კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხშირად მწვავედ მომატებული შრატის კრეატინინი შესაძლოა იყოს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების საწყისი ან ერთადერთი ნიშანი.

შედეგი

მწვავედ მომატებული შრატის კრეატინინი, შრატში მაღალი კალიუმი, მეტაბოლური აციდოზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

გაითვალისწინეთ შარდოვანას მომატების სხვა მიზეზები (როგორიცაა მედიაკმენტებით გამოწვეული მომატება ან სისხლდენა კუჭნაწლავიდან) შედეგების ინტერპრეტაციის დროს.

შედეგი

შრატში შარდოვანა:კრეატინინი ≥20:1 მიუთითებს პრე-რენულ აზოტემიაზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

შარდის შუა პორციის ანალიზი.

გლომერულური დაავადების მქონე პაციენტებს ტიპურად აქვთ პროტეინურია და მიკროსკოპული ჰემატურია ჰიპერტენზიასა და შეშუპებასთან ერთად.

შედეგი

ერითროციტების რაოდენობა, ლეიკოციტების რაოდენობა, უჯრედული ცილინდრები, პროტეინურია, ბაქტერიები, დადებითი ნიტრიტები და ლეიკოციტური ესტერაზა (ინფექციის შემთხვევაში)

ტესტი
შედეგი
ტესტი

გროვდება, როცა არსებობს ეჭვი ინფექციაზე შარდის საწყისი ანალიზის დროს.

შედეგი

შესაძლოა გამოვლინდეს ბაქტერიების ან სოკოების ზრდა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ანემია მიუთითებს შესაძლო თირკმლის ქრონიკულ დაავადებაზე, სისხლის დანაკარგზე.

ლეიკოციტოზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ინფექციასთან.

თრომბოციტოპენია შესაძლოა აღინიშნოს იშვიათი დაავადების დროს, როგორიცაა კრიოგლობულინემია, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი ან თრომბოზული მიკროანგიოპათიები.

შედეგი

ანემია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა აგრეთვე გამოვლინდეს გლომერულონეფრიტის, ჰეპატორენული სინდრომის, და გარკვეული ობსტრუქციების დროს, თუ მილაკოვანი ფუნქციები ინტაქტური რჩება. შეიძლება მომატებული იყოს შარდმდენების ფონზეც. ნატრიუმის ფრაცქიული გამოყოფა ასე ითვლება: (ნატრიუმი შარდში x კრეატინინი შრატში) / (ნატრიუმი შრატში x კრეატინინი შარდში) x 100%.[ ნატრიუმის ფრაქციული გამოყოფა (საერთაშორისო სისტემის ერთეულები) ]

შედეგი

<1% მხარს უჭერს პრე-რენულ აზოტემიას

ტესტი
შედეგი
ტესტი

ეს ანალიზი გამოიყენება თუ პაციენტი იღებდა შარდმდენებს. შარდოვანას ფრაცქიული გამოყოფა ასე ითვლება: (შარდოვანა შარდში x კრეატინინი შრატში) / (შარდოვანა შრატში x კრეატინინი შარდში) x 100%. Fractional excretion of urea: calculator external link opens in a new window

შედეგი

<35% მიუთითებს პრერენულ აზოტემიაზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

შარდში ეოზინოფილების დაბალ რაოდენობას დაბალი სენსიტივობა აქვს მწვავე ინტერსტიციალური ნეფრიტისთვის, მაგრამ შესაძლოა გარკვეული სარგებელი ქონდეს პიურიის მქონე პაციენტებში.[78]

ეოზინოფილურია შესაძლოა აგრეთვე აღინიშნოს ათეროემბოლიური დაავადების დროს.

შედეგი

>5% - 7% მხარს უჭერს ინტერსტიციალური ნეფრიტის დიაგნოზს

ტესტი
შედეგი
ტესტი

ანიონური ხვრელის აციდოზი თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის დროს, რაც განპირობებულია არააქროლადი მჟვების ექსკრეციით.

ეხმარება აციდოზის შემდგომ კვლევებს, რაც ხშირად განპირობებულია ბიკარბონატების დაბალი მოცულობით საბაზისო მეტაბოლურ პროფილში.

შედეგი

სადიაგნოსტიკოა მეტაბოლური აციდოზის და გარკვეული ინტოქსიკაციების დროს

ტესტი
შედეგი
ტესტი

სადიაგნოსტიკოცაა და თერაპიულიც პრერენული აზოტემიის დროს.

შედეგი

თირკმლის ფუნქცია სწრაფად უმჯობესდება პრე-რენული აზოტემიის დროს

ტესტი
შედეგი
ტესტი

სადიაგნოსტიკო და სამკურნალოა შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქციისთვის, ასევე ნარჩენი შარდის შეფასებისა და ანალიზისთვის ნიმუშის უზრუნველსაყოფად.

შედეგი

კათეტერის ჩადგმის შემდეგ მნიშვნელოვანი მოცულობით შარდის გამოყოფა (შარდის ბუშტის გამოსავლის ობსტრუქციის შემთხვევაში); მინიმალური ნარჩენი შარდი კათეტერის ჩადგმის შემდეგ (შარდის დარღვეული პროდუქციის ან უფრო მაღალ დონეზე ობსტრუქციის შემთხვევებში).

ტესტი
შედეგი
ტესტი

აფასებს მილაკების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას და პასუხს ანტიდიურეზულ ჰორმონზე ჰიპოვოლემიის შემთხვევაში.

შედეგი

მაღალია პრე-რენული აზოტემიის დროს (საღებავისა და მანიტოლის ეფექტი უნდა გამოირიცხოს); ახლოსაა შრატის ოსმოლალობასთან მწვავე მილაკოვანი ნეკროზის დროს

ტესტი
შედეგი
ტესტი

მაღალი დონეები მწვავე მილაკოვანი ნეკროზის დროს არ გამორიცხავს დიაგნოზს.

შედეგი

<20 მმოლ/ლ (<20 მ.ექვ./ლ) (მიუთითებს ნატრიუმის აშკარა შეკავებაზე თირკმლის ჰიპოპერფუზიის და პრერენული აზოტემიის დროს); მაღალი დონე (ხშირად მწვავე მილაკოვანი ნეკროზის დროს)

ტესტი
შედეგი
ტესტი

გვეხმარება პოსტობსტრუქციული მიზეზების შეფასებაში, აგრეთვე თირკმლის არქიტექტურის და ზომის შეფასებაში (თირკმლის ფონური ქრონიკული დაავადება).

შედეგი

თირკმლის დილატირებული ფიალები (მიუთითებს ობსტრუქციაზე), დაქვეითებული კორტიკომედულარული დიფერენციაცია ან მცირე ზომის და სკლეროზული თრკმელები (მიუთითებს თირკმლის ქრონიკულ დაავადებაზე)

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ თირკმლის უკმარისობა დაკავშირებულია გულის უკმარისობასთან.

შედეგი

შესაძლოა გვიჩვენოს ფილტვის შეშუპების და კარდიომეგალიის ნიშნები

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა გამოვლინდეს მძიმე ჰიპერკალემიის დროს.

შედეგი

წვეტიანი T ტალღები, გახანგრძლივებული PR ინტერვალი, გაფართოებული QRS, წინაგულების გაჩერება, და სინუსური ტალღების დარღვევა (თუ ჰიპერკალემია მძიმეა)

გასათვალისწინებელი კვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

მომატებული ტიტრი ადასტურებს სისტემური წითელი მგლურას დიაგნოზს, რომელსაც ხშირად თირკმლის გამოვლინებები აქვს.

შედეგი

ნორმალური ან მომატებული

ტესტი
შედეგი
ტესტი

მომატებული ტიტრი მხარს უჭერს სისტემური წითელი მგლურას დიაგნოზს, რომელსაც ხშირად თირკმლის გამოვლინებები აქვს.

შედეგი

ნორმალური ან მომატებული

ტესტი
შედეგი
ტესტი

კომპლემენტის დაბალი დონე მიუთითებს აქტიური დაავადების პროცესზე, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა.

შედეგი

ნორმალური ან დაქვეითებული

ტესტი
შედეგი
ტესტი

მომატებული ტიტრი უჩვენებს ანტისხეულებს გლომერულური ბაზალური მემბრანის მიმართ, რომელიც შესაძლოა შეგვხვდეს თირკმელების დაავადების დროს (მაგ: გუდპასჩერის და ანტიგლომერულური ბაზალური მემბრანის სინდრომი).

შედეგი

ნორმალური ან მომატებული

ტესტი
შედეგი
ტესტი

მომატებული ტიტრები აღინიშნება ვასკულიტური სინდრომების დროს, როგორიცაა გრანულომატოზი პოლიანგიიტით (წარსულში- ვეგენერის გრანულომატოზი), ეოზინოფილური პოლიანგიიტი და მიკროსკოპული პოლიანგიიტი.

შედეგი

ნორმალური ან მომატებული ტიტრები

ტესტი
შედეგი
ტესტი

დადებითი სეროლოგია C ჰეპატიტის დროს დაკავშირებული თირკმლის მდგომარეობებთან, როგორიცაა მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი და კრიოგლობულინემია.

შედეგი

დადებითი ან უარყოფითი სეროლოგია

ტესტი
შედეგი
ტესტი

აივ-დაკავშირებული ნეფროპათიას და გარკვეულ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ, რენული გართულებები ახასიათებს.

შედეგი

დადებითი ან უარყოფითი

ტესტი
შედეგი
ტესტი

კრიოგლობულინების არსებობა მიუთითებს კრიოგლობულინებთან დაკავშირებულ თირკმლის დაავადებაზე AKI-ის არსებობისას.

შედეგი

დადებითი ან უარყოფითი სეროლოგია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნორმალური ედს ეწინააღმდეგება თირკმლის ანთების ან ემბოლიური დაზიანების არსებობას.

შედეგი

ნორმალური ან მომატებული

ტესტი
შედეგი
ტესტი

მომატებული ტიტრი მიუთითებს, მაგრამ არ არის სადიაგნოსტიკო ინფექციური გლომეერულონეფრიტისთვის.

შედეგი

ნორმალური ან მომატებული

ტესტი
შედეგი
ტესტი

ზოგჯერ საჭიროა ულტრაბგერით გამოვლენილი ობსტრუქციის შემთხვევების შემდგომი გამოკვლევა.

შედეგი

შესაძლოა იყოს მასის ან კენჭის გამოსახულება

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა შეიცვალოს კაპტოპრილით თირკმლის არტერიის სტენოზის შესაფასებლად ან ფუროსემიდით ობსტრუქციის შესაფასებლად ჰიდრონეფროზის შემთხვევებში, სადაც აშკარა მექანიკური ობსტრუქცია გარდაუვალია.

შედეგი

ნორმალური სკანოგრამა გვიჩვენებს თირკმლის შესაბამის პერფუზიას, რადიოაქტიური ნიშნულის მიტაცებას, და ექსკრეციას; ნიშნულის ექსკრეციის დარღვევას (რაც მწვავე მილაკოვან ნკროზზე მიუთითებს); სისხლის ნაკადის დაქვეითება (მიუთითებს სისხლმომარაგების ობსტრუქციაზე); ნორმალური სისხლმომარაგება და რადიაოქტიური ნიშნულის ექსკრეცია ნიშნულის დაგროვებასთან ერთად შემკრებ სისტემაში (რაც შარდის ნაკადის ობსტრუქციაზე მიუთითებს)

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა გამოვიყენოთ, თუ არსებობს ეჭვი, რომ ობსტრუქცია განპირობებულია შარდსაწვეთების სტენოზით.

შედეგი

შარდსაწვეთების სტენოზის პირდაპირი ვიზუალიზაცია მისი არსებობის შემთხვევაში

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხშირად აუცილებელია ბიოფსია გლომერულონეფრიტზე ეჭვის დროს სეროლოგიური კვლევების დადებითი შედეგების შემდგომი კვლევისთვის.

ბიოფსიები აგრეთვე კეთდება, როდესაც უცნობია თირკმლის დაზიანების მიზეზი.

შესაძლოა დაადასტუროს მილაკების მწვავე ნეკროზი, მაგრამ ხშირად არ ტარდება ამ დიაგნოზის დასასმელად.

შედეგი

შესაძლებელია არსებობდეს მილაკების მწვავე ნეკროზთან, გლომერულონეფრიტთან, ვასკულიტთან ან თირკმლის სხვა შიდა დაავადებებთან დაკავშირებული ცვლილებები

ახალი ტესტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

შრატის და შარდის ახალი ბიომარკერები სასარგებლო ინდიკატორებია დიაგნოზისთვის და გამოწვეული სიკვდილობის პროგნოზული ფაქტორებია.[79][80][81] თუმცა, კლინიკური სარგებლის დასადგენად საჭიროა დამატებითი კვლევები.[82][83][84][85][86][87]

შედეგი

შედეგები თირკმლის დაზიანებაზე მიუთითებს

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს