ეპიდემიოლოგია

მთლიანობაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების 10-15% აკმაყოფილებს ARDS კრიტერიუმებს.[2][3] გაზრდილი ინციდენტობით მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში.[2]

აშშ-ში მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ინციდენტობა შეფასდა როგორც 64 შემთხვევა 100 000 ადამიანზე ან 190 000 შემთხვევა ყოველწლიურად. ინციდენტობის ასეთი მაჩვენებელი 2-40-ჯერ უფრო მაღალია, ვირდე წინა შეფასებითი მაჩვენებლები, რომელიც სავარაუდოდ ინციდენტობის ზრდას კი არ გვიჩვენებს, არამედ შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებაზე მიუთითებს.[4] ARDS ინციდენტობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს აშშ-ში, ვიდრე ევროპაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში,[5] თუმცა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აშშ-ში ეს მაჩვენებლები შეიძლება მცირდებოდეს.[6]

კრიტიკული ავადმყოფობა, მწეველობა და ალკოჰოლის მოხმარება მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომისადმი განმწყობი ფაქტორებია.[7] სქესი, ეთნიკურობა და რასა არ არის ასოცირებული ARDS ინციდენტობასთან.

ARDS გამოწვეული სიკვდილობა, დაახლოებით, 40%-50% შეადგენს.[3][4] თუმცა დიდი კლინიკური კვლევების მიხედვით, სიკვდილობა სტაბილურად იკლებს.[8] ARDS მსუბუქ (PaO₂/FiO₂ 200 - 300), ზომიერ (PaO₂/FiO₂ 100 - 200), და მძიმე (PaO₂/FiO₂ ≤100) ფორმების გარჩევა დაკავშირებულია კლინიკურ გამოსავალთან.[1] მიმდინარე კვლევის თანახმად, არსებობს სულ მცირე ორი დისკრეტული ARDS ქვე-ფენოტიპი, თუმცა აღნიშნულის კლინიკური შედეგებზე გავლენა უცნობია.[9][10][11]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით