პროგნოზი

აივ-ით ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობას უნარი აქვს მრავალი წლის განმავლობაში არეგულიროს ვირუსული რეპლიკაცია ეფექტური იმუნური პასუხის მეშვეობით; თუმცა, პოტენციური კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპიის თანამედროვე ერაში, რეკომენდებულია, რომ აივ-ით ინფიცირებულ ყველა პაციენტს ჩაუტარდეს ანტირეტროვირუსული თერაპია და არ წარმოებდეს იმ პაციენტების სისხლის სერიული მონიტორინგი და კლინიკური შეფასება, რომლებიც აღარ იტარებენ თერაპიას. ანტირეტროვირუსული თერაპიის გარეშე მიმდინარეობს CD4 უჯრედების სტაბილური კლება და იმუნიტეტის ნელი განადგურება, რაც იწვევს კონსტიტუციური სიმპტომების ეტაპობრივ გამოვლენას, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვება ოპორტუნისტული ინფექციებისა და ავთვისებიანი დაავადებების განვითარება. პაციენტები, როგორც წესი, სტადიებს შორის მიმდევრობით გადადიან, თუმცა, არაერთ შემთხვევაში, ისინი გადადიან სტადიაზე და "ახტებიან" სტადიათა შორის კლინიკურ ეტაპს. პაციენტები წინა სტადიას არ უბრუნდებიან, მკურნალობის შემთხვევაშიც კი.

ანტირეტროვირუსული თერაპია ამცირებს აივ-ის რეპლიკაციას ლაბორატორიულად არა-გამოვლინებად დონემდე. რაც განაპირობებს შორს წასული იმუნური დეფიციტის აღდგენას ნამკურნალევი პაციენტების დიდ უმეტესობაში და მკურნალობამდე პროგრესირებადი და ერთგვაროვნად ფატალური სინდრომის ფონზე ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებას. ანტირეტროვირუსულ თერაპიას შეუძლია ასევე აივ ტრანსმისიის შემცირება და ინფექციის პრევენცია სისხლთან ან სქესობრივი გზით ექსპოზიციის შემდეგ (ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა) მანამ სანამ შესაბამისი ანტირეტროვირუსული თერაპია გაგრძელდება უშეცდომოდ, დანიშნულების მიხედვით, ვირუსი იქნება სუპრესირებული. ექიმის მითითებების ცუდად შესრულება არის რეჟიმის წარუმატებლობის ყველაზე ხშირი მიზეზი, წამლის მიმართ რეზისტენტობის განვითარების გამო, რაც იწვევს იმუნურ უჯრედში ვირუსის რეპლიკაციას და იმუნური სისტემის მუდმივ დაზიანებას. ასეთი გარემოების დროს, უნდა გამოინახოს ახალი, არა-რეზისტენტული აგენტებით დაკომპლექტებული რეჟიმი, რომელიც შემდეგ, სწორად ჩატარების შემთხვევაში, კვლავ გამოიწვევს ვირუსის სუპრესიას. ამის შემდეგ, აივ თერაპიის მთავარი მიზანია ვირუსის რეპლიკაციის მაქსიმალური სუპრესია, საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის რეზისტენტული მუტაციების შერჩევის პრევენცია. ამასთან, ხანგრძლივი, სწორი თერაპია წარმოადგენს ყველა აივ რეჟიმის ეფექტურობის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს.[103]

ანტირეტროვირუსული მკურნალობის შედეგად ვიროლოგიური დათრგუნვა მიიღწევა 3-6 თვის ფარგლებში. წლების განმავლობაში ვირუსის ხელახალი აღმოცენების სიხშირე იკლებს, ხოლო რისკი ქვეითდება ვირუსული სუპრესიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. 16,000-ზე მეტ აივ დადებით პირზე დიდ ბრიტანეთის კოჰორტული კვლევის მიხედვით, პაციენტთა დიდ ნაწილს, რომელიც იტარებს ანტირეტროვირუსულ თერაპიას, არ განუვითარდება ვირუსის ხელახალი აღმოცენება მთელი სიცოცხლის განმავლობაში (45 წელს გადაცილებული მამაკაცებიდან, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან, დაახლოებით 1%-ს აღენიშნება ვირუსის ხელახალი აღმოცენება წლიურად).[104] აშშ-ში, ვირუსის სუპრესიის მაჩვენებლები თითქმის სამჯერ გაიზარდა - 1997 წელს 32%-დან 2015 წელს 86%-მდე. ამ გაუმჯობესების მიზეზი, მეტწილად, გახლავთ ანტირეტროვირუსული თერაპიების დახვეწა წლების განმავლობაში.[105]

გლობალურად, სიკვდილობამ პიკს მიაღწია 2006 წელს (1.95 მილიონი), რის შემდეგაც ტენდენცია იკლებს და 2017 წელს დაფიქსირდა 0.95 მილიონი.[11] 2018 წელს გარდაიცვალა 770 000 პაციენტი.[10] ნებისმიერი მიზეზის სიკვდილობის მაჩვენებელი ანტირეტროვირუსული მკურნალობიდან 3 წლის ფარგლებში თანდათან ილებს. ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო პაციენტებში, რომელთაც მკურნალობა დაიწყეს 2008-2010 წლებში მათთან შედარებით, ვინც კურსის ჩატარება 2000-2003 წელს დაიწყო. აღნიშნული სხვაობის მიზეზი, მაღალი ალბათობით, არის ნაკლებად ტოქსიკური მედიკამენტების განვითრება და ხელმისაწვდომობა, მედიკამენტური რეჟიმების მიმართ უკეთესი დამყოლობა და თანხმლები დაავადებების უფრო ეფექტური მართვა. დროთ განმავლობაში, ანტირეტროვირუსული მკურნალობის შემდგომი სიცხოცხლის ხანგრძლივობა გაუმჯობესებდა.[106] სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა დაახლოებით 63-67 წლამდე (დამოკიდებულია ქვეყანასა და სქესზე) 20 წლის პაციენტებისთვის, რომელთაც მკურნალობა 2008-2010 წლებში დაიწყეს; თუმცა, ზოგად მოსახლეობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა კვლავ შედარებით დაბალია.[107] აივ ინფექციის მქონე პაციენტებში კიბოს სიკვდილობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ის ზოგად მოსახლეობაში. ინფიცირებულთა გარდაცვალების 10%-ის მიზეზი კიბოა, უხშირესად არაჰოჯკინის ლიმფომა, ფილტვის და ღვიძლის კიბო.[108]

პაციენტთა მცირე ნაწილს შეუძლია აკონტროლოს აივ-ის ვირუსული დატვირთვა ანტირეტროვირუსული თერაპიის დახმარების გარეშე. ბევრს აქვს დაბალი ან გამოუმჟავნებელი ვირუსული დატვირთვა და კარგად შენახული CD4 უჯრედების რაოდენობა წლების განმავლობაში. ეს ნაწილობრივ აივ-ის მიმართ ძლიერი იმუნიტეტის არსებობის შედეგია. თუმცა ადამიანების ამ ნაწილისთვისაც სასარგებლოა თანმიმდევრული და უწყვეტი ანტირეტროვირუსული თერაპია.

რემისიის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული აივ-1 ინფექციის მქონე პაციენტებში მას შემდეგ, რაც მათ ჩაუტარდათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია იმ დონორების ღეროვანი უჯრედებით, რომელთაც აღენიშნებათ ჰომოზიგოტური მუტაცია აივ-ის კორეცეპტორ CCR5-ზე. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, 2019 წლის მარტში, პირველი შემთხვევიდან 10 წლის შემდეგ. ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ, CCR5delta32/delta32 დონორის უჯრედების გამოყენებით ალოგენური ჰემატოპოიეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდგომ პაციენტი 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა რემისიაში, ხოლო შემდგომ შეწყვიტა ანტირეტროვირუსული მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევი ხელს უწყობს აივ ინფექციის შემდგომ კვლევებს, კლინიკური შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხელს უწყობს აივ-ის რემისიის სტრატეგიების განვითარებას CCR5-ის ექსპრესიის პრევენციაზე დაყრდნობით.[109][110]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით