მეთვალყურეობა

მწვავე ბრონქიტის მქონე პაციენტებზე ხანგრძლივი დაკვირვება იშვიათადაა საჭირო. სიმპტომები ქრება პაციენტების უმრავლესობაში რამდენიმე კვირის შემდეგ. ბრონქიტის შემდგომი სინდრომის მქონე პაციენტებში, საჭიროა დამატებითი შეფასება ქრონიკული ხველის სხვა მიზეზების გამოსარიცხად, როგორიცაა ასთმა, პოსტნაზალური წვეთი, ეზოფაგური რეფლუქსი, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენება ან ინფექციები (მაგ. ტუბერკულოზი).

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით