შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

65 წლის მწეველ მამაკაცს ჰიპერტენზიით, დისლიპიდემიით და შაქრიანი დიაბეტით აქვს ტკივილი გულმკერდის არეში. ეკგ მიანიშნებს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტზე. პაციენტი მიყავთ გადაუდებელი კორონარული ანგიოგრამის გასაკეთებლად. სამი დღის შემდეგ მას განუვითარდა ოლიგურია, ჰიპერკალემია და შრატში მოიმატა კრეატინინმა.

შემთხვევის ანამნეზი #2

ანამნეზში გულის სარქვლოვანი დაავადების მქონე 35 წლის მამაკაცი იტარებს სტომატოლოგიურ პროცედურას ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკის გარეშე. რამდენიმე კვირის შემდეგ მას აღენიშნება სიცხე და რესპირატორული დისტრესი. პაციენტი ინტუბირებულია. ჰოსპიტალიზაციისას სისხლის კულტივირებით ამოითესა Streptococcus viridans. ექოსკოპიით ჩანს მიტრალური სარქვლის ვეგეტაციები. ლაბორატორიული კვლევებით ვლინდება შრატის კრეატინინის მომატება და შარდის გამოყოფის დაქვეითება. შარდის ანალიზი გვიჩვენებს 20-ზე მეტ ლეიკოციტს, 20-ზე მეტ ერითროციტს და წითელი უჯრედების ცილინდრებს. შარდის კულტურა უარყოფითია. თირკმლის ულტრაბგერითი კვლევის შედეგები უმნიშვნელოა. ერითროციტების დალექვის სიჩქარე მომატებულია.

სხვა გამოვლინებები

თირკმლის მწვავე დაზიანება შესაძლოა განვითარდეს შარდის ნორმალური გამოყოფის ფონზე და სხვაგავარად უსიმპტომო პაციენტში. ასოცირებული ლაბორატორიული დარღვევები მოიცავს შრატში მომატებულ კრეატინინს და შარდოვანას, ჰიპერკალემიას და ანიონური ან არააინიონური ხარვეზის მეტაბოლური აციდოზი ვლინდება. სიმპტომები, როგორიცაა ართრალგია, მიალგია ან გამონაყარი შესაძლოა აღინიშნებოდეს ვასკულიტის ან გლომერულონეფრიტის შემთხვევებში.

სისხლძარღვების კათეტერიზაციის ან სისტემური ანტიკოაგულაციის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს თირკმლის მწვავე დაზიანება ათეროემბოლური დაზიანების შედეგად. აბდომინალური წარმონაქმნები ან გადიდებული შარდის ბუშტი, რომლებიც ვლინდება გასინჯვისას ან ვიზუალიზაციით, შესაძლოა გამოვლინდეს სხვაგვარად უსიმპტომო ინდივიდებში, რომლებსაც აქვთ ობსტრუქციული ნეფროპათია და თირკმლის უკმარისობა. თირკმლის მწვავე დაზიანება ალერგიული სიმპტომებით (ცხელება, გამონაყარი, ართრალგია), ჰემატურია და სტერილური პიურია მიუთითებს ინტერსტიციულ ნეფრიტზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს