ეპიდემიოლოგია

AKI-ის წარმოდგენილი შემთხვევები ვარირებს და ამას განაპირობებს დიაგნოზის სხვაობა, განსაზღვრის კრიტერიუმები ან საავადმყოფოდან გაწერის კოდი.[6][7] აშშ-ში თირკმლის მწვავე დაზიანების გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა ჯამური რაოდენობა 2000 წელს იყო 953 926, ხოლო 2014 წელს - 3, 959, 560.[8] 2014 წელს თირკმლის მწვავე დაზიანების გამო ჰოსპიტალიზებული პაციენტების 40%-ს ამავდროულად ჰქონდა დიაბეტი.[8] გაერთიანებულ სამეფოში ინციდენტობა ცვალებადობს 172-დან მილიონიან პოპულაციაზე (pmp) წელიწადში 630-მდე pmp წელიწადში, კვლევის მიხედვით.[9] მთლიანობაში თირკმლის მწვავე დაზიანების ინციდენტობა ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მერყეობს 13-22%-ის ფარგლებში.[3][10] ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თირკმლის მწვავე დაზიანების ინციდენტობა უფრო მაღალია.[11] AKI-ის გამოსავლებისთვის შემუშავებულია პროგნოზული ქულები, მაგრამ სარგებლიანობა ვარიაბელურია.[12][13]

მწვავე მილაკოვანი ნეკროზი (ATN) შეადგენს თირკმლის მწვავე დაზიანების შემთხვევათა 45%-ს. თირკმლის მწავავე დაზიანება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების 19%-ში ვითარდება სეფსისის გამო. პრე-რენული აზოტემია, ობსტრუქცია, გლომერულონეფრიტი, ვასკულიტი, მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე ან ქრონიკული დაავადება და ათეროემბოლური დაზიანება მიეკუთვნება ყველა დანარჩენს.[14][15]

კონტრასტული ნეფროპათიის ინციდენტობა ვარირებს და თირკმლის მწვავე დაზიანების მესამე ყველაზე ხშირი მიზეზია ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში. 7500 პაციენტის კვლევაში, რომლებსაც კორონარული არტერიული დაავადების გამო უტარდებოდათ კანქვეშა სტენტირება, პაციენტების 3.3%-ს ჰქონდა თირკმლის მწვავე დაზიანება, რაც გამოიხატებოდა შრატში კრეატინინის მომატებით 38 მიკრომოლი/ლ (0.5 მგ/დლ)-მდე ან მეტად, და პაციენტების 25%-ს, რომლებშიც კრეატინინის საბაზისო დონე იყო სულ მცირე 153 მიკრომოლი/ლ (2.0 მგ/დლ), ჰქონდა თირკმლის მწვავე დაზიანება.[16]

თირკმლის მწვავე დაზიანების გამო ჰოსპიტალიზებული პაციენტების 7%-ს ჭირდება თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია.[17] ინტენსიურ განყოფილებაში სიკვდილობის სიხშირე აჭარბებდა 50%-ს მულტიორგანული უკმარისობის და დიალიზის საჭიროების შემთხვევებში.[14][15][17] კრეატინინის მცირედი მომატება (≥26.5 მიკრომოლ/ლ [0.3 მგ/დლ]) უკავშირდება ჰოსპიტალური სიკვდილობის რისკის მატებას, თირკმელების ქრონიკული დაავადების რისკის მატებას და თირკმელების საბოლოო სტადიის დაავადებამდე პროგრესის შესაძლებლობის მატებას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს