ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ძირითადი რისკფაქტორებია ანამნეზში სეფსისი, ასპირაცია, მძიმე ტრავმა, პნევმონია, პანკრეატიტი, დამწვრობა და კვამლის შესუნთქვა, სისხლის გადასხმები, ფილტვის ტრანსპლანტაცია და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების.

დაბალია მიუხედავად დამატებითი ჟანგბადის მიწოდებისა.

სუნთქვის უკმარისობა, რომელიც პროგრესულად უარესდება კრიტიკული დაავადების გამო.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

პაციენტები, რომლებსაც უვითარდება მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, არიან კრიტიკულად ავად, ხშირად, მულტისისტემური ორგანოთა უკმარისობით.

დისპნოე ყველაზე ხშირი სიმპტომია გამოვლინებისას.

სუნთქვის სიხშირე >20 ჩასუნთქვა წუთში.

ფილტვის კრეპიტაცია აუსკულტაციით ხშირია და, ჩვეულებრივ, დიფუზიურია.[24]

იზომება სუნთქვითი მოცულობა/(პლატო წნევას მინუს დადებითი წნევა ამოსუნთქვის ბოლოს).

ამ სიმპტომებს ხშირად აქვს ადგილი, განსაკუთრებით, თუ ARDS ფონური გამომწვევი მიზეზი პნევმონიაა.

პროდუქტიული ხველის ქაფიანი ნახველით ან ფილტვების მსუბუქი, შესაძლოა სისხლნარევი, შეშუპების არსებობა.

რისკფაქტორები

სეფსისი არის ARDS ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელსაც ჩვეულებრივ აქვს ფილტვისმიერი წარმოშობა.[4] ARDS ინციდენტობა სეფსისის მქონე პაციენტებში 6%-7% შეადგენს,[14][15] მაგრამ მნიშვნელოვნად უფრო მაღალია სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში.[7] ანთებისა და კოაგულაციის სისტემური აქტივაცია განაპირობებს ალვეოლურ-კაპილარული მემბრანის არაპირდაპირ დაზიანებას.

კუჭის შიგთავსის ასპირაცია მწვავე რესპირატორული დისტრეს სიდნრომის ხშირი მიზეზია. ჰოსპიტალიზებული პაციენტების დაახლოებით ერთი მესამედი, რომლებსაც აშკარა ასპირაცია აქვთ, უვითარდებათ მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.[16][17] მიჩნეულია, რომ ასპირაცია იწვევს ალვეოლური ეპითელიუმისა და ალვეოლურ-კაპილარული მემბრანის პირდაპირ დაზიანებას.

ნებისმიერი წარმოშობის (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, პარაზიტული) პნევმონია მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ხშირ მიზეზს წარმოადგენს.[18] პათოგენით პირდაპირი დაზიანება და პათოგენზე ანთებითი რეაქცია არის დაავადების განვითარების მექანიზმი.

მძიმე ტრავმის მქონე პაციენტების 7-10%-ს უვითარდება მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.[19] პოტენციური მექანიზმებია ადრეული ჰემორაგიული შოკით ან გვიან დაწყებული მრავლობითი ორგანოს უკმარისობით განპირობებული პირდაპირი დაზიანება. ფილტვის კონტუზიები ზრდის მწვავე რესპირატორული დისტრეს სიდნრომის განვითარების რისკს ისევე, როგორც გრძელი ძვლების მოტეხილობა, ასპირაცია და სისხლის პროდუქტების მრავლობითი გადასხმა.

სისხლის პროდუქტების მრავლობითი გადასხმა დაკავშირებულია მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომთან.

შესაძლოა, აგრეთვე, გადასხმასთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაზიანება (TRALI) განვითარდეს მცირე რაოდენობით - 1 ერთეული, პლაზმის შემცველი სისხლის ნებისმიერი პროდუქტის გადასხმისას. გადასხმასთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაზიანების (TRALI) შეთავაზებული მექანიზმები მოიცავს რეციპიენტის ნეიტროფილების აქტივაციას დონორის ანტისხეულებით რეციპიენტის ნეიტროფილური ეპიტოპების ამოცნობით ან ბიოლოგიურად აქტიური ლიპიდების გამოყოფით შენახული ერითროციტებიდან.

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რომელიც ასევე ცნობილია პირველადი ტრანსპლანტანტის დისფუნქციის სახით, ვლინდება პაციენტების 10-25%-ში ფილტვის ტრანსპლანტაციის შემდეგ.[20] ამ მექანიზმის გამომწვევად მიიჩნევა იშემიური რეპერფუზიური დაზიანება.

ფილტვების ტრანსპლანტაციის შემდეგ ARDS-ის რისკ-ფაქტორები (პირველადი ტრანსპლანტატის დისფუნქცია) მოიცავს დონორის მოწევას, მაღალ FiO₂ ალოტრანსპლანტატზე რეპერფუზიის დროს, გულ-ფილტვის შუნტის გამოყენებას, რეციპიენტის სხეულის მასის ინდექსს და ფილტვისმიერ არტერიულ ჰიპერტენზიას დონორში ან რეციპიენტში.

მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ არის შესწავლილი, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი შესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტების 10-20%-ში, რომლებსაც მძიმე მწვავე პანკრეატიტი აქვს.[21] ერთ-ერთ კვლევაში მწვავე პანკრეატიტის მქონე პაციენტების ოქტრეოტიდით მკურნალობამ შეამცირა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ინციდენტობა.[22]

ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება დაკავშირებულია ARDS მომატებულ ინციდენტობასთან სეპტიკური შოკის მქონე მოზრდილებში.[7]

მექანიზმს განაპირობებს ენდოგენური ანტიოქსიდანტების დაშლა.

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი ხშირია დამწვრობის და კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, ერთ-ერთ კვლევაში მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში, რომლებსაც დამწვრობა ქონდათ, ინციდენტობა 40%-ია.[23]

ARDS ხშირია დახრჩობის მნიშვნელოვანი ეპიზოდების შემდეგ (3-6 ხარისხის).[24][25] ეს პაციენტები, ჩვეულებრივ, ბევრად უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებიან, ვიდრე ARDS სხვა მიზეზებისას.[26]

მრავალი გავრცელებული წამლის დოზის გადაჭარბებამ (მაგ: სალიცილატების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ოპიოიდების, კოკაინის, ფენოთიაზინების) შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თუმცა ცნობიერების დაკარგვისას კუჭის შიგთავსის ასპირაცია ასევე შეიძლება იყოს ხელის შემწყობი ფაქტორი[27]

მოწევა დაკავშირებულია ARDS მომატებულ რისკთან მძიმე ტრავმის,[28] არა-პულმონური სეფსისის,[29] ტრანსფუზიის პირობებში და ფილტვის ტრანსპლანტაციის შემდეგ.[30]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით