ახალი ტიპის მკურნალობა

სხვა ახალი თერაპიული აგენტები

განხილულია ახალი თერაპიული აგენტების გამოყენება, როგორიცაა ატრიული ნატრიურეზული პეპტიდი, თეოფილინი, ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი, ეპიდერმული ზრდის ფაქტორი, ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების გამანეიტრალებელი აგენტები, ანტისხეულები ადჰეზიური მოლეკულების მიმართ და პროსტაგლანდინები. ვერცერთმა ვერ გამოავლინა სარგებელი ადამიანებში თირკმლის მწვავე დაზიანების სამკურნალოდ.[18] სტატინების დამცავი ეფექტი (ინტერვენციამდე ან ქრონიკულად მიღებული) სადავოა,[104][105][106] [ Cochrane Clinical Answers logo ] თუმცა ბოლოდროინდელი კვლევების შედეგები საკმაოდ წარუმატებელია.[107][108][109] კონტროლირებული ჰიპოთერმია და რეკომბინანტული ტუტე ფოსფატაზას ინფუქცია შეიძლება სასარგებლო იყოს.[110][111] ერითროპოეტინმა არ გამოავლინა თირკმლის დამცველი ეფექტი,[112] და თიროიდული ჰორმონით მკურნალობა დაკავშირებულია არაკეთილსაიმედო გამოსავალთან სხვა შესაძლო მკურნალობებთან შედარებით; მისი როლი თირკმლის მწვავე დაზიანების პრევენციაში არ არის საკმარისად შესწავლილი.[113] შორეული იშემიური პრე-კონდიცირება სავარაუდოდ იძლეოდა პრევენციის იმედებს, თუმცა ორი სისტემური მიმოხილვის თანახმად (28-ზე მეტი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა), მკურნალობის სარგებელი საეჭვოა.[114][115][116] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს