დისკუსია პაციენტთან

ზოგადი პრევენციული ზომები

  • დაიბანეთ ხელები ხშირად, საპნითა და წყლით, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ სპირტზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალება (რომელიც სულ მცირე 60% სპირტს შეიცავს), განსაკუთრებით საჯარო სივრცეში ყოფნის შემდეგ, ცხვირის მოხოცვის შემდეგ ან დახველების/დაცემინების შემდეგ. თავი აარიდეთ დაუბანელი ხელით თვალებზე, ცხვირზე, პირზე შეხებას.

  • მოერიდეთ ადამიანებთან ახლო კონტაქტს (შეინარჩუნეთ სულ მცირე 1-მეტრიანი [3 ფუტი] დისტანცია), ხელის ჩამორთმევას, განსაკუთრებით მათთან, ვინც ავად არის, აღენიშნება ცხელება, ახველებს ან აცემინებს. აღსანიშნავია, რომ რეკომენდებული დისტანცია განსხვავდება ქვეყნებს შორის (მაგ., აშშ და დიდი ბრიტანეთი 2 მეტრს [6 ფუტს] აწესებენ), ამიტომ უნდა გაეცნოთ ადგილობრივ მითითებებს 

  • დაიცავით სასუნთქი გზების ჰიგიენა (დაიფარეთ პირი და ცხვირი დახველების ან დაცემინების დროს, დაუყოვნებლივ გადააგდეთ ხელსახოცი დახურულ სანაგვე ყუთში და დაიბანეთ ხელები).

  • დარჩით სახლში, თუ ხართ ავად, თუნდაც მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში, სანამ არ გამოკეთდებით (გარდა სამედიცინო დახმარების მოთხოვნის საჭიროებისა) 

  • ყოველდღიურად გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებით (მაგ., ჩამრთველები, სახელურები, კარადების ზედაპირები, ტელეფონები და ა.შ.).[307][308]

  • BMJ Learning: Covid-19 – handwashing technique and PPE videos external link opens in a new window

სახის ნიღბები

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სიმპტომურმა პირებმა უნდა ატარონ სამედიცინო ნიღაბი, იყვნენ თვითიზოლაციაში და მიმართონ სამედიცინო დახმარებას რაც შეიძლება ადრე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახლა მხარს უჭერს ნიღბის ტარებას (სამედიცინო ან ნაჭრის) საზოგადოებრივ პირობებში (რეგიონებში, სადაც შესაძლებელია ან დადასტურებულია ინფექციის გავრცელება და რთულია სხვა ზომების მიღება, როგორიცაა სოციალური დისტანცირება, კონტაქტების მიდევნება, ტესტირება; ასევე პირობებში, როცა შეუძლებელია დისტანციის დაცვა, განსაკუთრებით მოწყვლად პირებთან).[85]

  • დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით, ნაჭრის, სახლში დამზადებული ნიღბის ტარება შეიძლება საჯარო სივრცეებში, სადაც რთულია სოციალური დისტანცირების ზომების შენარჩუნება (მაგ., აფთიაქი, სუპერმარკეტი), განსაკუთრებით იმ არეალში, სადაც საზოგადოებრივი გავრცელება მაღალია.[314]

  • WHO: coronavirus disease (COVID-19) advice for the public – when and how to use masks external link opens in a new window

  • Public Health England: how to make a cloth face covering external link opens in a new window

  • CDC: use of masks to help slow the spread of COVID-19 (includes instructions on how to make masks) external link opens in a new window

მგზავრობასთან დაკავშირებული რჩევები

შინაური ცხოველები

  • ამ დროისთვის, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ კომპანიონი ცხოველები (მათ შორის შინაური და სხვა ცხოველები) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ COVID-19-ის გავრცელებაში. მიჩნეულია, რომ ცხოველებიდან ადამიანზე დაავადების გავრცელების რისკი ძალიან დაბალია. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს კომპანიონი ცხოველის კანიდან ან ბეწვიდან.[841]

  • შინაური ცხოველების ძალიან მცირე რაოდენობაა აღრიცხული, რომლებიც დაინფიცირდნენ დადასტურებული COVID-19-ის მქონე ადამიანებთან ახლო კონტაქტის შემდეგ; თუმცა, აშშ-ში ტესტი ათასობით ცხოველს ჩაუტარდა, რომელთაგან დადებითი პასუხი არცერთს არ გამოვლენია. არსებობს მზარდი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კატა და ქრცვინი ძლიერ მოწყვლადია მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2-ის (SARS-CoV-2) ინფექციის მიმართ, ხოლო ძაღლებს და მსხვილფეხა საქონელს აქვთ დაბალი მიმღებლობა ან საერთოდ არ არიან მოწყვლადნი. ნიუ იორკში, ზოოპარკის ბინადარ ვეფხვს, ასევე ორ შინაურ კატას ტესტირების შედეგად SARS-CoV-2-ზე გამოუვლინდა დადებითი პასუხი (ორივე კატის პატრონებს ჰქონდათ ინფექცია და ორივე გამოჯანმრთელდა).[842][843][844][845] ასევე დაფიქსირებულია კატებს შორის ტრანსმისიის შემთხვევები.[846]

  • პაციენტებს უნდა ურჩიოთ, შეზღუდონ კონტაქტი შინაურ და სხვა ცხოველებთანაც, განსაკუთრებით სიმპტომურ ფაზაში. ურჩიეთ ხალხს, არ დაუშვან ცხოველების ურთიერთობა სახლის გარეთ სხვა ადამიანებთან ან ცხოველებთან. თუ ოჯახის წევრი ავად გახდება, უზრუნველყავით მისი იზოლირება ყველასგან, მათ შორის ცხოველებისგან.[847]

  • CDC: coronavirus disease 2019 (COVID-19) – pets and other animals external link opens in a new window

ათლეტები და ფიზიკურად აქტიური პირები

  • ურჩიეთ ინფექციაზე დადებითი შედეგის მქონე ასიმპტომურ პაციენტებს, არ დაიტვირთონ ფიზიკურად ტესტირების შედეგიდან 2 კვირის განმავლობაში და ეტაპობრივად განაახლონ აქტივობა მედპერსონალის გუნდის მითითებების შესაბამისად. მსუბუქი სიმპტომების მქონე, ტესტზე დადებით პაციენტებს ურჩიეთ, არ დაიტვირთონ ფიზიკურად სიმპტომების ალაგებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში და განაახლონ აქტივობა მხოლოდ სრული კარდიოლოგიური შემოწმების შემდეგ. თუ კარდიოლოგიური მონაცემები ნორმაშია, შესაძლებელია განვიხილოთ აქტივობის ეტაპობრივი განახლება მედპერსონალის გუნდის მითითებების შესაბამისად, მჭიდრო მონიტორინგის პირობებში.[848]

  • ზომიერი სიმპტომების მქონე ახალგაზრდა სპორტსმენები უნდა იყვნენ ასიმპტომური სულ მცირე 14 დღის განმავლობაში და მოიპოვონ ნებართვა პირველადი ჯანდაცვის ექიმისგან ვარჯიშსა და შეჯიბრში დაბრუნებამდე. ზომიერი სიმპტომების ანამნეზის (მაგ. გახანგრძლივებული ცხელება), გულის სიმპტომების ან სხვა საგულისხმო ნიშნების მქონე პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ელექტროკარდიოგრაფია. საჭიროების შემთხვევაში პაციენტი უნდა რეფერირდეს პედიატრიულ კარდიოლოგთან დამატებითი შეფასებისთვის სპორტული აქტივობის განახლებამდე.[849]

წყაროები

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით