დიფერენციული დიაგნოზები

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რაიონში ან ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა შიდა გავრცელება ან ახლო კონტაქტი ქონდა COVID-19-ის დადასტურებულ ან შესაძლო შემთხვევასთან.

მოვლენები ვითარდება სწრაფად; იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა დამატებითი ინფორმაციისთვის.

გამოკვლევები

რეალურ დროში რევერს ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პნევმონიის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ უფრო მაღალი ცხელება, ვიდრე მწვავე ბრონქიტის მქონე პაციენტებს. ისინი თავს უფრო შეუძლოდ გრძნობენ და აქვთ ხიხინი ფილტვის გამოკვლევისას.

გამოკვლევები

გულმკერდის რენტგენით დგინდება პნევმონიით გამოწვეული ინფილტრატი, რომელიც არ ფიქსირდება მწვავე ბრონქიტის დროს.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში ხშირად ვითარდება პოსტნაზალური წვეთი, რაც იწვევს ხველას. გასინჯვისას, შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე რინიტი ცხვირის და ხახის უკანა დრენირების გამოკვლევისას.

გამოკვლევები

არ არის.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ასთმის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ორმხრივი მსტვინავი სუნთქვა; მთავარი განსხვავება ასთმასა და მწვავე ბრონქიტს შორის არის ბრონქოსპაზმის ქრონიკულობა. ასთმის დროს, ბრონქოსპაზმი განმეორებითი და პროგრესულია.

გამოკვლევები

ფილტვის ფუნქციური ტესტები შესაძლოა სასარგრბლო იყოს მწვავე ბრონქიტის გამწვავებებს შორის პერიოდში ასთმის დიაგნოსტიკისათვის პაციენტებში, რომელთაც აქვთა ნარჩენი ობსტრუქციის ნიშნები.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ყივანახველის დროს დამახასიათებელია "მყეფავი ხველა", თუმცა ის არ ვლინდება მოზრდილებსა და მოზარდებში ინფექციის შემთხვევებში.

გამოკვლევები

Bordetella pertussis -თვის დადებითი იქნება კულტურა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ან ფლუროსცენტული ანტისხეულის პირდაპირი ტესტირება.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გულის შეგუბებითი უკმარისობის (CHF) მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ხველა, მაგრამ ასევე აქვთ სხვა სიმპტომები და ნიშნები, როგორიცაა ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, ორთოპნოე, ხიხინი ფილტვის გამოკვლევისას, პერიფერიული შეშუპება (ედემა), საუღლე ვენის მომატებული წნევა და გულის დაავადებების ანამნეზი.

გამოკვლევები

გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს, გულმკერდის რენტგენოგრაფიით ვლინდება ფილტვის სისხლძარღვოვანი შეგუბება და შესაძლო კარდიომეგალია.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

რეფლუქს-ეზოფაგიტის შედეგად განვითარებულმა ასპირაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არაპროდუქტიული ხველა, რომელიც ძირითადად ქრონიკულია. რეფლუქსისათვის დამახასიათებელი წვის შეგრძნება და ტკივილი გულმკერდის არეში დაგვეხმარება მწვავე ბრონქიტისგან ამ მდგომარეობის განსხვავებაში. თუ ვლინდება მსტვინავი სუნთქვა, ხშირად იგი მხოლოდ მარჯვენამხრივია, რადგან ასპირაცია უმეტესად მარჯვნივ ვითარდება.

გამოკვლევები

გასტროინტესტინური ზემო ნაწილის ენდოსკოპიური კვლევით შესაძლოა გამოვლინდეს საყლაპავის ანთება ან ეროზიები რეფლუქსით. pH მონიტორინგი შესაძლოა დამხმარე იყოს საყლაპავის დისტალურ ნაწილში მჟავას აღმოსაჩენად.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია და მწვავე ბრონქიტი შესაძლოა ვერ განვასხვავოთ. ზოგიერთი ექსპერტი მხარს უჭერს მწვავე ბრონქიტის განმარტებას "გულმკერდის გაციების" სახით, იმის აღსანიშნავად, რომ ვირუსული ბრონქიტი ხშირად მხოლოდ ზემო სასუნთქი გზების ავადმყოფობის გაგრძელებაა. გაციების დროს, პროდუქტიული ხველა შესაძლოა განვითარდეს ტრაქეის ან ბრონქული ხის ანთების გამო ან პოსტნაზალური წვეთის შედეგად, ზემო სასუნთქი გზების ინფექციის ფონზე.

გამოკვლევები

არ არის.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხველა ≥8 კვირა (როგორც წესი მშრალი).

ძირითადი დიაგნოსტიკური მახასიათებელია ყელში არასასიამოვნო შეგრძნება.

პოსტნაზალური წვეთი.

ოროფარინგეალური კვლევა ავლენს ქვაფენილის მსგავს შესახედაობას პირ-ხახის უკანა კედელზე და ადგილობრივ ზედა სასუნთქი გზების სტრუქტურებზე.

გამოკვლევები

საცდელ ემპირიულ თერაპიაზე პასუხი 2 კვირაში - პირველი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებების პლუს შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას .

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

რამდენიმე ტიპის მედიკამენტური ან გარემოსთან ექსპოზიციაც შესაძლოა გახდეს მწვავე ხველების მიზეზი. ეს მოიცავს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორების გამოყენებას ან პროფესიული ექსპოზიციას მტვერთან ან ქიმიურ ნივთიერებებთან. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში, ხველა უმეტესად არაპროდუქტიულია. პროფესიული ექსპოზიციის დროს, სიმპტომები ძირითადად მოიცავს მხოლოდ ხველას, სხვა სისტემური სიმპტომების: ცხელების, თავის ტკივილისა და ლეთარგიის გარეშე.

გამოკვლევები

არ არის; დიაგნოზი უნდა დაისვას ანამნეზში ხველის გამომწვევ აგენტებთან ექსპოზიციის მიხედვით.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომები გრძელდება 30 დღეზე მეტხანს. შესაძლოა განვითარდეს ჰემოფთიზი და/ან სისტემური ნიშნები, როგორიცაა წონაში დაკლება ან მადის დაქვეითება.

გამოკვლევები

დაზიანების აღმოჩენა შესაძლებელია გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიით (CT) ან გულმკერდის რადიოგრაფიით.

ბრონქოსკოპიით ვლინდება ბრონქშიდა წარმონაქმნი.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით