გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
გრძელვადიანი
მაღალი

გვიანი გართულებები ჩვეულებრივ ვლინდება გლომერულური ფილტრაციის დაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

მკურნალობა მოიცავს საკვებში შეზღუდვებს და ფოსფატების შემბოჭველების მიღებას, როგორიცაა კალციუმის აცეტატი, კალციუმის კარბონატი, სეველამერი ან ლანტანუმ კარბონატი.

ჰემოდიალიზი ეფექტურია ფოსფორის შესამცირებლად. თუ პაციენტს უტარდება თირკმლის ინტენსიური ჩანაცვლებითი თერაპია, მაგ. უწყვეტად ან ყოველდღიური დიალიზის სახით, შეიძლება საჭირო გახდეს ფოსფორის დამატება.

გრძელვადიანი
საშუალო

მძიმე და არანამკურნალები თირკმლის უკმარისობის დროს ურემიული ტოქსინები გროვდება, რაც იწვევს ლეთარგიას, კონფუზიას და გონების დაბინდვას.

ურემიის სამკურნალოდ აუცილებელია დიალიზი.

ცვლადი
მაღალი

სითხის მოცულობის დარღვეული რეგულაცია ხშირია თირკმლის მწვავე დაზიანების შემთხვევებში, რაც არ ვლინდება პრერენული აზოტემიის დროს.

სითხეების მიღება შეზღუდულია და დიურეზი მაქსიმალიზებულია პრეპარატებით, როგორიცაა ფუროსემიდი.

პასუხი დიურეტიკებზე ვარიაბელურია.

შესაძლოა აუცილებელი გახდეს ულტრაფილტრაცია (სითხის მოცილება თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიით).

ცვლადი
მაღალი

კალიუმის ექსკრეციის დარღვევის, უჯრედების ლიზისი ან ქსოვილების ცამოშლის შედეგები.

მძიმე ჰიპერკალემიამ შესაძლოა მოგცეს კლასიკური ეკგ ნიშნები წვეტიანი T ტალღებით, გაზრდილი PR ინტერვალით, გაფართოებული QRS-ით, წინაგულების გაჩერებით და სინუსური ტალღების დარღვევით.

საკვები კალიუმის მიღების შეზღუდვა უნდა მოხდეს ყველა პაციენტში და შესაძლოა საკმარისი იყოს მსუბუქი ჰიპერკალემიის დროს.

ნატრიუმის პოლისტირენ სულფონატი შესაძლებელია გამოვიყენოთ საშუალო ან მძიმე ფორმის ჰიპერკალემიის დროს. თუმცა, მისი ეფექტები არ არის დაუყოვნებელი და შრატის კალიუმი სწრაფად უნდა შევამციროთ.

თუ ეს საწყისი საფეხურები არ არის საკმარისი ან თუ ჰიპერკალემია მძიმე ფორმისაა, სამედიცინო ჩარევა უნდა განხორციელდეს და მოიცავს გულის შემოწმებას ეკგ-ს მეშვეობით.

თუ კლასიკური ცვლილებები არის, აუცილებელია ინტრავენური კალციუმით მკურნალობა შრატის კალიუმის სწრაფად დაქვეითებასთან, ინსულინთან, გლუკოზასთან და ბეტა აგონისტებთან ერთად. სიფრთხილე გვმართებს კალციუმის მარილების ინტრავენურად მიცემისას, რათა თავიდან ავიცილოთ ექსტრავაზაცია, რადგანაც ისინი ძლიერ ტოქსიურია ქსოვილებისთვის.

თუ ჰიპერკალემია რეფრაქტორულია მედიკამენტოზური მკურნალობის მიმართ ან თუ არის გულისმიერი გამოვლინებები, ნაჩვენებია ჰემოდიალიზი კალიუმის სწრაფი ნორმალიზაციისთვის.

ცვლადი
მაღალი

ვითარდება არააქროლადი მჟავების დაგროვების შედეგად. მეტაბოლური აციდოზის სამართავად შესაძლებელია გამოვიყენოთ პერორალური ან ინტრავენური ბიკარბონატების პრეპარატები, როგორიცაა ნატრიუმის ბიკარბონატი ან ნატრიუმის ციტრატი/ლიმონმჟავა.

მკურნალობა ხშირად მოითხოვს დიალიზს თუ მძიმე ფორმისაა და რესპირატორული კომპენსაცია ვერ ახერხებს pH-ის შენარჩუნებას.

ცვლადი
საშუალო

თირკმლის მწვავე დაზიანების გამო პაციენტს შესაძლოა დარჩეს თირკმლის გახანგრძლივებული დაზიანება და ფუნქცია შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს საბაზისო მაჩვენებელს.

გამოჯანმრთელება დამოკიდებულია დაზიანების მექანიზმზე, სიმძიმესა და ფონურ თანამდევ სამედიცინო მდგომარეობებტან ერთად.

ბავშვებში თირკმლის მწვავე დაზიანება შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის ქრონიკულ დაავადებასთან, რაც პროგრესირებს თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებამდე.[125][126]

თირკმლის მწვავე დაზიანების შემდეგ არასრული გამოჯანმრთელების ფონზე მაღალია გულის უკმარისობის და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის რისკი.[127]

ცვლადი
საშუალო

ზოგიერთი პაციენტი შეიძლება ვერ გამოჯანმრთელდეს. განსაკუთრებით თუ აქვს თირკმლის ფონური დაავადება ან სხვა თანმხლები მდგომარეობები. შესაძლებელია აუცილებელი გახდეს თირკმლის ქრონიკული ჩანაცვლებითი თერაპია.[121]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას