კრიტერიუმები

არსებობს გადაწყვეტილების მიღების მრავალი ვალიდური ხელსაწყო აპენდიციტის დიაგნოსტიკისთვის. ასეთებია ალვარადოს, AIR და RIPASA ქულათა სისტემები.

ხშირად იყენებენ ალვარადოს ქულას, რომელზეც ჩატარებულია ვალიდაციის ყველაზე მეტი კვლევა. კლინიკური პროგნოზული წესების ერთერთი სისტემური მიმოხილვის ფარგლებში AIR ქულათა სისტემას კარგი შედეგები ჰქონდა. RIPASA ქულათა სისტემა უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ალვარადოს ქულათა სისტემა და გააჩნია უკეთესი დიაგნოსტიკური შანსების თანაფარდობა, თუმცა მისი სპეციფიკურობა უფრო დაბალია.[27][28]

ალვარადოს (MANTRELS) ქულა[26]

ქულა დაფუძნებულია პაციენტების კლინიკურ მახასიათებლებზე. რაც უფრო მეტია ქულა (მაქსიმუმი- 10), მით მეტია მწვავე აპენდიციტის ალბათობა.

M: ტკივილის მიგრაცია მარჯვენა ქვედა კვადრანტში = 1 ქულა.

A: ანორექსია = 1 ქულა.

N: გულისრევა და ღებინება = 1 ქულა

T: მტკივნეულობა მარჯვენა ქვედა კვადრანტში = 2 ქულა.

R: უკუცემითი ტკივილი = 1 ქულა.

E: მომატებული ტემპერატურა = 1 ქულა.

L: ლეიკოციტოზი = 2 ქულა.

S: ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრა = 1 ქულა.

აპენდიციტის ანთებითი პასუხის (AIR) ქულა[55]

ღებინება = 1 ქულას.

ტკივილი მარჯვენა ქვედა ფოსოში = 1 ქულას.

უკუცემითი ტკივილი: მსუბუქი = 1 ქულა; საშუალო = 2 ქულა; ძლიერი = 3 ქულა.

სხეულის ტემპერატურა ≥38.5 = 1 ქულა.

პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტები: 70% - 84% = 1 ქულა; ≥85% = 2 ქულა.

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა: 10.0 - 14.9 ×10⁹/ლ = 1 ქულა; ≥15.0 ×10⁹/ლ = 2 ქულა.

C რეაქტიული ცილის კოცენტრაცია: 10 მგ/ლ to 49 მგ/ლ = 1 ქულა; ≥50 = 2 ქულა.

(მაქსიმუმი 12 ქულა).

ჯამი 0-დან 4-მდე = დაბალ ალბათობას. საჭიროა ამბულატორიული პაციენტების შემდგომი მონიტორინგი, თუ ზოგადი მდგომარეობა უცვლელი რჩება.

ჯამი 5-დან 8-მდე = საშუალო ჯგუფი. საჭიროა აქტიური ჰოსპიტალური მონიტორინგი ქულათა ხელახალი დათვლით/რადიოლოგიური კვლევების ხელახალი ჩატარებით ან დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია ადგილობრივი წესების გათვალისწინებით.

ჯამი 9-დან 12-მდე = მაღალ ალბათობას. რეკომენდებულია ქირურგიული გამოკვლევა.

RIPASA-ს ქულათა სისტემა მწვავე აპენდიციტისთვის[56]

რაც უფრო მეტია ქულა (მაქსიმუმი- 16), მით მეტია მწვავე აპენდიციტის ალბათობა. ქულების ეს სისტემა შეიქმნა აზიელი მოსახლეობისთვის.

ქალი = 0.5 ქულა.

მამაკაცი: 1 ქულა.

ასაკი <39.9 წლები = 1 ქულა.

ასაკი > 40 წ = 0.5 ქულა.

ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში = 0.5 ქულა.

მიგრირებადი ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში = 0.5 ქულა.

უმადობა = 1 ქულა.

გულისრევა და ღებინება= 1 ქულა.

სიმპტომების ხანგრძლივობა <48 საათი = 1 ქულა.

სიმპტომების ხანგრძლივობა >48 საათი = 0.5 ქულა.

მტკივნეული მარჯვენა თეძოს ფოსო = 1 ქულა.

დაცვითი რეფლექსი (დეფანსი) = 2 ქულა.

უკუცემითი ტკივილი = 1 ქულა.

როვზინგის ნიშანი = 2 ქულა.

ცხელება = 1 ქულა.

მომატებული ლეიკოციტები = 1 ქულა.

უარყოფითი ანალიზი შარდში = 1 ქულა.

(მაქსიმუმი 16 ქულა).

მწვავე ფიზიოლოგიური და ქრონიკული ჯანმრთელობის შეფასების II სკალა (APACHE II)[57]

APACHE ქულათა სისტემა ხშირად გამოიყენება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაავადების სიმძიმის დასადგენად და სიკვდილის რისკის პროგნოზირებისთვის. [ APACHE II ქულების სისტემა ] თუ ქულები 25 ან მეტია, სიკვდილობის რისკი მაღალია.

არსებობს რამდენიმე სხვა მოდელი, რომლებიც ინტენსიური განყოფილებისთვის შეიქმნა, მათ შორისაა: APACHE III, სიკვდილობა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში- სეფსისის ქულა, მწვავე ფიზიოლოგიური ქულა - გამარტივებული, სეფსისთან დაკავშირებული ორგანული უკმარისობის შეფასება და სიკვდილობის ალბათობის მოდელი II.[58][59][60]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს