გართულებები

გართულებები table
გართულებაქრონოლოგიაალბათობა

პირველადი გრიპის პნევმონია

მოკლევადიანიმაღალი

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის ხშირი გართულება.

მკურნალობა იწყება ანტივირუსული პრეპარატებით რაც შეიძლება მალე, დამატებითი ჟანგბადით და დამხმარე თერაპიით. რესპირატორული მდგომარეობა უნდა დაექვემდებაროს მონიტორინგს. განიხილება ადრეული ვენტილაციური მხარდაჭერა.

სუნთქვის უკმარისობა

მოკლევადიანიმაღალი

ეს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის ხშირი გართულებაა და, როგორც წესი, გამოწვეულია მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. დაფიქსირებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

აუცილებელია ანტივირუსული და დამხმარე თერაპია.

მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი

მოკლევადიანიმაღალი

სუნთქვის უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზი.

რეკომენდებულია მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ფილტვის დამცავი ვენტილაციური სტრატეგიები.

მულტიორგანული უკმარისობა

მოკლევადიანიმაღალი

მულტიორგანული უკმარისობა, მათ შორის, თირკმლის ან გულის, წარმოადგენს მძიმედ დაავადებული მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 მქონე პაციენტებში გავრცელებულ გართულებას.

დამხმარე თერაპია ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრივი თერაპია შესაბამისი ჩვენების შემთხვევებში. მართვა უნდა ეყრდნობოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მართვის გაიდლაინებს.

სეფსისი

მოკლევადიანისაშუალო

სეპტიკური შოკი, რომელიც საჭიროებს ვაზოპრესორის მხარდაჭერას, წარმოადგენს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის ხშირ გართულებას.

მკურნალობა დამხმარეა და უნდა ეყრდნობოდეს არსებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გაიდლაინებს სეპტიკური შოკის მართვისთვის.

ენცეფალიტი

მოკლევადიანიდაბალი

პაციენტებს აღენიშნებათ თავის ტკივილი, ქცევითი დარღვევები და ფსიქიკური მდგომარეობის (მენტალური სტატუსის) ცვლილება და შეიძლება ჰქონდეთ გულყრები და კომა, როგორც ვირუსის ინფექციის უშუალო შედეგი. ენცეფალიტი წარმოადგენს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის იშვიათ გართულებას, მაგრამ აღწერილია ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის შემთხვევები და ვირუსის აღმოჩენა თავზურგტვინის სითხეში.

ძირითადი ინფექციის მკურნალობა უნდა დაიწყოს ანტივირუსული პრეპარატებით რაც შეიძლება მალე და დამხმარე მკურნალობა უზრუნველყოფილია ჩვენებების მიხედვით.

სასიკვდილო გამოსავალი

ვარიაბელურიმაღალი

აღინიშნება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის მქონე პაციენტების დაახლოებით 53%-ში (დაფიქსირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში).[26]

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

ვარიაბელურიდაბალი

მაშინ როდესაც სუპერინფექცია ბაქტერიული პნევმონიის პათოგენებით (Staphylococcus aureus , Streptococcus pneumoniae, A ჯგუფის სტრეპტოკოკი) კარგად აღწერილია სეზონური A ან B გრიპის ვირუსის ინფექციებთან ერთად, ასევე A გრიპის (H1N1)pdm09 ვირუსის ინფექციასთან, თანმხლები ბაქტერიული პნევმონია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციით იშვიათად არის დაფიქსირებული.

უმეტეს შემთხვევებში, ემპირიული თერაპია ბაქტერიული პნევმონიის და გრიპის ვირუსის ინფექციისთვის იწყება მანამ, სანამ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 დიაგნოზი დადასტურებულია. ანტიბაქტერიული თერაპია უნდა ეყრდნობოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის გაიდლაინებს, მკურნალობის რეგიონალური სტანდარტების შესაბამისად და ითვალისწინებდეს საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის პათოგენებს იმ რეგიონიდან, სადაც ადგილი ჰქონდა ინფექციას.

ჰოსპიტალური პნევმონია

ვარიაბელურიდაბალი

მექანიკური ვენტილაციის გავრცელებული გართულება და ჯანდაცვის დაწესებულებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინფექცია. თუმცა, იშვიათადად აღწერილია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 მქონე პაციენტებში.[17]

შეფასება და მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გაიდლაინებს.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით