის, ატიპური პნევმონიის პათოგენები როგორიც არის Mycoplasma pneumoniae და Legionella pneumophila) ნახველის კულტურით, სისხლის კულტურით ან სხვა სპეციფიკური ტესტებით.

ატიპური პნევმონიის დიაგნოზი არ გამორიცხავს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციას, თუმცა, არ დაფიქსირებულა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსისა და ატიპური პნევმონიის გამომწვევი პათოგენების კოინფექცია.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ბავშვებში, მოხუცებში და ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობის მქონე პაციენტებში მძიმე ფორმის ავადობის უფრო გავრცელებული მიზეზი (მაგალითად, გულ-ფილტვის დაავადება, სუსტი იმუნიტეტი).

მეტად სავარაუდოა თვითგანკურნებადი მდგომარეობა უფრო მსუბუქი სიმპტომებით, მანამდე ჯანმრთელ ადამიანებში. ქვედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადება შეიძლება განვითარდეს მანამდე ჯანმრთელ ბავშვებში, ახალგაზრდებში, ორსულ ქალებში და ჭარბი წონის (სიმსუქნის III ხარისხი) მქონე პირებში.

კვლევები

დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებიც ადასტურებენ ინფექციას სხვა რესპირატორული ვირუსით, არ გამორიცხავენ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციას, მაგრამ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების კოინფექცია არ არის დაფიქსირებული.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ეპიდემია გეოგრაფიულად ჩინეთში იყო ფოკუსირებული.

პაციენტების უმეტესობას ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება პნევმონიის მართვის და/ან რესპირატორული უკმარისობის გამო. პაციენტი სიმპტომების გამოვლენიდან მალევე ხვდება კლინიკაში, განსხვავებით H5N1 შემთხვევებისგან, როდესაც ხშირია მოგვიანებითი მიმართვა.

განმასხვავებელი ნიშნები/სიმპტომები არ არსებობს.

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია H7-ის სპეციფიკური ვირუსის რნმ-ზე.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის ენდემური რესპირატორული პათოგენები (მაგალითად, ენდემური სოკოვანი ინფექცია, მელიოდოზი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაწილებში).

განმასხვავებელი ნიშნები/სიმპტომები არ არსებობს.

კვლევები

დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებიც ადასტურებენ ინფექციას ატიპური პნევმონიით, არ გამორიცხავენ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციას, მაგრამ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსისა და ენდემური რესპირატორული ინფექციების კოინფექცია არ არის დაფიქსირებული.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

1 წლამდე ასაკის ბავშვებში ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციის ყველაზე გავრცელებული მიზეზი.

ხანდაზმული ასაკის და სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციის მნიშვნელოვანი და ხშირად შეუცნობელი მიზეზი.

იწვევს ზედა და ქვედა რესპირატორულ სიმპტომებს, რაც პიკს აღწევს 3-დან 5 დღის განმავლობაში და გადის 7-დან 10 დღის განმავლობაში.

კვლევები

სწრაფი ანალიზები ანტიგენის დაფიქსირების ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოადგენს დიაგნოსტიკური ალგორითმის საყრდენს, ვინაიდან კულტურით გამოვლენას შეიძლება დასჭირდეს 4-დან 2 კვირამდე პერიოდი.[84]

დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებიც ადასტურებენ ინფექციას სხვა რესპირატორული ვირუსით, არ გამორიცხავენ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციას, მაგრამ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების კოინფექცია არ არის დაფიქსირებული.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განმასხვავებელი ნიშნები/სიმპტომები არ არსებობს.

ორივეს შეიძლება ახასიათებდეს ცხელების, ხველისა და პნევმონიის სწრაფი დაწყება.

2004 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა დადასტურებული შემთხვევები, რაც SARS-ის დიაგნოზს (ვირუსის ხელახალი გააქტიურების გარდა) ნაკლებსავარაუდოს ხდის.

კვლევები

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის დიაგნოზი მოითხოვს მაღალ კლინიკურ ეჭვს და შეტყობინებულ უნდა იქნას მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსის (SARS-CoV) ინფექციების გლობალური ზედამხედველობის მიერ. ტესტები გრიპის ვირუსზე უარყოფითია. უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია დადებითია მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსისთვის.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შემთხვევების უმეტესობა ეპიდემიოლოგიური კუთხით უკავშირდება არაბეთის ნახევარკუნძულს. მრავალი შემთხვევა უკავშირდება ნოზოკომიურ გადაცემას. დაფიქსირებულია ზოონოზური გადაცემა აქლემებიდან და ადამიანიდან-ადამიანზე, თუმცა შეზღუდულად და არამდგრადად.

განმასხვავებელი ნიშნები/სიმპტომები არ არსებობს. ხშირი სიმპტომები მწვავეა, წარმოადგენს სერიოზულ რესპირატორულ ავადმყოფობას ცხელებით, ხველით, სუნთქვის უკმარისობითა და გაძნელებით. პაციენტების უმეტესობას აღენიშნება პნევმონია, სუნთქვითი უკმარისობა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. მრავალ შემთხვევაში აღინიშნება კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სიმპტომები (მათ შორის, დიარეა), ხოლო ზოგჯერ თირკმლის უკმარისობა.

კვლევები

RT-PCR დადებითია რესპირატორული სინდრომის გამომწვევ ახლო აღმოსავლეთის კორონავირუსზე. ტესტი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზოგიერთ საერთაშორისო ლაბორატორიაში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც MERS გავრცელებულია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს