ეპიდემიოლოგია

მწვავე აპენდიციტი მუცლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მწვავე ქირურგიული გადაუდებელი მდგომარეობაა.[4] 2006-2007 წლებში დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 34 600-ზე მეტი შემთხვევა. შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირდა მამაკაცებში (30 120), 15-59 ასაკობრივ ჯგუფში. უმეტესობა გამოვლინდა გადაუდებელი სახით (29 576).[5] აშშ-ში ყოველწლიურად 250 000-ზე მეტი აპენდექტომია ტარდება.[6] თუმცა, ინციდენტობა უფრო დაბალია იმ მოსახლეობაში, რომელშიც მაღალბოჭკოვან კვებას მიმართავენ.[7] ცხოვრების განმავლობაში მწვავე აპენდიციტის განვითარების ჯამური რისკი მამაკაცებში 8.6%, ხოლო ქალებში 6.7%-ია; აპენდექტომიის რისკი მამაკაცებში 12%, ხოლო ქალებში 23%-ია.[8][9] აშშ-ში აპენდექტომიის ყოველწლიური სიხშირე ყოველ 10 000 შემთხვევაზე დაახლოებით 10-ია.[10] აღნიშნული მდგომარეობა ყველაზე ხშირად გვხვდება თინეიჯერებსა და 40-50 წლის პაციენტებში. მამაკაცებს შედარებით მაღალი რისკი აღენიშნებათ (1.3:1).

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით