დისკუსია პაციენტთან

პაციენტის განათლება, იმის შესახებ, რომ მწვავე ბრონქიტი თვითგანკურნებადი ავადმყოფობაა, რომელიც გაივლის 4 კვირამდე პერიოდში მკურნალობის გარეშე, შესაძლოა იყოს დამხმარე პაციენტის კმაყოფილებისათვის.

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მსტვინავი სუნთქვა შესაძლოა მიიღონ სარგებელი სალბუტამოლით მკურნალობისას, შესაბამისად, საჭიროა მათ მივაწოდოთ დოზირებული ინჰალატორის (MDI) სწორი გამოყენების ინსტრუქცია. სწორი გამოყენების დროს, ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორები, დოზირებული ინჰალატორის მეშვეობით, ისეთივე ეფექტს ავლენენ, როგორც მედიკამენტის ნებულაიზერით მიღებისას. დოზირებული ინჰალატორის ოპტიმალური გამოყენებისათვის, პაციენტებმა ინჰალატორი უნდა დაიჭირონ პირიდან ოდნავ მოშორებით, რათა მედიკამენტი არ მოედოს მათ ენას და სასას. სპეისერის დამატება შესაძლოა რეკომენდებული იყოს იმ პაციენტებისათვის, რომელთაც უჭირთ ინჰალატორის მოხმარება, მაგალითად სუსტი ჯანმრთელობის მქონე მოზრდილებში ან ტრემორის მქონე პაციენტებში.

მწვავე ბრონქიტის ეპიზოდი ასევე წარმოადგენს მოწევის შეწყვეტის შესახებ საუბრის ხელსაყრელ შესაძლებლობას იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს. მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის მოწევასა და მწვავე ბრონქიტს შორის ასოციაციის პირდაპირი მტკიცებულება არასაკმარისია, მაინც არსებობს მწეველებთან გასაუბრების კარგი შესაძლებლობა.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით