ახალი მკურნალობები

ალტერნატიული/ მცენარეული მედიცინა

მწვავე ბრონქიტის სამკურნალოდ შესწავლილია რამდენიმე ბუნებრივი პროდუქტი. მცირე რაოდენობის კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩატარდა დასავლეთ ევროპაში, მცენარე Pelargonium sidoides (რომელიც ასევე ცნობილია როგორც EPs 7630) ამცირებს მწვავე ბრონქიტის სიმპტომებსა და ინტენსივობას.[32][33][34][35][36] ერთ მცირემასშტაბიან, პლაცებო-კონტროლირებულ, რანდომიზებულ კვლევაში ჩინეთში გამოვლინდა მწვავე ბრონქიტის (ცნობილი როგორც "wind-heat" სინდრომი) სიმპტომების შემცირება განკეშუანგქინგის გამოყენების შემდეგ, გვერდითი მოვლენების დაფიქსირების გარეშე.[37] დამატებითი კვლევების მიხედვით, სუროს ექსტრაქტი შესაძლოა ამცირებდეს ხველის შეტევას და ზოგადად ხველას პაციენტებში მწვავე ბრონქიტის დროს.[38][39] ცინეოლი (ევკალიპტოლი) არის ევკალიპტის ზეთის მთავარი კომპონენტი და აქვს მუკოცილიარული კლირენსის გაზრდისა და ბრონქოდილატაციის ეფექტები. ერთ-ერთმა რანდომიზებულმა, პლაცებო-კონტროლირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იგი აუმჯობესებდა ბრონქიტის სიმპტომებს , ხველის შემცირების წყალობით.[40] მსგავსი შედეგები აღინიშნა სხვა რანდომიზებულ კონტროლირებულ კვლევაში ცინეოლის შემცველ პრეპარატზე, სადაც პაციენტებს აღენიშნათ ხველასთან დაკავშირებული რამდენიმე სიმპტომის შემცირება, მათ შორის ღამით ხველის შეტევების შემსუბუქება და ზოგადი გაუმჯობესება.[41] საჭიროა მეტი კვლევა ამ პროდუქტების ზოგადი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით