პროგნოზი

AKI-გან გამოჯანმრთელება ვარიაბელურია და დამოკიდებულია დაზიანების მიზეზსა და AKI-ის შიმძიმესა და ხანგრძივობაზე.[117]

AKI-სა და სიკვდილის მაღალ რისკს შორის დამოუკიდებელი კავშირი არსებობს.[10][117][118] AKI-თან დაკავშირებული სიკვდილობის სიხშირე ვარირებს 6-80% დიაპაზონში და ხანგრძლივი სიკვდილობა მომატებულია AKI-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც გადარჩებიან ჰოსპიტალიზაციის დროს.[118]

ინტენსიურ განყოფილებაში შემოსული პაციენტების 6%-ს აქვს თირკმლის მწვავე დაზიანება და საჭიროებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას.[17][117][119] ჰოსპიტალში, როცა თირკმლის მწვავე დაზიანება საჭიროებს დიალიზს, სიკვდილობა 50%-ზე მეტია; რისკი უდიდესია მულტიორგანული უკმარისობის დროს.[14][17][119] სიკვდილობის სიხშირე მაღალია ფონური დაავადებით და გართულებებით გამოწვეული სივკდილის ხარჯზე, არა მხოლოდ AKI-ის გამო.

5 წლიანი გადარჩენადობა პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ჩანაცვლებითი თერაპია, მერყეობს 15-35%-ის ფარგლებში (ამ პაციენტების 10%-ზე ნაკლები დიალიზზეა დამოკიდებული).[120]

თირკმლის მწვავე დაზიანება შეუქცევადია ზრდასრულების დაახლოებით 5-7%-ში და ხანდაზმული პაციენტების 16%-ში.[121] არსებობს უთანხმოება იმის თაობაზე არის, თუ არა ადრე გადატანილი AKI ძირითადი რისკფატორი, რომელსაც მივყავართ თირკმელების ქრონიკულ დაავადებამდე, მაგრამ არსებობს მზარდი მტკიცებულებები ძლიერი კავშირის შესახებ.[122][123][124]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს