მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
პირველადი პარამეტრები
ოსელტამივირი: ბავშვები ≥3 თვის: 3 მგ/კგ პერორალურად დღეში ორჯერ, 5-10 დღე; ბავშვები >1 წლიდან და ≤15 კგ-მდე წონის: 30 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5-10 დღე; ბავშვები >15-23 კგ: 45 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5-10 დღე; ბავშვები >23-40 კგ: 60 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5-10 დღე; ბავშვები >40 კგ და მოზრდილები: 75 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5-10 დღე
მეტიმეორეული ვარიანტები
ზანამივირი: ბავშვები ≥5 წ და მოზრდილები: 10 მგ (2 შესუნთქვა) დღეში ორჯერ ინჰალაციით 5-10 დღე
მეტიგადაწყვეტილება ანტივირუსული ქიმიოპროფილაქტიკის გამოყენების თაობაზე უნდა განიხილებოდეს ინდივიდუალური შემთხვევის საფუძველზე. უნდა გავითვალისწინოთ ვირუსული ექსპოზიციის სახე და ინფექციის განვითარების რისკი. არ არსებობს პროსპექტული კლინიკური კვლევები, რომლებიც გაუძღვებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანტივირუსული ქიმიოპროფილაქტიკის რეკომენდაციებს. გაიდლაინები ეფუძნება ობსერვაციულ მონაცემებს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის შემთხვევებისთვის და სეზონური გრიპის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებს.[85]
საგულდაგულო დაკვირვება და ექსპოზიციის შემდგომი ოსელტამივირისა და ზანამივირის ქიმიოპროფილაქტიკა რეკომენდებულია ჯანდაცვის მუშაკებისთვის სიმპტომატური, საეჭვო ან დადასტურებული მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 შემთხვევასთან ახლო ექსპოზიციის (2 მეტრის ფარგლებში) შემდეგ, ჯანდაცვის დაწესებულების პირობებში, ასევე ოჯახის წევრებისთვის და საეჭვო და დადასტურებული მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის მქონე პირის ახლო კონტაქტისთვის. მითითებების მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივ ან ეროვნულ დეპარტამენტებს.
ოსელტამივირი ორსულებში უპირატესი ვარიანტია.[96]
ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს კანის, ქცევითი და ნევროლოგიური დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები ნეირამინიდაზას ინჰიბიტორების ფონზე; აქედან გამომდინარე, მოწოდებულია დამატებითი სიფრთხილე ამ ჯგუფში.
თუ ტარდება ექსპოზიციის შემდგომი ანტივირუსული ქიმიოპროფილაქტიკა, მკურნალობა ინიშნება დღეში ორჯერ (მკურნალობის დოზირების სიხშირე), და არა დღეში ერთხელ იმ დაშვებით, რომ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსით პაციენტი უკვე დაინფიცირებულია.[86]
თუ ექსპოზიცია დროში შეზღუდული იყო და არ გრძელდება, ქიმიოპროფილაქტიკა რეკომენდებულია ბოლო ცნობილი ექსპოზიციიდან 5 დღის განმავლობაში. თუ ექსპოზიცია სავარაუდოდ მიმდინარეობს (მაგალითად, სახლის პირობებში), რეკომენდებულია 10 დღიანი მკურნალობა.[86]
რეკომენდებული დოზები ეფუძნება აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების გაიდლაინებს.[96]
პირველადი პარამეტრები
ოსელტამივირი: ბავშვები <14 დღემდე: დოზირების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან; ბავშვები 14 დღიდან 1 წლამდე: 3 მგ/კგ პერორალურად დღეში ორჯერ, 5 დღე; ბავშვები >1 წლიდან და ≤15 კგ-მდე წონის: 30 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5 დღე; ბავშვები >15-23 კგ: 45 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5 დღე; ბავშვები >23-40 კგ: 60 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5 დღე; ბავშვები >40 კგ და მოზრდილები: 75 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5 დღე
მეტიმეორეული ვარიანტები
ზანამივირი: ბავშვები ≥7 წ და მოზრდილები: 10 მგ (2 შესუნთქვა) დღეში ორჯერ ინჰალაციით 5 დღე
როდესაც მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექცია ძლიერ საეჭვოა, რეკომენდებულია პაციენტის იზოლირება და ადრეული მკურნალობა ემპირიული ნეირამინიდაზას ინჰიბიტორით არსებული გაიდლაინების შესაბამისად კონკრეტული ლაბორატორიული ტესტების მოლოდინში. აღსანიშნავია, რომ ადამიანების მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექცია ძალიან იშვიათია და ექიმებმა უნდა განიხილონ ალტერნატიული დიაგნოზი საეჭვო მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის მქონე პაციენტების შეფასებისას.
პერორალურად მისაღები ან ენტერალურად შესაყვანი ოსელტამივირი წარმოადგენს სასურველ მედიკამენტურ მკურნალობას.[17][22][38][59] საინჰილაციო ზანამივირი შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც ალტერნატიული რეჟიმი არაინტუბირებულ პაციენტებში.[84]
ოსელტამივირი ორსულებში უპირატესი ვარიანტია.[96]
ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს კანის, ქცევითი და ნევროლოგიური დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები ნეირამინიდაზას ინჰიბიტორების ფონზე; აქედან გამომდინარე, მოწოდებულია დამატებითი სიფრთხილე ამ ჯგუფში.
ოსელტამივირისა და ზანამივირის მკურნალობის კომბინაცია არ არის რეკომენდებული ანტაგონიზმის პოტენციალის გამო.[94]
რეკომენდებული დოზები ეფუძნება აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების გაიდლაინებს.[96]
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის პოტენციური ინფექციურობისა და ვირულენტობის გათვალისწინებით, რეკომენდებულია ინფექციის კონტროლის გაძლიერებული ზომები. ინფექციის კონტროლის ყველა სტრატეგია შეიცავს ხელების სტანდარტული ჰიგიენის ზომებს. ინფექციის კონტროლის რეკომენდაციები შეიძლება მცირედ განსხვავდებოდეს WHO-სა[95] და ზოგიერთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციებს შორის; აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექცია პაციენტში განიხილება, რეკომენდებულია, რომ ექიმებმა შეამოწმონ ინფექციის კონტროლის ეროვნული მითითებები.
მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციით საავადმყოფოში მიღებული პაციენტების უმეტესობას აღენიშნებოდა სწრაფად პროგრესირებადი ვირუსული პნევმონია, რომელიც იწვევს მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომს და მულტიორგანულ უკმარისობას.[17] დაავადების ადრეული ამოცნობისა და ანტივირუსული და დამხმარე მკურნალობის ადრეული დაწყების ფონზე, უმჯობესდება პაციენტის კლინიკური გამოსავალი.[98][99]
იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს სტანდარტული მიდგომა ადამიანებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის კლინიკური მართვისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაიდლაინები კლინიკური გამოვლინების სინდრომისთვის (მაგალითად, სეპტიკური შოკი, რესპირატორული უკმარისობა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი).[17][88] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მძიმე ან პროგრესული კლინიკური ავადმყოფობის მქონე პაციენტებს (მათ შორის ვირუსული პნევმონია, რესპირატორული უკმარისობა და გრიპის ვირუსის ინფექციით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომი) არ უნდა მიეცეთ სისტემატიური კორტიკოსტეროიდები, თუ მათი დანიშვნის საჭიროება არ არის გამოწვეული სხვა მიზეზებით (მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რეზისტენტური სეპტიკური შოკი) ან თუ მედიკამენტი დამტკიცებულია როგორც კვლევის პროტოკოლის ნაწილი.[84]
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პირველადი პარამეტრები
ოსელტამივირი: ბავშვები <14 დღემდე: დოზირების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან; ბავშვები 14 დღიდან 1 წლამდე: 3 მგ/კგ დოზა დღეში ორჯერ, 5 დღე; ბავშვები >1 წლიდან და ≤15 კგ-მდე წონის: 30 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5 დღე; ბავშვები >15-23 კგ: 45 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5 დღე; ბავშვები >23-40 კგ: 60 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5 დღე; ბავშვები >40 კგ და მოზრდილები: 75 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 5 დღე
მეტიმეორეული ვარიანტები
ზანამივირი: ბავშვები ≥7 წ და მოზრდილები: 10 მგ (2 შესუნთქვა) დღეში ორჯერ ინჰალაციით 5 დღე
პერორალურად მისაღები ან ენტერალურად შესაყვანი ოსელტამივირი წარმოადგენს სასურველ მედიკამენტურ მკურნალობას.[17][22][38][59] საინჰილაციო ზანამივირი შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც ალტერნატიული რეჟიმი არაინტუბირებულ პაციენტებში.[84]
ოსელტამივირი ორსულებში უპირატესი ვარიანტია.[96]
ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს კანის, ქცევითი და ნევროლოგიური დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები ნეირამინიდაზას ინჰიბიტორების ფონზე; აქედან გამომდინარე, მოწოდებულია დამატებითი სიფრთხილე ამ ჯგუფში.
მოდიფიცირებული რეჟიმები ოსელტამივირის უფრო დიდი დოზებით და უფრო ხანგრძლივი მკურნალობა უნდა განიხილოს ინდივიდუალური შემთხვევების საფუძველზე, თუმცა არ არსებობს ხელმისაწვდომი კლინიკური კვლევის მონაცემები რეკომენდაციების გასაწევად.[84]
ოსელტამივირი საკმარისად შეიწოვება ნაზოგასტრალური მიღების შემდეგ მექანიკური ვენტილაციის დროს მოზრდილებში, რომელთაც აღენიშნებათ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 მძიმე დაავადება.[100]
ოსელტამივირისა და ზანამივირის მკურნალობის კომბინაცია არ არის რეკომენდებული ანტაგონიზმის პოტენციალის გამო.[94]
რეკომენდებული დოზები ეფუძნება აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების გაიდლაინებს.[96]
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის პოტენციური ინფექციურობისა და ვირულენტობის გათვალისწინებით, რეკომენდებულია ინფექციის კონტროლის გაძლიერებული ზომები. ინფექციის კონტროლის ყველა სტრატეგია შეიცავს ხელების სტანდარტული ჰიგიენის ზომებს. ინფექციის კონტროლის რეკომენდაციები შეიძლება მცირედ განსხვავდებოდეს WHO-სა[95] და ზოგიერთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციებს შორის; აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექცია პაციენტში განიხილება, რეკომენდებულია, რომ ექიმებმა შეამოწმონ ინფექციის კონტროლის ეროვნული მითითებები.
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი </strong>პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პირველადი პარამეტრები
ამანტადინი: იხილეთ ადგილობრივი, ეროვნული ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინები დოზირების რეკომენდაციებთან დაკავშირებით
მეტიან
რიმანტადინი: იხილეთ ადგილობრივი, ეროვნული ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინები დოზირების რეკომენდაციებთან დაკავშირებით
მეტიარ არის რეკომენდებული პირველი რიგის თერაპიის სახით მხოლოდ M2 ინჰიბიტორების (ამანტადინი ან რიმანტადინი) მიცემა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ნეირამინიდაზას ინჰიბიტორისა და M2 ინჰიბიტორის კომბინაცია მხედველობაში უნდა იქნას მიღებული იმ შემთხვევაში თუ ლოკალური ზედამხედველობის მონაცემები აჩვენებენ, რომ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსი დადასტურებულად ან სავარაუდოდ მგრძნობიარეა, მაგრამ აღნიშნული უნდა განხორციელდეს მხოლოდ კვლევის ან პროსპექტული მონაცემების შეგროვების კონტექსტში.[85]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს