Procedural videos

ბარძაყის არტერიის პუნქციის ანიმაციური დემონსტრირება

საჭირო ხელსაწყოები

ბარძაყის არტერიის პუნქციისთვის განკუთვნილი მოწყობილობა მოიცავს შემდეგს:

  • სპირტიანი ხელსახოცები

  • სტერილური ხელთათმანები, დამცავი სათვალე და წინსაფარი

  • ბამბის სახვევები

  • ჰეპარინიზებული 3 მლ არტერიული სისხლის აირების ამპულა, რეზინის ბლოკი და თავსახური

  • 21-კალიბრიანი ნემსი.

უკუჩვენებები

აბსოლუტური უკუჩვენებებია:

  • პალპაციით პულსის გაქრობა სხვამხრივ ცნობიერებაშენახულ პაციენტში

  • ხელოვნური არტერიული შუნტი ან სტენტი

  • არტერიოვენური ფისტულა (AV ფისტულის გამოყენებამ სისხლის ასაღებად შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს სისხლძარღვის გამავლობა)

  • პუნქციის ადგილას არტერიის ანევრიზმის არსებობა

  • ცელულიტი ან სხვა ინფექციები ბარძაყის არტერიის თავზე არსებულ ქსოვილებში (განსაკუთრებით თუ სხვა ადგილებიც ხელმისაწვდომია).

შედარებითი უკუჩვენებებია:

  • კოაგულოპათია

  • სუსტად პალპირებადი პულსი.

ჩვენებები

არტერიული სისხლის აირების ნიმუში გამოიყენება კლინიკური შეფასების ფონზე, ვენური ნიმუშების, რადიოლოგიისა და ფიზიოლოგიური ტესტების ფონზე, რათა განისაზღვროს დიაგნოზი, მკურნალობა და მკურნალობაზე რეაგირება სხვადასხვა კლინიკურ პირობებში. თუ სხივის არტერიის პუნქცია შეუძლებელია, ალტერნატივაა ბარძაყის არტერია- მაგალითად, გულის გაჩერების წინა სიტუაციაში ან თუ არსებობს სხივის არტერიის პუნქციის უკუჩვენება.

ნიმუშიდან განისაზღვრება არტერიული სისხლის რამდენიმე პარამეტრი, მათ შორის:

  • ჟანგბადის დონე

  • ნახშირორჟანგის დონე

  • ბიკარბონატის დონე

  • pH, ტუტის სიჭარბე და მჟავა-ტუტოვანი ბალანსი

  • ნახშირბადის მონოქსიდის დონე.

გართულებები

გართულებებია:

  • სისხლდენა, სისხლჩაქცევა და ჰემატომის ჩამოყალიბება

  • ადგილობრივი ინფექცია ან ცელულიტი

  • ნერვის დაზიანება

  • ცრუ ანევრიზმის ფორმირება

  • ვაზოსპაზმი, თრომბოზი ან ემბოლია, რომელიც იწვევს გარდამავალ ან მნიშვნელოვან იშემიას დისტალურ კიდურზე (იშვიათია)

  • ნემსის შერჭობა, თუ საკმარისი ყურადღება არ მიექცა გადაგდებამდე ნემსის რეზინის ბლოკში გაკეთებას.

შემდგომი მოვლა

რამდენიმე წუთი შეინარჩუნეთ ზეწოლა პუნქციის ადგილზე. ეს შეიძლება ასისტენტს დაევალოს, ხოლო პროცედურის შემსრულებელი ამ დროს ნემსებს სწორად გადაყრის, ეტიკეტს გაუკეთებს ნიმუშებს და მოამზადებს მათ ანალიზისთვის.

პროცედურიდან რამდენიმე წუთში პაციენტი გადაამოწმეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ კიდურის პერფუზია საკმარისია და პუნქციის ადგილზე ჰემორაგია ან ჰემატომა არ აღინიშნება.

ნიმუში ანალიზზე დაუყოვნებლივ იგზავნება. ჩასუნთქული ჟნგბადის კონცენტრაცია ზუსტად უნდა იყოს მითითებული.

არტერიული სისხლის აირების ნორმები თითოეულ ლაბორატორიაში მცირედად განსხვავებულია, ამიტომ საჭიროა გადამოწმება ინტერპრეტაციამდე. არტერიული სისხლის აირების ზოგიერთი მაჩვენებელის გამოთვლისას საჭიროა ვიცოდეთ პაციენტის ტემპერატურა.

მოულოდნელი, მნიშვნელოვანი დარღვევების მქონე ნიმუში მიუთითებს სერიოზულ პათოლოგიაზე ან შემთხვევით ვენური სისხლის აღებაზე.