Complications

Complication
Timeframe
Likelihood
short term
medium

მწვავე რესპირატორული სინდრომსი მქონე პაციენტების სიკვდილობის მაჩვენებელი 30-50 %-ია.[4][142]

short term
medium

შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ პაციენტში, რომელსაც ესაჭიროება მექანიკური ვენტილაცია 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ახლადდაწყებულ ცხელებას, მომატებულ ლეიკოციტებს, გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე ახალ ინფილტრატებს, ფილტვებში სეკრეციის გაძლიერებას ან ცვლილებას, და ჰიპოტენზიას.

short term
medium

მწვავე რესპირატორული დისტრესის მქონე პაციენტებში სუნთქვის უკმარისობასთან ერთად ყველაზე ხშირ გამოვლინებას წარმოადგენს თირკმლის უკმარისობა, შოკი, მწვავე დელირიუმი ან კომა. ნაკლები სიხშირით ვლინდება ღვიძლისა და ჰემატოლოგიური უკმარისობა.

მკურნალობა მოიცავს დამხმარე მკურნალობას, ასევე სპეციფიურ ჩარევას თითოეულ ორგანოსთან მიმართებაში: მექანიკური ვენტილაცია, თირკმლის უკმარისობის დროს დიალიზი და ჰიპოტენზიისთვის ვაზოპრესორები.

short term
low

ყველაზე ხშირია ფილტვის ბაროტრავმით გამოწვეული გართულებები. ARDS ქსელის მცირე სუნთქვითი მოცულობით ვენტილაციის კვლევაში ბაროტრავმა გამოვლინდა პაციენტების 13%-ში და დაკავშირებული იყო ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის (PEEP) მაღალ დონეებთან.[148]

ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ტრაქეის დევიაციას, ჰიპოქსიის უცაბედ გაუარესებას, მაღალი პიკურ და პლატო წნევებს ვენტილატორზე, ჰიპოტენზიას და კარდიოვასკულურ კოლაფსს.

გულმკერდის რენტგენოგრაფიამ შეიძლება დაადასტუროს პნევმოთორაქსის არსებობა. მკურნალობა ხორციელდება გულმკერდში მილის ჩადგმით.

variable
high

პერსისტენტული დისპნოე განსაკუთრებით ვლინდება ვარჯიშის დროს. პაციენტების უმრავლესობას, რომლებიც განიკურნენ მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომისგან, აქვს ფილტვებში ნახშირორჟანგის დიფუზიის მსუბუქი ან ზომიერი დაქვეითება, თუმცა პირველი წლის განმავლობაში მდგომარეობა უმჯობესდება.[146][147]

variable
medium

ერთ-ერთ კვლევაში პაციენტების 40%-ს ქონდა ობსტრუქციაც და რესტრიქციაც მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომიდან ერთი წლის შემდეგ, თუმცა მსგავსი პათოლოგიები არ დაფიქსირდა სხვა კვლევაში.[146][147]

variable
medium

კვლევებით, რომლებიც იკვლევდნენ ცხოვრების ხარისხს, გამოვლინდა, ცხოვრების ხარისხის დაქვეითება მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომისგან განკურნებიდან ერთი წლის განმავლობაში მაინც.[146][147]

Use of this content is subject to our disclaimer