პროგნოზი

სიკვდილობა პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ მწვაე რესპირატორული დისტრეს სიდნრომი, 30-50%-ია. სიკვდილს უმეტესწილად იწვევს მრავლობითი ორგანოთა უკმარისობა და არა მხოლოდ სუნთქვის უკმრისობა.[108] ვენტილაცია მცირე სუნთქვითი მოცულობით ამცირებს ჰოსპიტალურ სიკვდილობას 40%-დან 31%-მდე 2000 ARDS ქსელის კვლევის მიხედვით.[50] ახალგაზრდა ასაკი, აგრეთვე, ზრდის გადარჩენის შესაძლებლობას.[109] პაციენტებს, რომლებიც გადაურჩებიან ამ დაავადებას, ჩვეულებრივ აქვთ ფილტვის ფუნქციის ნარჩენი დაქვეითება, თუმცა ეს ყოველთვის არ წარმოშობს სიმპტომებს.[110][111] კუნთების სისუსტე, სახსრების დაავადებები და ქრონიკული ტკივილი ასევე ხშირია მწვავე რესპირატორული დისტრეს სიდნრომისგან განკურნებულ პირებში პირველი წლის განმავლობაში.[112]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით