გამოკვლევები

1-ლი რიგის გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტების მატება (>75%). ანამნეზთან ერთობლიობაში გათვალისწინებით, ლაბორატორიული მონაცემების დიაგნოსტიკური-სადიფერენციაციო ღირებულება მეტია.[40]

შედეგი

მსუბუქი ლეიკოციტოზი (10 -18 x 10^9/ლ ან 10,000 -18,000/მიკროლიტრი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მუცლისა და მენჯის CT სკანირებით დამატებით შეგვიძლია დავინახოთ კედლის გასქელება, კედლის გაშუქება და ანთებითი ცვლილებები გარშემო ქსოვილებში.[41]com.bmj.content.model.Caption@6f5d1d02[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის CT- გასქელებული ჭიანაწლავი.Nasim Ahmed, MBBS, FACS; used with permission [Citation ends].

აშშ-ში ხშირად მიმართავენ მუცლისა და მენჯის CT სკანირებას იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში პაციენტი შემოვიდა აპენდიციტისათვის დამახასიათებელი მუცლის ტკივილით, გარდა ორსული პაციენტებისა. CT სკანირება ასევე მითითებულია ატიპური გამოვლინებების დროს.

მწვავე აპენდიციტის დროს ულტრაბგერის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა არის, შესაბამისად, 86% და 81%.[34]

თუ ორსულ ქალებს აპენდიციტის ნიშნები აღენიშნებათ, საჭიროა მუცლის სონოგრაფია ჭიანაწლავის დასათვალიერებლად. თუ სონოგრაფიის შედეგი არადამაჯერებელია, უნდა ჩატარდეს მუცლის MRI (განსაკუთრებით ორსულობის ადრეულ ეტაპზე) ან CT სკანირება.[22]

შედეგი

ვლინდება პათოლოგიური ჭიანაწლავი (დიამეტრი >6 მმ) ან კალციფიცირებული ლითოწარმონაქმნი, ჭიანაწლავის ანთების ფონზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ დადებითია, საჭიროა ექტოპიური ორსულობის ალბათობის განხილვა.

შედეგი

უარყოფითი

სხვა შესაძლო გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

დამოკიდებულია ოპერატორზე.

მითითებულია ატიპური გამოვლინებების დროს. შეიძლება ვარჩიოთ ბავშვებში, რათა CT დასხივება შევზღუდოთ.[33]

მწვავე აპენდიციტის დროს ულტრაბგერის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა არის, შესაბამისად, 86% და 81%.[34]

შედეგი

პერისტალტიკის არმქონე ან ზეწოლაზე არამორეაგირე სტრუქტურა, რომლის გარე დიამეტრი მეტია 6 მმ-ზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ შარდში გამოვლინდა ერითროციტი, ლეიკოციტი ან ნიტრატები, საჭიროა ალტერნატიული დიაგნოზების, მაგ. თირკმლის კოლიკის ან საშარდე გზების ინფექციის განხილვა.

შედეგი

უარყოფითი

ტესტი
შედეგი
ტესტი

MRI წარმოადგენს CT სკანირების ალტერნატივას ორსულებში, განსაკუთრებით ადრეული ორსულობის დროს. მისი შედეგები მსგავსია CT სკანირების შედეგებისა იმ ორსულ პაციენტებში, რომლებშიც ულტრაბგერამ ვერ მოგვცა მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტირების საშუალება.[42][22]

შედეგი

ვლინდება პათოლოგიური ჭიანაწლავი (დიამეტრი > 6 მმ) და ანთებითი ცვლილებების ნიშნები

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით