პირველადი პრევენცია

საკონტრასტო ნივთიერებაზე ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე დაზიანება.[5] თუმცა, სადავოა კავშირი, რადგანაც პოპულაციურ კვლევებში რისკი ვერ გამოვლინდა.[37][38][39] მტკიცებულება საკონტრასტო ნივთიერებასთან დაკავშირებული დაზიანების პრევენციის შესახებ სუსტია და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო:

  • ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა დოზით 1მლ/კგ/სთ კონტრასტამდე რამდენიმე საათით ადრე და შემდეგ სასარგებლოა კონტრასტით გამოწვეული ნეფროპათიის პრევენციისთვის.[54] თუმცა, ფართომასშტაბიანი კვლევით ვერ გამოვლინდა სარგებელი ნეფროპათიის რისკის მქონე პაციენტებში, ამჟამინდელი გაიდლაინების თანახმად.[55] ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი (NICE) რეკომენდაციას უწევს ინტრავენურ გადასხმებს მხოლოდ სტაციონარულად, მაღალი რისკის პაციენტებში, მაგ. თირკმლის უკმარისობის ფონზე.[3]

  • პრობუკოლი, ატრიული ნატრიურეზული პეპტიდი და მაღალი დოზით სტატინები ამცირებენ საკონტრასტო ნივთიერებასთან დაკავშირებული თირკმლის მწვავე დაზიანების რისკს მცირე კვლევებში, თუმცა ეს მიდგომა კვლავაც ექსპერიმენტულია.[56][57][58]

იმავე ჩვენებისთვის, ნატრიუმის ბიკარბონატი სავარაუდოდ არ არის უპირატესი ფიზიოლოგიურ ხსნართან შედარებით.[59][60] გარკვეულ კვლევებში შეფასდა აცეტილცისტეინის ეფექტურობა საკონტრასტო ნივთიერების შეყვანამდე, თუმცა მნიშვნელოვანი სარგებელი ვერ გამოვლინდა. ეს მიდგომა არ უნდა იქნას გამოყენებული.[60][61]

მკურნალობა კარდიოქირურგიის დროს:

  • ნატრიუმის ნიტროპრუსიდი აუმჯობსებს თირკმლის ფუნქციას, როდესაც მას ვაძლევთ არამოპულსირე კორონარული პულმონური შუნტის ხელახალი გათბობის პერიოდში კორონარული არტერიის შუნტირების ოპერაციის დროს.[62]

  • 4605 მოზრდილი პაციენტის, რომლებიც იკეთებდნენ კარდიოპულმონურ შუნტირებას და სხვადასხვა ფორმის მკურნალობა უტარდებოდათ, ერთმა დიდმა მეტა ანალიზმა აჩვენა, რომ ფენოლდოფამი, წინაგულების ნატრიურეზული პეპტიდი და თავის ტვინის ნატრიურეზული პეპტიდი დამცავია თირკმელებისთვის, თუმცა არცერთი მათგანი არ ამცირებს ნებისმიერი ეტიოლოგიის სიკვდილობას.[63] ეს ინტერვენციები საკმაოდ რთულია იმისათვის, რომ შევაფასოთ მტკიცებულებების საფუძველზე.

  • მაღალი დოზით პერიოპერაციული ატორვასტატინის ეფექტი შეისწავლეს ერთ-ერთ კვლევაში პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ ელექტიურ კორონარულ შუნტირებას, გულის სარქვლების ან აღმავალი აორტის ოპერაციას; შედეგად რაიმე სარგებელი არ გამოვლინდა.[64] პაციენტთა მსგავს ჯგუფებში თირკმლის დაზიანება უფრო ხშირი იყო მათში, ვინც რანდომულად მოხვდა პერიოპერაციული როზუვასტატინის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში მყოფ პაციენტებში.[65]

  • ლევოსიმენდანი, კალციუმის სენსიბილიზატორი, რომელიც გამოიყენებოდა გულის წუთმოცულობის გამოსასწორებლად, სავარაუდოდ სასარგებლო აღმოჩნდა თირკმლის მწვავე დაზიანების პრევენციისთვის პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან კარდიოქირურგიას.[66][67]

  • ერთ-ერთი მეტა-ანალიზის თანახმად, პრეოპერაციული ინტრააორტული ბალონის ტუმბოთი მხარდაჭერა მაღალი რისკის პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კორონარული შუნტირება, ამცირებს პოსტოპერაციული დაზიანების რისკს.[68]

  • ტუმბოს გარეშე ჩატარებული ოპერაციის დროს თირკმლის პოსტოპერაციული მწვავე დაზიანების რისკი უფრო დაბალია, ვიდრე ტუმბოთი ჩატარებული ოპერაციისას.[50]

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, ინტენსიური განყოფილება:

  • უცნობია, ამცირებს თუ არა ქლორიდის დამზოგველი ინტრავენური გადასხმების სტრატეგია თირკმლის მწვავე დაზიანების ინციდენტობას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში.[69][70] პრაქტიკის შესაცვლელად საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი რანდომიზებული კვლევების ჩატარება.[70]

მძიმე მეტაბოლური აციდოზი:

  • ერთი კვლევის თანახმად, მეტაბოლური აციდოზის დროს ნატრიუმის ბიკარბონატის ინფუზიის შემთხვევაში (კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გარკვეულ ჯგუფში) თირკმლის მწვავე დაზიანების კლინიკური გამოსავალი და სიკვდილობა უკეთესია.[71] თუმცა, ნატრიუმის ბიკარბონატი დაკავშირებული არ არის კლინიკურ სარგებელთან მძიმე აციდემიის მქონე კრიტიკული პაციენტების ფართო ჯგუფებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს