ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

მუდმივი ტკივილი მუცლის შუა ნაწილში, რომელიც შემდეგ გადადის მარჯვენა ქვედა კვადრანტში. როგორც წესი, ტკივილი უარესდება მოძრაობისას.

მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომელიც თითქმის ყოველთვის ახლავს თან მწვავე აპენდიციტს.[23] მადის გაქრობის ნიშნის გარეშე, აპენდიციტის დიაგნოზი ეჭვქვეშ დგება.

კლასიკური ნიშანი მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილია (მაკბერნის ნიშანი). შეიძლება გამოვლინდეს ლოკალიზებული უკუცემითი ტკივილი, განსაკუთრებით თუ ჭიანაწლავი წინა მდებარეობისაა. მარცხენა ქვედა კვდარანტზე ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტში (როვზინგის ნიშანი). ტკივილი შეიძლება გამოვიწვიოთ შემდეგნაირად: პაციენტი წვება მარცხენა მხარეს და ნელა ვშლით მარჯვენა თეძოს, რათა დავჭიმოთ თეძო-სუკის კუნთი (ფსოას ნიშანი); ან მოხრილი მარჯვენა თეძოს შიდა როტაციით (დამხურავი კუნთების ნიშანი).

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

მწვავე აპენდიციტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ხშირია თინეიჯერებსა და 40-50 წლის ასაკში.

პაციენტების 75%-ს ასევე აწუხებს გულისრევა და ღებინება.[23]

სუბფებრილური, სხეულის ტემპერატურა ძირითადად 1°C-ით (1.8°F) იმატებს.

შეიძლება დაქვეითებული იყოს ნაწლავური ხმიანობა, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს (მარცხენასთან შედარებით).

შეიძლება გამოვლინდეს ტაქიკარდია, განსაკუთრებით პერფორაციის მქონე პაციენტებში.[28]

შეიძლება გამოვლინდეს უსიამოვნო სუნი.[28]

პაციენტების 75%-ს ასევე აწუხებს გულისრევა და ღებინება.[23] ღებინება, როგორც წესი, ერთხელ ან ორჯერ ვლინდება.

მუცლის მარცხენა ნაწილის ზეწოლა იწვევს ტკივილს მარჯვენა ქვედა კვადრანტში.

პაციენტი წვება მარცხენა მხარეს და ნელა ვშლით მარჯვენა თეძოს, რათა დავჭიმოთ თეძო-სუკის კუნთი. ეს იწვევს მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილს.

მარჯვენა ქვედა კვადრანტს ტკივილი გამოწვეულია მოხრილი მარჯვენა თეძოს შიდა როტაციით.

რისკფაქტორები

აზიანებს იმუნურ პასუხს ზოგიერთი მიკრობის წინააღმდეგ. ბავშვებში, რომლებიც <6 თვეზე ნაკლებ ხანს იღებდნენ დედის რძეს, მწვავე აპენდიციტის სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე >6 თვიანი ძუძუთი კვების შემთხვევაში.[14][15]

იწვევს ყაბზობას. ბავშვები, რომელთაც აპენდექტომია სჭირდებათ, იღებენ ნაკლებ ბოჭკოვან საკვებს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში შემავალი ბავშვები.[7][16] თუმცა, აღნიშნული თეორია სადავოა.[17]

დასავლურ საზოგადოებაში მწვავე აპენდიციტის უფრო მაღალი ინციდენტობა შეიძლება დაკავშირებული იყოს საცხოვრებელი გარემოსა და პირადი ჰიგიენის გაუმჯობესებასთან.[18]

გასტროინტესტინური მიკრობული ფლორის ბალანსი მნიშვნელოვანია ინფექციის პრევენციისთვის, მონელებისთვის და საჭირო საკვები ნივთიერებების სინთეზისთვის.[19] ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენებისა და ჰიგიენის ზომების დაცვის შედეგად ექსპოზიცია მიკრობებზე ნაკლებია და/ან მიკრობული ფლორის ბალანსი დარღვეულია, რაც იწვევს ვირუსულ ინფექციაზე პასუხის მოდიფიცირებას და აპენდიციტის პროვოცირებას.[20]

პასიურ მწეველ ბავშვებში მწვავე აპენდიციტის ინციდენტობა მნიშვნელოვნად მაღალია.[21] მწვავე აპენდიციტი ასევე უფრო ხშირია მწეველ მოზრდილებში (ეწევიან ყოველდღე), ვიდრე არამწეველებში (არ ყოფილან მწეველები).[21]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით