მეთვალყურეობა

ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მოწოდებულია ჩამოთვლილი ნიშნების რეგულარული მონიტორინგი, რათა გართულებები დროულად დაფიქსირდეს:[2][863]

  • სასიცოცხლო ნიშნები (ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე, გულისცემა, არტერული წნევა, ჟანგბადის სატურაცია)

  • ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური პარამეტრები

  • კოაგულაციის პარამეტრები (D-დიმერი, ფიბრინოგენი, თრომბოციტების რაოდენობა, პროთრომბინის დრო)

  • ელექტროკარდიოგრამა

  • გულმკერდის რადიოლოგიური კვლევა

  • ვენური ან არტერიული თრომბოემბოლიის ნიშნები და სიმპტომები.

ადრეული გაფრთხილების ქულათა სისტემა

  • სადაც შესაძლებელია, გამოიყენეთ ადრეული გაფრთხილების ქულათა სისტემა მძიმე პაციენტების ადრეულად ამოცნობისა და დამძიმებული შემთხვევების მკურნალობის ესკალაციის მიზნით (მაგ., National Early Warning Score 2 [NEWS2]).[2]

  • არ არსებობს მონაცემები პირველად ჯანდაცვაში ამ ქულათა სისტემის გამოყენების მნიშვნელობის შესახებ COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის.[894] 

ორსულები

  • სასიცოცხლო ნიშნები დღეში სამჯერ-ოთხჯერ უნდა შემოწმდეს. დადასტურებული ინფექციის მქონე ორსულებში, რომელთაც აღენიშნებათ სიმტპომები და იმყოფებიან ჰოსპიტალში, საჭიროა ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი. დადასტურებული ინფექციის მქონე უსიმპტომო ორსულებში საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების დროულად შეფასების მიზნით ჩაატარეთ ნაყოფის ზრდის ულტრაბგერითი კვლევა და დოპლერით შეფასება.[570] ნაყოფის ზრდის გამოსაკვლევად დანიშნეთ ულტრაბგერითი კვლევა სიმპტომების ალაგებიდან 14 დღეში.[572]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით