გამოკვლევები

1-ლი რიგის გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ახალი ბილატერალური დაჩრდილვები, რომლებიც ბოლომდე არ არის ახსნილი ეფუზიებით, წილის/ფილტვის კოლაფსით ან კვანძებით ARDS კლინიკური სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების ნაწილს შეადგენს.[1] ამიტომ, გულმკერდის რენტგენოგრაფია 100% სენსიტიურია.

სპეციფიურობა სუსტია, რადგანაც სხვა მდგომარეობებმა შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების ბილატერალური ინფილტრაცია ფილტვის კარდიოგენული შეშუპების და ალვეოლების დიფუზური სისხლდენის ჩათვლით.com.bmj.content.model.Caption@558f4681[Figure caption and citation for the preceding image starts]: ARDS მქონე პაციანტებში ბილატერალური ინფილტრატების გულმკერდის რენტგენოგრაფიული სურათიექიმ ლორეინ ვეარის პირადი კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].

შედეგი

ბილატერალური ინფილტრატი

ტესტი
შედეგი
ტესტი

PaO₂/FiO₂ (ჩასუნთქული ჟანგბადი) თანაფარდობა ≤300 ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის (PEEP) დროს ან სასუნთქი გზების მუდმივი დადებითი წნევის (CPAP) ≥5 სმ H₂O დროს ARDS-ის დიაგნოსტიკური კრიტერიუმების ნაწილია.[1]

100% სენსიტიურია, მაგრამ სპეციფიკურობა დაბალია, რადგან ბევრმა სხვა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსემია.

შედეგი

ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ნახველის კულტურების ტესტირება რაიმე შესაძლო ძირითად ინფექციაზე (ვინაიდან სეფსისი ARDS ყველაზე გავრცელებული მიზეზია).

შედეგი

დადებითია, თუ არის ფონური ინფექცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია სისხლის კულტურების ტესტირება რაიმე შესაძლო ძირითად ინფექციაზე (ვინაიდან სეფსისი ARDS ყველაზე გავრცელებული მიზეზია).

შედეგი

დადებითია, თუ არის ფონური ინფექცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია შარდის კულტურის ტესტირება რაიმე შესაძლო ძირითად ინფექციაზე (ვინაიდან სეფსისი ARDS ყველაზე გავრცელებული მიზეზია).

შედეგი

დადებითია, თუ არის ფონური ინფექცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

შრატში ამილაზა და ლიპაზა, კლინიკურ შეფასებასთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასადგენად, აქვს თუ არა პაციენტს მწვავე პანკრეატიტი, ARDS ხშირი მიზეზი.[42] ორივე ტესტს მსგავსი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა ახასიათებს, მაგრამ ლიპაზას დონე უფრო მეტხანს რჩება მომატებული (სიმპტომების დაწყებიდან 14 დღის განმავლობაში, ხოლო ამილაზას შემთხვევაში - 5 დღის განმავლობაში).[43] მისი გახანგრძლივებული მომატება ქმნის უფრო ფართო სადიაგნოსტიკო ფანჯარას, ვიდრე ამილაზა.

შედეგი

ამილაზა და/ან ლიპაზა 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს მწვავე პანკრეატიტის შემთხვევებში

სხვა შესაძლო გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდის კონცენტრაცია <100 ნანოგრამი/ლ-ია (<100 პიკოგრამი/მლ), მაშინ ნაკლებად ვფიქრობთ გულის უკმარისობაზე და უფრო სავარაუდოა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.

თუ თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდის კონცენტრაცია <500 ნანოგრამი/ლ-ია (<500 პიკოგრამი/მლ), მაშინ უფრო ვფიქრობთ გულის უკმარისობაზე და ნაკლებად სავარაუდოა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.

თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდის კონცენტრაციები 100 და 500 ნანოგრამ/ლ-ს შორის (100 და 500 პიკოგრამი/მლ) საშუალოა.

BNP კონცენტრაციების ინტერპრეტაცია შეიძლება ძნელი იყოს თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში. BNP კონცენტრაციები უნდა იყოს <200 ნანოგრამი/ლ (<200 პიკოგრამი/მლ) გულის უკმარისობის არმქონე პაციენტებში, რომლებსაც გამოთვლილი გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე აქვთ <60მლ/წთ.

შედეგი

თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდის კონცენტრაციები <100 ნანოგრამი/ლ (<100 პიკოგრამი/მლ)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მარცხენა პარკუჭის დარღვეული სისტოლური ან დიასტოლური ფუნქცია მიუთთებს ფილტვის კარდიოგენულ შეშუპებაზე და არა მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომზე.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლო ქონდეს როგორც მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ასევე გულის დისფუნქცია.

შედეგი

როგორც წესი ნორმალურია

ტესტი
შედეგი
ტესტი

PAOP ≤18 mmHg მიუთითებს მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომზე.

ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია არ უნდა გამოვიყენოთ რუტინულად მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

შესაძლოა გამოვიყენოთ იმის დასადგენად არის, თუ არა ფილტვის შეშუპება გულისმიერი, თუ დიაგნოზი ჯერ ისევ საეჭვოა BNP გაზომვის და ექოკარდიოგრამის ჩატარების შემდეგ.

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მომატებული მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური წნევა მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომთან ერთად. ამის გამო, ფილტვის არტერიის დახშობის წნევის გაზომვა აღარ არის ჩართული მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დეფინიციაში.[1]

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ქსელის FACTT კვლევისას პაციენტების დაახლოებით 20%-ში ფილტვის არტერიის დახშობის წნევის (PAOP) საწყისი მაჩვენებელი იყო >18 mmHg, თუმცა >24 mmHg მომატება იშვიათი იყო.[37]

შედეგი

ფილტვის არტერიის დახშობის წნევა (PAOP) ≤18 mmHg

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდირებულია პაციენტებში, რომლებზეც ეჭვი გვაქვს, რომ აქვთ პნევმონია და, რომლებშიც არ არის განსაზღვრული განმწყობი მდგომარეობა, რათა გამოირიცხოს ფილტვის პარენქიმის ინფექციური დაავადება.

შედეგი

ინფექციური პათოგენის ინდეტიფიცირება; ალტერნატიული დიაგნოზის დამახასიათებელი ნიშნები

ტესტი
შედეგი
ტესტი

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დიაგნოსტირების ან მკურნალობისთვის არ არის აუციელებელი გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის რუტინულად ჩასატარება. CT იძლევა მეტ ინფორმაციას, ვიდრე გულმკერდის რენტგენოგრაფია და შესაძლოა სასარგებლო იყოს ზოგიერთ შემთხვევაში პნევმონიის ან ფილტვის სხვა ფონური დაავადების დიაგნოსტიკისთვის.

შედეგი

შესაძლოა დაგვეხმაროს მწვავე რესპირატორული დისტრეს სიმდრომის ფილტვისმიერი მიზეზების დადგენაში, როგორიცაა პნევმონია

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით