Videos

ნაზოგასტრული მილის ჩადგმის დემონსტრაცია

საჭირო ხელსაწყოები

აღნიშნული პროცედურისთვის აუცილებელ ხელსაწყოებს მიეკუთვნება:

  • შესაბამისი ზომის და ტიპის ნაზოგასტრული მილი (ვიწრო სანათურიანი ან რაილის ტიპის)

  • ლუბრიკანტი ჟელე ან წყალი

  • ხელთათმანები და პლასტიკური წინსაფარი

  • წებოვანი ლენტი / მიზნობრივი ცხვირის წებოვანი

  • 30 მლ-იანი ენტერული (მკვებავი) შპრიცი

  • სადრენაჟო ჩანთა ან შემაერთებელი მილი

  • უნივერსალური pH-ის ქაღალდი.

არსებობს ნაზოგასტრული მილის ორი ტიპი: წვრილი ნახვრეტიანი საკვები მილი და ფართო ნახვრეტიანი საკვები მილი, რომელსაც რაილის მილებს უწოდებენ. წვრილი ნახვრეტიანი (8-12 French) მილები იწვევს ნაკლებ დისკომფორტს და უფრო ადვილია მათი ჩადგმა. ენტერული კვებისთვის მეტწილად მათ იყენებენ, ვინაიდან ეფექტური დეკომპრესიისთვის მათი ზომა მცირეა. კუჭის დეკომპრესიისათვის გამოიყენება უფრო ფართო ხვრელის (Ryle’s) მილები (14-18 French).

უკუჩვენებები

  • ქალა-ფუძის მოტეხილობა: არ უნდა გამოიყენოთ ნაზოგასტრული მილი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქალა-ფუძის მოტეხილობა, რადგანაც შესაძლოა მოხდეს მილის ინტრაკრანიალური მოთავსება

  • სახის ტრავმა

  • გადატანილი ტრანს-ეთმოიდური/ტრანს-სოლისებრი ნეიროქირურგიული ოპერაცია

  • პოსტოპერაციულ პაციენტებში ეზოფაგალური ანასტომოზი და კუჭის ოპერაცია (თუ სპეციალისტი არ გააკეთებს პირდაპირ ჩადგმას ენდოსკოპიურად)

  • ზედა კუჭ -ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია

  • პაციენტის უარი.

შედარებითი უკუჩვენებები

  • კოაგულოპათია

  • საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება

  • საყლაპავის სტრიქტურა.

ეს პირობები ნაზოგასტრული მილის გავლას უფრო რთულს და სარისკოს ხდის. გასათვალისწინებელია უფრო გამოცდილი სპეციალისტის რჩევა.

ჩვენებები

  • ენტერული კვება

  • მედიკამენტის დანიშვნა

  • წვრილი და მსხვილი ნაწლავების ობსტრუქცია

  • კუჭის გასავლის ობსტრუქცია

  • კუჭის მწვავე დილატაცია

  • პარალიზური ილეუსი

  • გასტროეზოფაგალური რეფლუქსის ეზოფაგალური დისტალური ანასტომოზის გამო ასპირაციის პრევენციისთვის (თავსდება უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ ოპერაციის დროს)

  • პოსტოპერაციული გასტროინტესინური ოპერაცია (თავსდება ინტრაოპერაციულად). ეს შესაძლოა იყოს ნაზო-მლივი ნაწლავის ზონდები, სადაც ბოლო მოთავსებულია უფრო დისტალურად მლივ ნაწლავში.

გართულებები

  • კონფუზიურ ან აჟიტირებულ პაციენტებში ხშირად ხდება მილის ამოვარდნა ან ამოღება

  • შესაძლოა გამოვლინდეს ცხვირიდან სისხლდენა

  • არასწორმა მდებარეობამ, რასაც მოსდევს სითხის ასპირაცია ბრონქულ ტოტებში, შესაძლოა გამოიწვიოს ასპირაციული პნევმონია და მძიმე რესპირატორული დარღვევა

  • მკვებავი მილები შესაძლოა დაიბლოკოს საკვები სუბსტრატით, რაც საჭიროებს რეპოზიციას, თუ ბლოკადა ვერ გაიწმინდა სუფთა სითხით ან შუშხუნა სითხეებით

  • პნევმოთორაქსი. ორი წლის განმავლობაში ინგლისში დაფიქსირდა პნევმოთორაქსის სამოცდათხუთმეტი შემთხვევა, რომლებიც გამოწვეული იყო ნაზოგასტრული მილის ჩადგმით[40]

  • თუ არასწორი მდებარეობა გამოვლინდა ქალაფუძის მოტეხილობის დროს, შესაძლოა მოთავსებული მიყოს ინტრაკრანიალურად. ამის გამო არ უნდა გამოიყენოთ ნაზოგასტრული მილები პაციენტებში, რომლებშიც ეჭვი გვაქვს ან დადასტურებული აქვთ ქალაფუძის მოტეხილობა

  • ბევრი გართლების აცილება შეიძლება ნაზოგასტრული მილის სწორად განლაგების შემთხვევაში.

შემდგომი მოვლა

შეამოწმეთ ნაზოგასტრული მილის მდებარეობა. უნდა შეასრულოთ ადგილობრივი ორგანიზაციის გაიდალინების მითითებები იმის თაობზე, თუ რომელი მეთდი გამოიყენოთ. მეთოდებს მიეკუთვნება:

  • ასპირაცია - ამოიღეთ კუჭის წვენი და შეამოწმეთ pH-ის ქაღალდზე. კუჭის წვენი უნდა იყოს pH-ით 1-სა და 5.5-ს შორის. ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო ინგლისში გვირჩევს, რომ უნდა შევამოწმოთ ასპირატი CE- ით მონიშნული pH ინდიკატორზე, კუჭის ასპირატზე გამოსაყენებლად[41]

  • გულმკერდის რენტგენოლოგია - თუ pH 5,5-ზე მეტია, ან ვერ შეძლებთ კუჭის წვენის ასპირაციას, მაშინ მოითხოვეთ გულმკერდის რენტგენი. რენტგენმა უნდა აჩვენოს რენდგენოკონტრასტული ნაზოგასტრული მილი, რომელიც მიყვება საყლაპავის მილს (და მოერიდოს ბრონქების კონტურებს), რომელიც გადის კუჭის კარდიაში, გადაკვეთს დიაფრაგმას შუახაზზე, აგრეთვე მილის წვერი გამოჩნდება დიაფრაგმის ქვემოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დიაფრაგმის გუმბათისებრი ფორმის გამო, შესაძლებელია ნაზოგასტრული მილის წვერი გამოჩნდეს დიაფრაგმის ქვემოთ, მაგრამ ჯერ კიდევ იმყოფებოდეს ფილტვში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არ გამოვიყენოთ მხოლოდ ეს ერთი კრიტერიუმი სწორი პოზიციის შესაფასებლად.

მილის პოზიცია უნდა გადამოწმდეს:

  • საკვების ყოველი მიწოდების წინ

  • მედიკამენტის გამოყენების წინ, თუ არ ვიყენებთ კვებისთვის

  • ღებინების, ხველების ან ჭინთვის ეპიზოდის შემდეგ

  • თუ არსებობს გადაადგილების რისკი (მაგ. ლენტი რომელიც აფიქსირებს მილს მოეშვა/მოეხსნა ან მილის სიგრძე ცხვირის ნესტოსთნ არის უფრო მოკლე, ვიდრე ადრე იყო დოკუმენტირებული)

  • თუ პაციენტს აღენიშნება აუხსნელი რესპირაციული სიმპტომები ან ჟანგბადით გაჯერების შემცირება.