კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა

60 წლის მამაკაცს მწვავედ დაეწყო ქოშინი, სიცხე და ხველა. გულმკერდის რენტგენოგრაფია გვიჩვენებს ინფილტრატს მარჯვენა ქვედა წილში, ხოლო ნახველი შეიცავს გრამ-დადებით დიპლოკოკებს. მას გაუკეთეს ინტრავენური ანტიბიოტიკები, მაგრამ მისი რესპირატორული მდგომარეობა გაუარესდა მომდევნო 24 საათის განმავლობაში. მას განუვითარდა ჰიპოტენზია და გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პაციენტს ჩაუტარდა ინტუბაცია ჰიპოქსემიის გამო და საჭიროებს ვაზოპრესორებს სეპტიკური შოკის გამო მიუხედავად მოცულობის ადეკვატური აღდგენისა. მას ესაჭიროება შესუნთქული ჟანგბადის (FiO₂) მაღალი დონეები და დადებითი წნევა ამოსუნთქვის ბოლოს (PEEP) ვენტილაციის აპარატზე, რათა ჟანგბადით გაჯერება შენარჩუნებული ოყოს >90% დონეზე. გულმკერდის განმეორებითი რენტგენოგრაფია აჩვენებს ბილატერალურ ალვეოლურ ინფლიტრატებს ხოლო ჟანგბადის პარციალური წნევა, არტერიული (PaO₂)/FiO₂ თანაფარდობა არის 109.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით