როგორც წესი, გვხვდება ბავშვებში, რომლებსაც ახლახანს ჰქონდათ ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.
მუცლის ტკივილი, როგორც წესი, დიფუზურია და მტკივნეულობა არ არის ლოკალიზებული მარჯვენა ქვედა კვადრანტში.
შეიძლება გამოვლინდეს დაცვითი რეფლექსი, მაგრამ რიგიდობა, როგორც წესი, არ ვლინდება.
შეიძლება აღინიშნოს გენერალიზებული ლიმფადენოპათია.
დიაგნოზის დამადასტურებელი სპეციფიკური ტესტის არ არსებობს.
დიაგნოზზე მიუთითებს შედარებითი ლიმფოციტოზი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის განსაზღვრისას.
უარყოფითი ულტრაბგერა ან CT გვეხმარება სხვა დიაგნოზების გამოსარიცხადაც.
ხშირია ბავშვებში; გამოწვეულია ვირუსებით, ბაქტერიებით ან ტოქსინებით.
ხასიათდება პროფუზული, წყლიანი დიარეით, გულისრევითა და ღებინებით.
დიარეას ხშირად წინ უსწრებს მუცლის სპაზმური ტკივილი. ლოკალიზებული ნიშნები არ გვხვდება.
ტიფოიდური ცხელების შემთხვევაში ნაწლავის პერფორაციამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ლოკალიზებული ტკივილი და/ან გენერალიზებული, უკუცემითი ტკივილი. ამ შემთხვევაში აპენდიციტისგან სადიფერენციაციო ნიშნებია მაკულოპაპულური გამონაყარი, არაფარდობითი ბრადიკარდია და ლეიკოპენია.
სპეციფიკურ ტესტებს არ საჭიროებს, თუ არ არის ეჭვი ტიფზე (ტიფის სალმონელას გამოყოფა განავლიდან ან სისხლიდან დაადასტურებს დიაგნოზს).
როგორც წესი, უსიმპტომოა.
დივერტიკულიტის კლინიკური გამოვლინება ჰგავს მწვავე აპენდიციტს.
ტექნეტიუმ პერტექნეტატით სკანირებით შეიძლება გამოვლინდეს დივერტიკული (თუ შიგნით კუჭის ლორწოვანია).
გვხვდება მცირეწლოვან ბავშვებში (<2 წ).
უეცრად გამოვლენილი, კოლიკის მსგავსი ტკივილი; ტკივილის ეპიზოდებს შორის ბავშვი წყნარადაა.
მარჯვენა ქვედა კვადრანტში შეიძლება პალპირებადი იყოს სოსისისმაგვარი წარმონაქმნი.
ბარიუმის ოყნით შეიძლება გამოვლინდეს დაკლაკნილი სპირალის ნიშანი ნაწლავის ჩაჭედვის ადგილზე.
პაციენტი ხშირად ახალგაზრდაა და აწუხებს ცხელება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილი და ლოკალიზებული მტკივნეულობა.
CT სკანირებით შეიძლება გამოვლინდეს ინტრააბდომინური აბსცესი.
წვრილი და მსხვილი ნაწლავის კონტრასტული კვლევით შეიძლება გამოვლინდეს სტრიქტურა ან წყლულებისა და ნაპრალების სერიები (ქვაფენილის მსგავსი სურათი) ლორწოვანზე.
ანამნეზში შეიძლება შეგვხვდეს ან არ შეგვხვდეს პეპტიკური წყლულოვანი დაავადება.
ტკივილი უეცარი, ძლიერი ინტენსივობისაა და შეიძლება ლოკალიზებული იყოს მარჯვენა ქვედა კვადრანტში.
ვერტიკალურ პოზიციაში გულმკერდის რენტგენსა და მუცლის რენტგენზე შეიძლება გამოჩნდეს თავისუფალი ჰაერი დიაფრაგმის ქვეშ
ტკივილი კოლიკის მსგავსია და ძლიერი ინტენსივობისაა. ტკივილი შეიძლება გადაეცეს საშოს ბაგეზე, სათესლე პარკზე ან პენისზე და ასოცირებული იყოს ჰემატურიასთან.
როგორც წესი, ცხელება არ ვლინდება.
შარდის ანალიზი დადებითია სისხლზე.
ლეიკოციტოზი, როგორც წესი, არ გვხვდება.
მუცლის რენტგენზე ან ტომოგრამაზე შეიძლება გამოვლინდეს კალციფიცირებული კენჭი.
პიელოგრაფია და უკონტრასტო (პერორალური და ინტრავენური კონტრასტის გარეშე) CT სკანირება ადასტურებს დიაგნოზს.
ტკივილი და მტკივნეულობა, როგორც წესი, მარჯვენა ზედა კვადრანტშია ლოკალიზებული. პაციენტების ერთ მესამედში პალპირებადია ნაღვლის ბუშტი.[53]
მუცლის ულტრაბგერაზე ვლინდება გასქელებული კედელი, გარშემო გროვებით და მტკივნეულობა ლოკალიზდება ნაღვლის ბუშტის რეგიონში (მერფის ნიშანი).
ჰეპატობილიური სკანირება იმინოდიაცეტატით (HIDA) - ნაღვლის ბუშტი არ გამოჩნდება >4 საათის შემდეგ.
ტკივილი და მტკივნეულობა, როგორც წესი, ლოკალიზებულია ბოქვენზედა რეგიონში და ასოცირებულია მოშარდვისას წვასთან.
მწვავე მარჯვენამხრივი პიელონეფრიტი შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ჟრჟოლით და მარჯვენა ნეკნ-ხერხემლის კუთხის მტკივნეულობით.
შარდის მიკროსკოპული კვლევა და კულტურა ადასტურებს ბაქტერიის არსებობას.
პაციენტების უმეტესობას აწუხებს მუცლის უეცარი ტკივილი, ცხელება, შებერილობა და უკუცემითი ტკივილი.
ანამნეზში შორსწასული ციროზი ან ნეფროზი.
CT სკანირებით შეიძლება გამოვლინდეს სითხე მუცლის ღრუში.
პერიტონეუმის სითხეში ვლინდება პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტოზი- >500/მიკროლიტრზე და >25%.
გვხვდება 20-40 წლის ასაკის ქალებში.
ხასიათდება ქვედა კვადრანტების ორმხრივი მტკივნეულობით, რომელიც ბოლო მენსტრუალური ციკლის 5 დღის განმავლობაში ვლინდება.
ჩირქოვანი გამონადენი საშვილოსნოს ყელიდან.
საშვილოსნოს ყელის ნაცხით შეიძლება დადასტურდეს მენჯის ანთებითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis ბაქტერიით.[54]
მუცლის ქვედა ნაწილის ხანმოკლე ტკივილი მენსტრუალური ციკლის შუაში. არ ასოცირდება მადის გაქრობასთან, ღებინებასთან და ცხელებასთან.
მტკივნეულობა, როგორც წესი, დიფუზურია და არა ლოკალიზებული.
კლინიკური დიაგნოზი. გამოკვლევები საჭირო არ არის.
რეპროდუქციული ასაკის ქალი უჩივის მენსტრუალური ციკლის გამოტოვებას, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს ან მენჯის ტკივილს. ასევე ვლინდება ვაგინალური სისხლდენა ან მცირე ლაქები. მენჯის გასინჯვისას შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი საშვილოსნოს ყელის გამოძრავებისას.
ადამიანის ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის დონე შრატსა და შარდში მომატებულია.
ულტრაბგერით ვლინდება წარმონაქმნი ფალოპის მილაკებში.
ქალი, რომელსაც მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილი აწუხებს. ზოგჯერ ვლინდება წარმონაქმნი მარჯვენა ქვედა კვადრანტში.
ულტრაბგერით გამოჩნდება საკვერცხის ცისტა და სისხლის მიმოქცევის დაქვეითება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს