თავის ტკივილი ხშირია ბავშვებში. მდგომარეობის ინციდენტობას ადრეული ბავშვობიდან მოზარდობის ასაკამდე მზარდი ხასიათი აქვს. თავის ტკივილი პედიატრიულ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში საერთო ვიზიტების მიზეზთა 0.7%-1.3%-ს შეადგენს.[1]Kan L, Nagelberg J, Maytal J. Headaches in a pediatric emergency department: etiology, imaging, and treatment. Headache. 2000 Jan;40(1):25-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10759899?tool=bestpractice.com
[2]Burton LJ, Quinn B, Pratt-Cheney JL, et al. Headache etiology in a pediatric emergency department. Pediatr Emerg Care. 1997 Feb;13(1):1-4.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9061724?tool=bestpractice.com
თავის ტკივილი კლასიფიცირდება ორგვარად: პირველადი ან მეორეული.[3]Headache Classification Committee of the International Headache Society (IHS). The international classification of headache disorders, 3rd edition. Cephalalgia.2018 Jan;38(1):1-211.
https://www.ichd-3.org/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29368949?tool=bestpractice.com
პირველადი თავის ტკივილის ტიპებია: შაკიკი, დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი, კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილი და ასევე ყოველდღიური პერსისტენტული თავის ტკივილი. მეორეული თავის ტკივილი წარმოადგენს ფონური ინტრაკრანიული ან სამედიცინო მდგომარეობის სიმპტომს, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. მწვავე თავის ტკივილის თავდაპირველი შეფასების მიზანია გამოააშკარავოს თავის ტკივილის შესაძლო მეორეული მიზეზი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას.
კლინიკური კლასიფიკაცია
თავის ტკივილის კლასიფიკაცია შესაძლებელია მიმდინარეობის დროის მიხედვით.
თავის ტკივილი
თავის ტკივილის ერთეული ეპიზოდი თავის ტკივილის უწინდელი ეპიზოდების გარეშე.
შესაძლოა წარმოადგენდეს პირველადი თავის ტკივილის პირველ ან უჩვეულოდ მძიმე ფორმას.
შესაძლოა მიუთითებდეს თავის ტკივილის ახალ, მეორეულ მიზეზზე, რომელიც საჭიროებს შეფასებას.
მწვავე განმეორებითი თავის ტკივილი
თავის ტკივილის მონაკვეთები, რომელსაც ენაცვლება თავის ტკივილისგან თავისუფალი პერიოდები.
უხშირესად მიუთითებს თავის ტკივილის პირველად დაავადებაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტკივილის ხსენებული ფორმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება.
შესაძლოა შეგვხვდეს მეორეული თავის ტკივილის დროს, მაგ. როგორც ინტრაკრანიული წნევის წყვეტილი მატებისას.
ქრონიკული პრგორესირებადი თავის ტკივილი
თავის ტკივილის ეტაპობრივი მატება.
მიუთითებს გაფართოებად ინტრაკრანიულ დაზიანებაზე.
თავის ტვინის სიმსივნის მქონე ბავშვთა 62 %-ს თავის ტკივილი უვითარდება დიაგნოზის დადგენამდე, ხოლო 98%-ს აღენიშნება სულ მცირე ერთი ნევროლოგიური სიმპტომი ან დარღვევა გასინჯვისას.[4]The Childhood Brain Tumor Consortium. The epidemiology of headache among children with brain tumor: headache in children with brain tumors. J Neurooncol. 1991 Feb;10(1):31-46.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/2022972?tool=bestpractice.com
უხშირესად გვხვდება შემდეგი სიმპტომები: გულისრევა ან ღებინება, სიარულის პრობლემები, მხედველობითი სიმპტომები, კუნთის ადგილობრივი სისუსტე ან პიროვნული ცვლილებები.[4]The Childhood Brain Tumor Consortium. The epidemiology of headache among children with brain tumor: headache in children with brain tumors. J Neurooncol. 1991 Feb;10(1):31-46.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/2022972?tool=bestpractice.com
ყველაზე ხშირი ნიშნებია: მხედველობის ნერვის შეშუპება, თვალის ანომალიური მოძრაობები, ატაქსია, რეფლექსების დარღვევა და მხედველობის ველის ან მხედველობის სიმახვილის დეფექტები.[4]The Childhood Brain Tumor Consortium. The epidemiology of headache among children with brain tumor: headache in children with brain tumors. J Neurooncol. 1991 Feb;10(1):31-46.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/2022972?tool=bestpractice.com
ქრონიკული არაპროგრესირებადი თავის ტკივილი
მუდმივი, უცვლელი თავის ტკივილი.
შესაძლოა გამოწვეული იყოს პირველადი თავის ტკივილის ქრონიკული ფორმით ან მსგავსი მეორეული ეტიოლოგიებით.
შაკიკის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები
აურის გარეშე შაკიკის დიაგნოზის დასადგენად საჭიროა:[3]Headache Classification Committee of the International Headache Society (IHS). The international classification of headache disorders, 3rd edition. Cephalalgia.2018 Jan;38(1):1-211.
https://www.ichd-3.org/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29368949?tool=bestpractice.com
[5]Hershey AD. Current approaches to the diagnosis and management of paediatric migraine. Lancet Neurol. 2010 Feb;9(2):190-204.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20129168?tool=bestpractice.com
სულ მცირე 5 შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს ბ-დან დ-მდე კრიტერიუმებს
B: თავის ტკივილის შეტევები, რომელიც გრძელდება 2-დან 72 საათამდე (თუ მკურნალობა არ ჩატარებულა ან წარუმატებელი იყო) (შენიშვნა: მოზრდილებთან შედარება, სადაც 4-დან 72 საათამდე შუალედია)
C. თავის ტკივილი, რომელიც ხასიათდება ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ორი ნიშნით:
ლოკალიზაციით უნილატერალური, შესაძლოა იყოს ბილატერალურიც, ფრონტოტემპორული*
მოპულსირე ფორმა
ტკივილის ან საშუალო მძიმე ინტენსივობა
მდგომარეობის დამძიმება რუტინული ფიზიკური აქტივობით (მაგ. სიარული, კიბეზე ასვლა) ან პაციენტის მიერ ამ აქტივობებისგან თავის შეკავება ტკივილის პრევენციის მიზნით
D. თავის ტკივილის დროს უნდა აღინიშნებოდეს ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთი:
E. არ უკავშირდება სხვა დაავადებას.
* ICHD-3 კლასიფიკაციაში აღნიშნულია, რომ შაკიკის თავის ტკივილი ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე) უფრო ხშირად ორმხრივია, ვიდრე მოზრდილებში; უნილატერალური ტკივილი, როგორც წესი, ჩნდება გვიან მოზარდობის ან ზრდასრულ ასაკში. შაკიკის თავის ტკივილი, ჩვეულებრივ, ფრონტოტემპორალურია. ოქციპიტალური (კეფის) ტკივილი ბავშვებში იშვიათია და საჭიროებს სიფრთხილით დიაგნოსტირებას[3]Headache Classification Committee of the International Headache Society (IHS). The international classification of headache disorders, 3rd edition. Cephalalgia.2018 Jan;38(1):1-211.
https://www.ichd-3.org/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29368949?tool=bestpractice.com
აურის მქონე შაკიკის დიაგნოზი საჭიროებს:
A: სულ მცირე 2 შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B და C კრიტერიუმებს
B: ჩამოთვლილი აურის სიმპტომებიდან ** სრულიად შექცევადი ერთი ან მეტი სიმპტომი:
C: შემდეგი 6 მახასიათებლიდან მინიმუმ 3:
1. მინიმუმ აურის ერთი სიმპტომი თანდათან ძლიერდება 5 წუთის განმავლობაში
2. აურის ორი ან მეტი სიმპტომი ვითარდება თანმიმდევრობით
3. აურის თითოეული სიმპტომი გრძელდება 5-60 წუთი
4. აურის მინიმუმ ერთი სიმპტომი არის უნილატერალური
5. აურის მინიმუმ ერთი სიმპტომი დადებითია
6. აურას თან ახლავს, ან 60 წუთში იწყება თავის ტკივილი
D. არ უკავშირდება სხვა დაავადებას.
** ICHD-3 კლასიფიკაცია აღნიშნულია, რომ ბავშვებში და მოზარდებში გვხვდება ნაკლებად ტიპიური ორმხრივი ვიზუალური სიმპტომები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს აურას.[3]Headache Classification Committee of the International Headache Society (IHS). The international classification of headache disorders, 3rd edition. Cephalalgia.2018 Jan;38(1):1-211.
https://www.ichd-3.org/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29368949?tool=bestpractice.com