Procedural videos

სხივის არტერიის პუნქტურა- ანიმაციური დემონსტრაცია

საჭირო ხელსაწყოები

სხივის არტერიის პუნქტურისთვის საჭირო მოწყობილობებია:

  • სპირტიანი ხელსახოცები

  • სტერილური ხელთათმანები, დამცავი სათვალე და წინსაფარი

  • ბამბის სახვევები

  • ჰეპარინიზებული 3 მლ არტერიული სისხლის აირების ამპულა, რეზინის ბლოკი და თავსახური

  • 23-იანი ნემსი.

უკუჩვენებები

აბსოლუტური უკუჩვენებებია:

  • პალპაციით პულსის გაქრობა სხვამხრივ ცნობიერებაშენახულ პაციენტში

  • ხელოვნური არტერიული შუნტი ან სტენტი

  • არტერიოვენური ფისტულა

  • ანევრიზმული არტერია

  • უარყოფითი ალენის ტესტი, მიუთითებს მტევნის იდაყვის არტერიის მიერ არასაკმარის მომარაგებაზე

  • ცელულიტი ან სხვა ინფექციები სხივის არტერიის ზედაპირულად (განსაკუთრებით თუ სხვა ადგილებიც ხელმისაწვდომი იქნება).

შედარებითი უკუჩვენებებია:

  • კოაგულოპათია ან სისხლდენის ტენდენცია

  • სუსტად პალპირებადი პულსი.

ჩვენებები

არტერიული სისხლის აირების ნიმუში გამოიყენება კლინიკური შეფასების ფონზე, ვენური ნიმუშების, რადიოლოგიისა და ფიზიოლოგიური ტესტების ფონზე, რათა განისაზღვროს დიაგნოზი, მკურნალობა და მკურნალობაზე რეაგირება სხვადასხვა კლინიკურ პირობებში. თუ სხივის არტერიის პუნქცია შეუძლებელია, ალტერნატივაა ბარძაყის არტერია- მაგალითად, გულის გაჩერების წინა სიტუაციაში ან თუ არსებობს სხივის არტერიის პუნქციის უკუჩვენება.

ნიმუშიდან განისაზღვრება არტერიული სისხლის რამდენიმე პარამეტრი, მათ შორის:

  • ჟანგბადის დონე

  • ნახშირორჟანგის დონე

  • ბიკარბონატის დონე

  • pH, ტუტის სიჭარბე და მჟავა-ტუტოვანი ბალანსი

  • ნახშირბადის მონოქსიდის დონე.

გართულებები

გართულებებია:

  • სისხლდენა, სისხლჩაქცევა და ჰემატომის ჩამოყალიბება

  • ადგილობრივი ინფექცია ან ცელულიტი

  • ნერვის დაზიანება

  • ფსევდოანევრიზმის ფორმირება

  • ვაზოსპაზმი, თრომბოზი ან ემბოლია, რომელიც იწვევს გარდამავალ ან მნიშვნელოვან იშემიას დისტალურ კიდურზე (იშვიათია)

  • ნემსის შერჭობა, თუ საკმარისი ყურადღება არ მიექცა გადაგდებამდე ნემსის რეზინის ბლოკში გაკეთებას.

შემდგომი მოვლა

პუნქციის ადგილზე რამდენიმე წუთი ზეწოლა შეინარჩუნეთ. ეს შეიძლება ასისტენტს დაავალოთ, ხოლო პროცედურის შემსრულებელი ამ დროს ნემსებს სწორად გადაყრის, ეტიკეტს გაუკეთებს ნიმუშებს და საორგანიზაციო საკითხებს მოაგვარებს.

პროცედურიდან რამდენიმე წუთში პაციენტი გადაამოწმეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ კიდურის პერფუზია საკმარისია და პუნქციის ადგილზე ჰემორაგია ან ჰემატომა არ აღინიშნება.

ნიმუში ანალიზზე დაუყოვნებლივ იგზავნება. ჩასუნთქული ჟნგბადის კონცენტრაცია ზუსტად უნდა იყოს მითითებული.

არტერიული სისხლის აირების ნორმები თითოეულ ლაბორატორიაში მცირედად განსხვავებულია, ამიტომ საჭიროა გადამოწმება ინტერპრეტაციამდე. არტერიული სისხლის აირების ზოგიერთი მაჩვენებელის გამოთვლისას საჭიროა ვიცოდეთ პაციენტის ტემპერატურა.

მოულოდნელი, მნიშვნელოვანი დარღვევების მქონე ნიმუში მიუთითებს სერიოზულ პათოლოგიაზე ან შემთხვევით ვენური სისხლის აღებაზე.