მიდგომა

მკურნალობის მიზანია ინფიცირებული ჭიანაწლავის ამოღება.com.bmj.content.model.Caption@69014796[Figure caption and citation for the preceding image starts]: მწვავე აპენდიციტი- ოპერაციის დროს მოპოვებული ნიმუში.Nasim Ahmed, MBBS, FACS; used with permission [Citation ends].

გაურთულებელი გამოვლინება

მწვავე აპენდიციტის დიაგნოზის დადგენისთანავე საჭიროა პაციენტებისთვის პერორარულად საკვების/სითხის მიღების აკრძალვა.

უნდა დავიწყოთ ინტრავენური გადასხმა, როგორიცაა რინგერის ლაქტატი. სადავოა პროფილაქტიკური ინტრავენური ანტიბიოტიკების ოპერაციამდე გამოყენების საკითხი; თუმცა, ცეფოქსიტინის გამოყენება რეკომენდებულია გაურთულებელი აპენდიციტის დროს ჭრილობის ინფიცირების რისკის შესამცირებლად.[51] აპენდექტომია დაყოვნების გარეშე უნდა გაკეთდეს.

გართულებული გამოვლინება

მწვავე აპენდიციტის გართულებები გვხვდება პაციენტთა 4-6%-ში და მოიცავს განგრენას, შემდგომ პერფორაციას ან მუცლის შიდა აბსცესს.[11]

თავდაპირველი მართვა გულისხმობს პერორარულად საკვების/სითხის მიღების აკრძალვას და ინტრავენურ გადასხმას. შოკურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს უნდა მიეცეთ ინტრავენური სითხის ბოლუსი, როგორიცაა რინგერის ლაქტატის ხსნარი, რათა შევინარჩუნოთ სტაბილური პულსი და არტერიული წნევა.[52][53]

ინტრავენური ანტიბიოტიკები (მაგ. ცეფოქსიტინი, ტიკარცილინი/კლავულანატი ან პიპერაცილინი/ტაზობაქტამი) უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ და გავაგრძელოთ მანამ, სანამ ცხელება არ ალაგდება და ლეიკოციტოზი არ გამოსწორდება. უფრო მძიმე ინფექციების დროს შეიძლება ცალკე აღებული პრეპარატის სახით კარბაპენემის გამოყენება. ანტიბიოტიკების კომბინაცია გამოიყენება ადგილობრივი მგრძნობელობისა და პროტოკოლების საფუძველზე.[11]

მწვავე პერიტონიტის მქონე პაციენტებში აპენდექტომია დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს.

მარჯვენა ქვედა კვადრანტის აბსცესის მქონე პაციენტების მართვა გულისხმობს ინტრავენურ ანტიბიოტიკებს და დრენაჟს ინტერვენციული რადიოლოგიით (CT კონტროლით მიმდინარე დრენაჟი) ან ქირურგიულად. თუ ვლინდება კლინიკური გაუმჯობესება და ნიშნები და სიმპტომები სრულად აღმოიფხვრება, საჭირო არ არის ინტერვალური აპენდექტომია.[54][55][56] ინტერვალური აპენდექტომია ტარდება 6 კვირაში იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები სრულად არ აღმოიფხვრა.[57] არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ლაპარასკოპული აპენდექტომია შეიძლება პირველი რიგის მიდგომად ჩაითვალოს (კონსერვატულ მიდგომასთან შედარებით) მოზრდილებში აპენდიქსის აბსცესის სამკურნალოდ; თუმცა, ეს ამჟამად რეკომენდებული არ არის.[58]

ქირურგიული მკურნალობის ვარიანტები

არსებობს აპენდექტომიის ოპერაციის ორი ტიპი: ღია და ლაპარასკოპული.

მოზრდილებში აპენდექტომიის ტიპის შერჩევა დამოკიდებულია ქირურგის გამოცდილებაზე. კვლევებით ნაჩვენებია, რომ ლაპარასკოპულ აპენდექტომიას, ღია აპენდექტომიასთან შედარებით, უკეთესი კოსმეტიკური შედეგები, ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია, ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი და ჭრილობის ინფექციის ნაკლები რისკი ახასიათებს. [ Cochrane Clinical Answers logo ] ლაპარასკოპული აპენდექტომია რეკომენდებულია გაურთულებელი აპენდიციტის დროს,[38] ასევე გართულებული და პერფორირებული აპენდიციტის დროს.[59] იგი ითვლება ყველაზე უსაფრთხო მიდგომად ჭარბწონიან პაციენტებშიც.[60] თუმცა, ორსულ ქალებში ყველაზე უსაფრთხო ღია აპენდექტომიაა.[61]

ბავშვებში ლაპარასკოპული აპენდექტომია, ღია წესთან შედარებით, ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების ინციდენტობას, მათ შორის ჭრილობის ინფიცირების რისკს და ჯამში ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას, მაგრამ არ მცირდება პოსტოპერაციული ტკივილი.[62][63] თუმცა, სხვა კვლევაში აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნება.[64]


გაკერვის პრაქტიკული მეთოდების ანიმაციური დემონსტრაციაგაკერვის პრაქტიკული მეთოდების ანიმაციური დემონსტრაცია

პერიფერიული ვენის კანულაცია - ანიმაციური დემონსტრაციაპერიფერიული ვენის კანულაცია - ანიმაციური დემონსტრაცია

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით