მონიტორინგი

თუ ფუნქცია სრულად გამოსწორდა და გლომერულების ნორმალური ფილტრაციაც აღდგა თირკმლის დაზიანების ნარჩენი მოვლენების მტკიცებულებების გარეშე, თირკმლის კონტროლი არ არის აუცილებელი.

თუ პაციენტს დარჩა თირკმლის ქრონიკული დაავადება მწვავე დაზიანების გადატანის შემდეგ, საჭიროა ნეფროლოგის მიერ შემდგომი მეთვალყურეობა და ჩარევები ქრონიკული დაავადების სტადიების მიხედვით.[128]

თირკმლის ეროვნული ფონდის (KDOQI) გაიდლაინები მოიცავს რეკომენდაციებს პაციენტების მართვის შესახებ, რომელთაც თირკმლის მწვავე დაზიანების შემდეგ დარჩათ ქრონიკული პათოლოგია.[129] თირკმლის ქრონიკული შიდა დაავადების მკურნალობა (მაგ: გლომერულონეფრიტი და ვასკულიტი) საჭიროებს ნეფროლოგის ჩარევას მკურნალობის სამართავად, რომელიც მოიცავს კორტიკოსტეროიდებს, ციტოტოქსიურ მედიკამენტებს, და იმუნომოდულატორულ წამლებს. გვერდითი ეფექტები და ტოქსიკურობა საჭიროებს მჭიდრო მონიტორინგს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს