გართულებები

გართულებები table
გართულებაქრონოლოგიაალბათობა

პერფორაცია

მოკლევადიანიდაბალი

შეიძლება განვითარდეს პროგრესირებადი ანთების 12 ან მეტსაათიანი პერიოდის შემდეგ.

როგორც წესი, გამოწვეულია მკურნალობის მოთხოვნის დაგვიანებით.

ვლინდება მუცლის უფრო ძლიერი ტკივილით, მაღალი ცხელებით (>38.3°C [101°F]), ლოკალიზებული მტკივნეულობით და ნაწლავური ხმიანობის დაქვეითებით.

ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს აპენდექტომია. პროცედურა შეიძლება იყოს ღია ან ლაპარასკოპული. [ Cochrane Clinical Answers logo ]

გენერალიზებული პერიტონიტი

მოკლევადიანიდაბალი

დიდი ზომის პერფორაციამ ან ჭიანაწლავის მწვავე ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს გენერალიზებული პერიტონიტი.

ვლინდება მწვავე მუცლის სურათი (მაღალი ტემპერატურა, მუცლის დიფუზური ტკივილი, გენერალიზებული მტკივნეულობა და ნაწლავური ხმიანობის არარსებობა).

თუ ეჭვია მწვავე აპენდიციტზე, შესაძლებელია აპენდექტომიის ჩატარება. თუ დიაგნოზი ეჭვქვეშაა, უნდა გაკეთდეს მიმოხილვითი ლაპაროტომია შუა ხაზზე განაკვეთით. საჭიროა ანთებითი ჭიანაწლავის ამოღება.

წარმონაქმნი ჭიანაწლავის არეში

მოკლევადიანიდაბალი

მკურნალობის დაყოვნების გამო.

ვლინდება მტკივნეული წარმონაქმნი მარჯვენა ქვედა კვადრანტში. ულტრაბგერით ან CT სკანირებით გამოვლინდება წარმონაქმნი.

თუ პაციენტი სხვამხრივ კარგად გრძნობს თავს, თავდაპირველი მართვა მოიცავს ინტრავენურ გადასხმას და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს. თუ ვლინდება კლინიკური გაუმჯობესება და ნიშნები და სიმპტომები სრულად აღმოიფხვრება, საჭირო არ არის ინტერვალური აპენდექტომია.[54][55][56] ინტერვალური აპენდექტომია ტარდება 6 კვირაში იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები სრულად არ აღმოიფხვრა.[57]

ხანდაზმულ პაციენტებში უნდა გამოირიცხოს კარცინომა.

აბსცესი ჭიანაწლავში

მოკლევადიანიდაბალი

როგორც წესი, გვხვდება დაავადების პროგრესირების სტადიაზე, განსაკუთრებით პერფორაციის შემდეგ.

ვლინდება ქვედა მარჯვენა კვადრანტში მტკივნეული წარმონაქმნის სახით, ცვალებადი ცხელებითა და ლეიკოციტოზით.

აბსცესი გამოვლინდება ულტრასონოგრაფიით ან CT სკანირებით.

თავდაპირველი მართვა მოიცავს ინტრავენურ ანტიბიოტიკოთერაპიას და CT-კონტროლით აბსცესის დრენაჟს.

თუ ვლინდება კლინიკური გაუმჯობესება და ნიშნები და სიმპტომები სრულად აღმოიფხვრება, საჭირო არ არის ინტერვალური აპენდექტომია.[54][55][56] ინტერვალური აპენდექტომია ტარდება 6 კვირაში იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები სრულად არ აღმოიფხვრა.[57] არსებობს მტკიცებულება, რომ ლაპარასკოპული აპენდექტომია შეიძლება უპირატესი პირველი რიგის მკურნალობა იყოს კონსერვატულ მკურნალობასთან შედარებით მოზრდილებში აპენდიქსის აბსცესის დროს; თუმცა, ეს რეკომენდებული არ არის.[58]

ქირურგიული ჭრილობის ინფექცია

მოკლევადიანიდაბალი

ინციდენტობა იკლებს ლაპარასკოპული მიდგომისა და პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში.[51] [ Cochrane Clinical Answers logo ]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით