კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა

34 წლის ქალბატონი, ანამნეზში არ აღენიშნება ფილტვის ფონური დაავადება. კლინიკაში გამოცხადდა ხველის 12-დღიანი ჩივილით, ხველა მოგვიანებით გახდა პროდუქტიული. თავდაპირველად, მას არ აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, თუმცა ახლა ეს სიმპტომი ვლინდება დატვირთვისას. თავდაპირველად მას აღენიშნა ცხვირის დახშობა და ყელის მსუბუქი ტკივილი, თუმცა ამჟამად მისი სიმპტომები დაკავშირებულია პროდუქტიულ ხველასთან, პაროქსიზმების გარეშე. პაციენტი არ აღნიშნავს დაავადებულთან კონტაქტს. გასინჯვით, არ ფიქსირდება სუნთქვის დარღვევა. პაციენტს ცხელება არ აღენიშნება და სასიცოცხლო ნიშნები ნორმაშია. არ აღინიშნება ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნები. ფილტვის აუსკულტაციით ვლინდება გაფანტული მსტვინავი სუნთქვა დიფუზურად.

სხვა შესაძლო გამოვლინებები

მწვავე ბრონქიტი ასევე შეიძლება გამოვლინდეს მსტვინავი სუნთქვით, რომელიც წააგავს ასთმას მინიმალური ხველით, ან მხოლოდ ღამის ხველებით. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების უმრავლესობას მწვავე ბრონქიტის დროს ახასიათებს პროდუქტიული ხველა, ავადმყოფობის მოგვიანებით ფაზებში შესაძლებელია მშრალი ხველის გამოვლინებაც.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით