Videos

ნიღბიანი სასუნთქი ტომარა (ამბუ)- ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ გამოვიყენოთ ნიღბიანი სასუნთქი ტომარა მოზრდილებთან ვენტილაციის უზრუნვესაყოფად. ვიდეო გვიჩვენებს ორი-პერსონის ტექნიკას.

საჭირო ხელსაწყოები

  • პირადი დაცვის საშუალებები, მათ შორის ხელთათმანები

  • ამბუ

  • ჟანგბადი

  • ტომარა, რომელიც მიმაგრებულია ამბუზე

  • ამოქაჩვა

  • ოროფარინგული მილი (საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად)

  • ნაზოფარინგული მილი (საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად)

  • რეანიმაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები.

უკუჩვენებები

ზემო სასუნთქი გზების სრული ობსტრუქცია ამბუთი ვენტილაციის აბსოლუტური უკუჩვენებაა.

თუ თავიდანვე ნათელია, რომ პაციენტს სჭირდება ინვაზიური ჩარევა (მაგ. ცნობიერებადაკარგული პაციენტი, რომელსაც თავის ან სახის მძიმე დაზიანება აქვს), დახმარება ადრევე მოითხოვეთ და მანამ, სანამ პროფესიონალები მოვლენ, სასუნთქი გზების გამავლობა მარტივი მანევრებით შეინარჩუნეთ.

დაფიქრდით სასუნთქი გზების ობსტრუქციის მდებარეობაზე. ანაფილაქსიით გამოწვეული ლარინგოსპაზმი, ინჰალაციური დამწვრობა, დახრჩობის ახლო მდგომარეობა ან უცხო სხეულით გამოწვეული მდგომარეობა არ გამოსწორდება მარტივი მანევრებით, ზოგჯერ პაციენტს დასჭირდება უფრო ინვაზიური პროცედურა.

ჩვენებები

  • სუნთქვის უკმარისობა

  • წარუმატებელი ინტუბაცია.

გართულებები

  • ასპირაცია

  • ჰიპოვენტილაცია

  • ჰიპერვენტილაცია

  • ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანება.

ნებისმიერი მნიშვნელოვანი გაჟონვა გამოიწვევს ჰიპოვენტილაციას. აირი შეიძლება გავიდეს კუჭში და მოიმატებს ასპირაციის რისკი.

შემდგომი მოვლა

განაგრძეთ რეანიმაცია ABCDE პრინციპებითა და გაიდლაინებით. დახმარება მოითხოვეთ რაც შეიძლება მალე.

თუ რეანიმაცია წარმატებულია და პაციენტი სასუნთქი გზების კონტროლს დაიბრუნებს, საჭიროა რეგულარულად ხელახლა შეფასება. არტერიულ სისხლში ჟანგბადის სატურაცია გაზომეთ რაც შეიძლება მალე, როცა ნიმუშის აღება შესაძლებელი იქნება და/ან პულსოქსიმეტრიით. ჩასუნთქული ჟანგბადის ტიტრირება აუცილებელია სისხლში ჟანგბადის 94%-98% ინტერვალში შესანარჩუნებლად.

თუ რეანიმაცია გაგრძელდება ან გლასგოს კომის შკალის ქულა ნაკლებია 8-ზე, განიხილეთ ენდოტრაქეული მილის ჩადგმა.