კრიტერიუმები
თირკმლის დაავადება: გლობალური შედეგების გაუმჯობესება (KDIGO): თირკმლის მწვავე დაზიანების განმარტება[1]
ნებისმიერი ჩამოთვლილთაგან:
შრატის კრეატინინის მომატება ≥26.5 მიკრომოლ/ლ (≥0.3 მგ/დლ)-ით 48 საათში; ან
შრატის კრეატინინის მომატება ≥1.5-ჯერ, რაც უნდა გამოვლინდეს ან შესაძლოა გამოვლინდეს წინა 7 დღის განმავლობაში; ან
შარდის მოცულობა <0.5 მლ/კგ/სთ 6 სთ-ის განმავლობაში.
თირკმლის დაავადება: გლობალური გამოსავლების გაუმჯობესება (KDIGO) - სიმძიმის კრიტერიუმები[1]
1-ელი სტადია
შრატის კრეატინინი 1.5-1.9 -ჯერ მეტია საბაზისოზე; ან
შრატის კრეატინინის ≥26.5 მიკრომოლ/ლ (≥0.3 მგ/დლ)-ით მომატება; ან
შარდის გამოყოფა <0.5 მლ/კგ/სთ წონაზე გადაანგარიშებით 6-12 საათის განმავლობაში
მე-2 სტადია
კრეატინინი მომატებულია 2.0-2.9-ჯერ ან
შარდის გამოყოფა <0.5 მლ/კგ/სთ 12 სთ-ს განმავლობაში
მე-3 სტადია
კრეატინინი მომატებულია 3.0-ჯერ; ან
კრეატინინის მატება ≥353.6 მიკრომოლ/ლ (≥4.0 მგ/დლ)-მდე; ან
საწყისი თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია; ან
შარდის გამოყოფა <0.3 მლ/კგ/სთ 24 სთ-ს განმავლობაში ან ანურია 12 სთ-ს განმავლობაში.
RIFLE (რისკი, დაზიანება, უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დაკარგვა და თირკმლის საბოლოო სტადიის დაავადება) კონსესუს კრიტერიუმები[72]
ლაბორატორიული კვლევები გვიჩვენებს თირკმლის დაქვეითებულ კლირენსს.
სიმძიმის ჯგუფები შემდეგნაირია.
მიუთითებს რისკს:
შრატის კრეტინინი მომატებული 1.5-ჯერ; ან
შარდის წარმოქმნა <0.5 მლ/კგ წონაზე გადაანგარიშებით 6 სთ-ს განმავლობაში.
მიუთითებს დაზიანებაზე:
კრეატინინი მომატებულია 3.0-ჯერ; ან
შარდის წარმოქმნა <0.5 მლ/კგ 12 სთ-ს განმავლობაში.
მიუთითებს უკმარისობაზე:
კრეატინინი მომატებულია 3.0-ჯერ; ან
შარდის გამოყოფა <0.3 მლ/კგ 24 სთ-ს განმავლობაში OR ანურია 12 სთ-ს განმავლობაში.
მიუთითებს დანაკარგზე:
პერსისტენტული AKI 4 კვირაზე მეტ ხანს; თირკმლის ფუნქციის სრული დაკარგვა.
მიუთითებს ESRD-ზე:
ESRD (დანაკარგი >3 თვე)
ჯანდაცვისა და სამედიცინო დახმარების სრულყოფის ეროვნული ინსტიტუტი: თირკლის მწვაე დაზიანების დადგენა[3]
განსაზღვრეთ AKI, RIFLE, თირკმელების მწვავე დაზიანების ქსელთან (AKIN), ან KDIGO-თან ერთად, ნებისმიერი მომდევნოს გამოყენებით:
შრატში კრეატინინის 26 მიკრომოლ/ლ (0.3 მგ/დლ)-მდე ან მეტად მომატება 48 საათში; ან
შრატში კრეატინინის 50%-ით ან მეტად მომატება ცნობილია ან მოსალოდნელია, რომ გამოვლინდება 7 დღეში; ან
შარდის გამოყოფის დაქვეითება <0.5 მლ/კგ-მდე 6 სთ-ზე მეტ ხანს მოზრდილებში და 8 სთ-ზე მეტ ხანს ბავშვებსა და ახალგაზრდებში; ან
გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის 25%-ით ან მეტად დაცემა ბავშვებსა და ახალგაზრდებში ბოლო 7 დღის განმავლობაში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას