გამოკვლევები

1-ლი რიგის გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა მოლეკულური ტესტირება (ნუკლეინის მჟავის სექვენირებით ან მის გარეშე).[363] პრიორიტეტების განსაზღვრა, თუ ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, ეფუძნება ადგილობრივ გაიდლაინებს და ხელმისაწვდომ რესურსებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიხედვით აღარ არის რეკომენდებული იმ ასიმპტომური პირების ტესტირება, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ დადასტურებული ინფექციის მქონე პირთან.[401] გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით, ხელმისაწვდომია მრავალი სხვადასხვა ტესტი. სახლში ტესტირების შესაძლებლობა არსებობს ზოგიერთ ქვეყანაში.

ამბულატორიულ პაციენტებში ნაცხი უნდა მოიპოვოთ ზედა სასუნთქი გზებიდან (ნაზოფარინგული და ოროფარინგული ნაცხი) და/ან ქვედა სასუნთქი გზებიდან (ნახველის და/ან ენდოტრაქეული ასპირატი ან ბრონქოალვეოლური ლავაჟი) მძიმე რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტებში. ამასთან, განიხილეთ დამატებითი კლინიკური ნიმუშების (მაგ., სისხლი, განავალი, შარდი) შეგროვების საკითხი. ტესტირებისათვის ნიმუშები უნდა მოვიპოვოთ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის შესაბამისი პროცედურების დაცვით. გაითვალისწინეთ, რომ ქვედა სასუნთქი გზებიდან ნიმუშის აღებისას არსებობს აეროზოლიზაციის მაღალი რისკი.[363]

შედეგების ინტერპრეტაცია საჭიროა სიფრთხილით. უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) ავლენს რნმ-ს, მაგრამ ბოლომდე არ არის გაგებული, თუ როგორ ასახავს იგი ინფექციურ ვირუსს, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა გახდეს შეზღუდვების საფუძველი პირთათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ ინფექციის რისკს.[402] დაჯამებული სენსიტიურობა არის 86%. დაჯამებული სპეციფიკურობა არის 96%. სიზუსტე დამოკიდებულია დაავადების პრევალენტობაზე მოსახლეობაში; რაც უფრო დაბალია დაავადების პრევალენტობა, ნაკლებია პოსტ-ტესტური ალბათობა.[404] ტესტის შედეგის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია ტესტის სისწორეზე და ტესტირებამდე პრეტესტირების ალბათობაზე (ან დაავადების შეფასებით რისკზე).[405] ცრუ დადებითი შედეგები უფრო ხშირია როცა პრევალენტობა საშუალო ან დაბალია. მიზეზი შეიძლება იყოს ლაბორატორიის შეცდომა ან ჯვარედინი რეაქცია ანტისხეულებთან, რომლებიც გამომუშავებულია ადამიანის სეზონურ კორონავირუსულ ინფექციებთან (მაგ. გაციება) წარსულში ექსპოზიციით.[407][408]

თუ COVID-19-ზე მყარი ეჭვის დროს მიიღება უარყოფითი პასუხი, საჭიროა დამატებითი ნიმუშების აღება და ტესტირება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თავდაპირველად მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების სინჯები იყო აღებული.[363]

ზოგიერთ ქვეყანაში ხელმისაწვდომია ტესტირება სამედიცინო მომსახურების ადგილზე, რომელიც გვაწვდის შედეგებს რამოდენიმე საათის ფარგლებში.[467] სწრაფი, სამედიცინო მომსახურების ადგილზე ტესტირება (POC ტესტი) ხელმისაწვდომია, მაგრამ არ არის რეკომენდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, გარდა კვლევის პირობებში გამოყენებისა, ვინაიდან აღნიშნული ტესტების ვალიდაცია დასრულებული არ არის.[364] ტესტირებას სამედიცინო მომსახურების ადგილზე (POC ტესტი) აღენიშნება ჯამური სენსიტიურობა 64.8% და სპეციფიკურობა 98%.[468]

მსოფლიოს მასშტაბით, ტესტები  მრავალ ლაბორატორიაშია ხელმისაწვდომი. ტესტირება უნდა შესრულდეს ჯანმრთელობის ადგილობრივი ორგანიზაციების ინსტრუქციებზე დაყრდნობით და ბიოუსაფრთხოების პრინციპების დაცვით. თუ ეროვნულ დონეზე ტესტირება ხელმისაწვდომი არ არის, ნიმუშები უნდა გაიგზავნოს შესაბამის რეფერალურ ლაბორატორიაში.

არსებობს მზარდი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ნერწყვი შესაძლოა იყოს სანდო მასალა RT-PCR-ით SARS-CoV-2-ის გამოსავლენად.[469][470][471][472] დამტკიცდა ტესტი, რომელიც იყენებს ნერწყვის ნიმუშს.[473]

ადგილობრივი მითითებების გათვალისწინებით აიღეთ ნაზოფარინგული ნაცხები, რათა გამორიცხოთ გრიპი და სხვა რესპირატორული ინფქეციები . მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ შესაძლებელია კოინფიცირება. COVID-19-ს არ გამორიცხავს სხვა პათოგენზე დადებითი ტესტი.[2][411] ერთჯერადი მულტიპლექს ტესტი, რომელიც გამოიყენება A და B ტიპის გრიპის ვირუსისა და SARS-CoV-2-ის ინფექციის დიაგნოსტიკისთვის, ხელმისაწვდომია აშშ-ში.[474]

შედეგი

დადებითია მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2-ის (SARS-COV-2) ვირუსულ რნმ-ზე; შეიძლება დადებითი იყოს A და B ტიპის გრიპის ვირუსებზე და სხვა რესპირატორულ პათოგენებზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

ნაჩვენებია სუნთქვის დარღვევისა და ციანოზის მქონე პაციენტებში.

ექიმებმა უნდა გააცნობიერონ, რომ COVID-19-ის მქონე პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ "ჩუმი ჰიპოქსია": ჟანგბადით გაჯერების დონე შესაძლოა დაეცეს და გამოიწვიოს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აშკარა სიმპტომების გარეშე. სხვა ორგანოების დისფუნქცია პაციენტთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მდგომარეობის მწვავე გაუარესების პირველი ფაზის შემდეგ, პაციენტის შემდგომი დამძიმების აღმომჩენი ტრადიციული მეთოდები (მაგ., ეროვნული ადრეული გაფრთხილების ქულა 2 [NEWS2] ) შეიძლება ვერ დაგვეხმარონ მოსალოდნელი სუნთქვის უკმარისობის ამოცნობაში.[393]

შედეგი

შეიძლება გამოვლინდეს ჟანგბადის დაბალი სატურაცია (SpO2 < 90%)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჩვენებისამებრ დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში ჰიპერკარბიის ან აციდოზის გამოსავლენად.

რეკომენდებულიასუნთქვის დარღვევის და ციანოზის მქონე პაციენტებში, რომელთაც დაბალი აქვთ ჟანგბადის სატურაცია (SpO₂ <90%).

შედეგი

შესაძლოა აღინიშნოს ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

ლიმფოპენია, ლეიკოციტოზი და თრომბოციტოპენია დაკავშირებულია დაავადების მძიმე ფორმასთან; შესაბამისად, შეიძლება ბიომარკერებად გამოდგეს დაავადების პროგრესიის პროგნოზირებისთვის.[475]

ნეიტროფილების და ლიმფოციტების მაღალი თანაფარდობა გამოსადეგი მარკერია დაავადების მძიმე ფორმის და არასასურველი პროგნოზის ალბათობის განსაზღვრისთვის.[476][477]

ლიმფოციტების გარკვეული ქვეტიპების აბსოლუტური რაოდენობა, მათ შორის CD4+ და CD8+ T-უჯრედების, მნიშვნელოვნად დაქვეითებულია მძიმე დაავადების დროს.[478]

მოგვიანებითი ფაზის თრომბოციტოპენია (სიმპტომების გამოვლენიდან 3 კვირაში ან უფრო გვიან) აღწერილია, მაგრამ იშვიათია.[479]

შედეგი

ლიმფოპენია; ლეიკოციტოზი; ლეიკოპენია; თრომბოციტოპენია; ჰემოგლობინის დაქვეითება; ეოზინოფილების დაქვეითება 

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

პნევმონიით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ყველაზე ხშირი ლაბორატორიული დარღვევაა ღვიძლის ტრანსამინაზების მატება. შესაძლოა აღინიშნოს ალბუმინის დაქვეითება და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.[4][5]

ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება ვლინდება მძიმე დაავადების დროს; შესაბამისად, კვლევა გამოგვადგება დაავადების პროგრესირების პროგნოზის დასადგენად.[480]

შრატში შარდოვანას და კრეატინინის დონე იმატებს დაავადების მძიმე ფორმის დროს; შესაბამისად, შესაძლებელია მათი ბიომარკერებად გამოყენება დაავადების პროგრესიის პროგნოზირებისთვის.[475]

ჰიპოალბუმინემია დაკავშირებულია მძიმე დაავადებასთან და შეიძლება გამოგვადგეს დაავადების პროგრესირების პროგნოზის დასადგენად.[481]

ჰიპოკალიემია აღწერილია პაციენტების 54%-ში.[482] ჰიპოკალციემია დაფიქსირდა პაციენტების 63%-ში.[483] შეიძლება არსებობდეს ელექტროლიტების სხვა დარღვევებიც. 

შედეგი

მომატებული ღვიძლის ტრანსამინაზები; დაქვეითებული ალბუმინი; თირკმლის უკმარისობა; ელექტროლიტების დარღვევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

უკონტროლო ჰიპერგლიკემია აუარესებს პროგნოზს ყველა პაციენტისთვის, არამხოლოდ დიაბეტის მქონე პაციენტებში.[484][485][486]

შედეგი

ცვალებადი

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

ყველაზე ხშირად ვლინდება D-დიმერის და ფიბრინოგენის ზრდა, ასევე პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.[4][5][6][487]

ამ პარამეტრების მომატება ვლინდება მძიმე დაავადების დროს; შესაბამისად, კვლევა გამოგვადგება დაავადების პროგრესირების პროგნოზის დასადგენად.[475][488] დაავადების მძიმე ფორმისა და სიკვდილობის რისკი 2-მაგი და 4-მაგია (რიგითობა დაცულია) მომატებული D-დიმერის დონის მქონე პაციენტებში.[489]

D-დიმერის ძალიან მაღალი დონის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ თრომბოზის მომატებული რისკი.[490][491]

შედეგი

D-დიმერის მატება; პროთრომბინის დროის გახანგრძლივება; ფიბრინოგენის დონის მატება

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

დონე იმატებს დაავადების მძიმე ფორმის დროს; შესაბამისად, შესაძლებელია ბიომარკერად გამოყენება დაავადების პროგრესის პროგნოზირებისთვის.[475][492]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

ხშირად მომატებულია COVID-19-ის მქონე პაციენტებში.[397]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

დონე იმატებს დაავადების მძიმე ფორმის დროს; შესაბამისად, შესაძლებელია ბიომარკერად გამოყენება დაავადების პროგრესის პროგნოზირებისთვის.[475]

შესაძლოა იყოს უფრო ხშირი COVID-19-ის მქონე პაციენტებში პნევმონიის სხვა ტიპებთან შედარებით.[429]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

ინტერლეიკინ-6 გააქტივებული მაკროფაგების მიერ ყველაზე ხშირად გამოთავისუფლებული ციტოკინია. დონე იმატებს დაავადების მძიმე ფორმის დროს; შესაბამისად, შესაძლებელია ბიომარკერად გამოყენება დაავადების პროგრესის პროგნოზირებისთვის.[475][493] ნაკლები ალბათობით იმატებს ბავშვებში.[494]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

შრატში ტროპონინი I-ის დონე შესაძლოა იყოს მომატებული გულის დაზიანების მქონე პაციენტებში. დონე იმატებს დაავადების მძიმე ფორმის დროს; შესაბამისად, შესაძლებელია ბიომარკერად გამოყენება დაავადების პროგრესის პროგნოზირებისთვის.[475]

სხვა კარდიული ბიომარკერები (მაგ., კრეატინ კინაზა-მიკოარდიული ხაზი, თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდი, გულის ტროპონინი T) ასევე შეიძლება მომატებული იყოს და ასოცირებულია დაავადების მძიმე ფორმასთან და მეტად არასასურველ გამოსავალთან.[495][496]

კრეატინ კინაზა-მიოკარდიუმის ტიპი მომატებულია ბავშვებში მსუბუქი დაავადების ფონზე.[399]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

დონე იმატებს დაავადების მძიმე ფორმის დროს; შესაბამისად, შესაძლებელია ბიომარკერად გამოყენება დაავადების პროგრესის პროგნოზირებისთვის.[497]

შესაძლოა იყოს მომატებული მეორეული ბაქტერიული ინფექციის მქონე პაციენტებში.[4][5] შეიძლება უფრო ხშირი იყოს ბავშვებში.[391]

მტკიცებულებები არასაკმარისია იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაეწიოს პროკალციტონინის რუტინულ ტესტირებას ანტიბიტოიკების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.[498]

თუმცა, შესაძლოა გამოდგეს COVID-19-თან დაკავშირებული პნევმონიის მქონე პაციენტებში ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენების შეზღუდვისთვის.[499]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

შეიძლება მიუთითებდეს ციტოკინის გამოთავისუფლების სინდრომის განვითარებაზე.[500]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

დონე იმატებს დაავადების მძიმე ფორმის დროს; შესაბამისად, შესაძლებელია ბიომარკერად გამოყენება დაავადების პროგრესის პროგნოზირებისთვის.[475]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

დანიშნეთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

კრეატინკინაზას დონის მატება დაფიქსირდა პაციენტთა 13-33%-ში.[4][5]

მიუთითებს კუნთის ან მიოკარდიუმის დაზიანებაზე.

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

ქვედა სასუნთქი ტრაქტის ინფექციის სხვა მიზეზებისა და სეფსისის გამოსარიცხად აიღეთ სისხლის და ნახველის ნიმუშები კულტურისთვის, განსაკუთრებით ატიპური ეპიდემიოლოგიური ანამნეზის მძიმე ან კრიტიკულ პაციენტებში.[2]

ტესტირება ყველაზე საჭირო არის მაშინ, როდესაც დგას მრავალი წამლის მიმართ რეზისტენტული პათოგენების არსებობის საკითხი.[499]

შესაძლებლობის შემთხვევაში ნიმუშები უნდა მოვიპოვოთ ემპირიული ანტიმიკრობული თერაპიის დაწყებამდე.

შედეგი

უარყოფითია ბაქტერიულ ინფექციაზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჩაატარეთ საეჭვო პნევმონიის მქონე ყველა პაციენტში.

ფილტვის ცალმხრივი ინფილტრატები გვხვდება პაციენტების 25%-ში, ორმხრივი ინფილტრატები - 75%-ში.[4][5][419]

მიუხედავად იმისა, რომ გულმკერდის რენტგენოგრამას დაბალი სენსიტიურობა აქვს კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, უპირატესობაა ნაკლები რესურსების საჭიროება, დაბალი რადიაციული დოზა, მარტივი გამეორება და მობილობა.[420]

შედეგი

ცალმხრივი ან ორმხრივი ინფილტრატები ფილტვში

სხვა შესაძლო გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

განიხილეთ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT). გაეცანით ადგილობრივ მითითებებს კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების საჭიროებასთან დაკავშირებით. ბრიტანეთის გულმკერდის ვიზუალიზაციის საზოგადოება (BSTI) რეკომენდაციას უწევს CT-ს კლინიკურად საეჭვო COVID-19-ის მძიმე შემთხვევებში, თუ გულმკერდის რენტგენოგრაფია გაურკვეველია ან ნორმაშია. BSTI: radiology decision tool for suspected COVID-19 external link opens in a new window დიდი ბრიტანეთის ზოგი ინსტიტუცია რეკომენდაციას უწევს უფრო პრაგმატულ მიდგომას COVID-19-ზე ძლიერი კლინიკური ეჭვის შემთხვევაში: გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია რეკომენდებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე ორჯერ მივიღებთ ორაზროვან ან ნორმალურ შედეგს და უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტი (RT-PCR) უარყოფითია.[421] რადიოლოგიის ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციის მიხედვით, CT უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის, ასევე სიმპტომური პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ CT-ის სპეციფიკური კლინიკური ჩვენებები. აღნიშნული რეკომენდაცია ხაზს უსვამს, რომ გულმკერდის ნორმალური CT არ ნიშნავს , რომ პაციენტს არ აქვს COVID-19, ხოლო პათოლოგიური შედეგი COVID-19-ის მიმართ სპეციფიკური არ არის.[422]

ჰოსპიტალიზებული პაციენტების 97%-მდე ნაწილს გამოუვლინდა პათოლოგიური ნიშნები გულმკერდის CT-ზე.[423] SARS-CoV-2-ის მქონე ზოგიერთ პაციენტში CT-ზე პნევმონიის გამოვლინება შესაძლოა წინ უსწრებდეს RT-PCR დადებით შედეგს.[424] კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე დაზიანებები შეიძლება გამოვლინდეს უსიმპტომო პაციენტებში. ასიმპტომურ პაციენტებში გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ნიშნების არსებობის ჯამური მაჩვენებელი შეადგენდა 62%-ს, ხოლო სიმპტომურ პაციენტებში მაჩვენებელი 90% იყო.[425] ზოგიერთ პაციენტს, RT-PCR დადებითი შედეგის მიუხედავად, გულმკერდის რადიოლოგიური მონაცემები ნორმაში აქვს.[426] ამასთანავე, RT-PCR შესაძლოა იყოს ცრუ უარყოფითი, ამიტომ, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ტიპური მონაცემებისას დიაგნოზის დასადატურებლად საჭიროა განმეორებითი RT-PCR ტესტირება.[427]

ყველაზე ხშირი გამოვლინებებია დამსხვრეული მინის სურათი, იზოლირებულად ან სხვა ნიშნებთან ერთად, როგორიცაა კონსოლიდაცია, წილაკთაშორისი ძგიდის გასქელება ან ნაკვალევის მსგავსი ნიშანი. ყველაზე ხშირი მიმდინარეობა არის ორმხრივი, პერიფერიული/პლევრის ქვეშა, უკანა წილების დაჩრდილვა, ქვედა წილების დომინანტობით. ექსტენსიური/მულტიწილოვანი ჩართულობა კონსოლიდაციით უფრო ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში და მძიმე დაავადების მქონე პირებში. ატიპური მახასიათებლებია ფილტვის სისხლძარღვების გადიდება, წილთაშორისი ან წილის შიდა ძგიდის შესქელება, ახლომდებარე პლევრის შესქელება, ჰაერის ბრონქოგრამები, სუპლევრული ზოლები, არეული ქვაფენილის განლაგება, ბრონქის გამრუდება, ბრონქოექტაზია, ვაკუოლური რეტრაქციის ნიშანი და ჰალო. იშვიათ შემთხვევებში ფიქსირდება პლევრული გამონაჟონი, პერიკარდიუმის გამონაჟონი, კავიტაცია, პნევმოთორაქსი და შუასაყრის ლიმფადენოპათია.[428]

ბავშვებში ხშირია ნორმალური ან მსუბუქად შეცვლილი გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია. ბავშვებში ყველაზე ხშირი ნიშნებია: კეროვანი დამსხვრეული მინის სურათი და უფრო იშვიათად, არასპეციფიკური კეროვანი დაჩრდილვა, კონსოლიდაციის კერები და ჰალოს ნიშანი. პათოლოგიები უფრო ხშირია ქვედა წილებში და მეტწილად ცალმხრივია. იშვიათია პლევრული გამონაჟონი.[430]

კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირებით, როგორც წესი, ვლინდება მინის ნამსხვრევისებრი დაჩრილვების ზომის, რაოდენობრივი და სიმკვრივის ზრდა ადრეული მონიტორინგის პერიოდში. შემდგომ ვითარდება შერეული სურათი, რომელიც მოიცავს მინის ნამსხვრევისებრ დაჩრდილვებს, კონსოლიდაციებს და არეული ქვაფენილის განლაგებას, რაც პიკს აღწევს მე-10-მე-11 დღეს, შემდგომ კი თანდათანობით ლაგდება ან რჩება ლაქოვანი ფიბროზის ფორმით.[428]

ერთ-ერთი მეტა ანალიზის მიხედვით, დაბალი პრევალენტობის მქონე რეგიონებში დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი მცირე იყო (1.5-30.7%), ხოლო უარყოფითი პროგნოზული მაჩვენებელი მერყეობდა 95.4-99.8% ფარგლებში. ჯამური მგრძნობელობა 94% იყო, ხოლო სპეციფიკურობა - 37%.[501] სხვა მეტა-ანალიზის მიხედვით ფიქსირდება 96%-იანი მგრძნობელობა.[502]

ჩინეთის ჰიპერენდემურ რეგიონში, 1000-ზე მეტი პაციენტისგან შემდგარ კოჰორტაში, COVID-19-ის დიაგნოსტიკის კუთხით გულმკერდის CT-ს ჰქონდა უფრო მაღალი მგრძნობელობა, ვიდრე თავდაპირველად ჩატარებულ ნაცხის RT-PCR-ს (88% და 59%, შესაბამისად). გამოჯანმრთელების პროცესში ასევე გულმკერდის CT-ის გამოსახულების გაუმჯობესება წინ უსწრებდა RT-PCR-ის დადებითი შედეგის უარყოფითით შეცვლას. გულმკერდის CT-ს მგრძნობელობა იყო 97% იმ პაციენტებში, რომელთაც საბოლოოდ RT-PCR დადებითი პასუხი გამოუვლინდათ. თუმცა, RT-PCR-ის უარყოფითი პასუხის მქონე პაციენტების 75%-ს ასევე აღენიშნებოდა პათოლოგიური ნიშნები გულმკერდის CT-ზე. ამ პაციენტთაგან, 48% განეკუთვნებოდა მაღალი ალბთობის შემთხვევას, ხოლო 33% კი შესაძლო შემთხვევად განიხილებოდა.[503]com.bmj.content.model.Caption@51ec3f11[Figure caption and citation for the preceding image starts]: 32 წლის მამაკაცის კომპიუტერული ტომოგრაფია განივი ჭრილში; ვლინდება მქრქალი მინისებრი დაჩრდილვა და მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის კონსოლიდაცია პლევრასთან ახლოს. სურათი მიღებულია სიმპტომების გამოვლენიდან 1-ლ დღეს (ზედა პანელი); ორმხრივი მქრქალი მინისებრი დაჩრდილვა და კონსოლიდაცია ვლინდება სიმპტომების გამოვლენიდან მე-7 დღესXu XW et al. BMJ. 2020;368:m606 [Citation ends].

შედეგი

დამსხვრეული მინის სურათი, იზოლირებულად ან სხვა ნიშნებთან ერთად, როგორიცაა კონსოლიდაცია, წილაკთაშორისი ძგიდის გასქელება ან ნაკვალევის მსგავსი ნიშანი); ორმხრივი, პერიფერიული/პლევრის ქვეშა, უკანა წილების დაჩრდილვა, ქვედა წილების დომინანტობით.

ტესტი
შედეგი
ტესტი

სეროლოგიური ტესტირება სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება; მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი, ანტისხეულების გამოვლენის ტესტები დამტკიცებულია SARS-CoV-2-ის IgG/IgM ანტისხეულების ხარისხობრივი გამოვლენისთვის შრატში, პლაზმაში ან მთლიან სისხლში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ უწევს მათ გამოყენებას კვლევის ფარგლებს გარეთ, ვინაიდან ამ ტესტებს ვალიდაცია არ მიუღია.[364]

მტკიცებულება განსაკუთრებით სუსტია ადგილზე ჩასატარებელი, სეროლოგიური ტესტების მხარდასაჭერად. მეტა-ანალიზის თანახმად, ქემილუმინესცენტური იმუნოკვლევები IgG ან IgM-ზე ხასიათდება 98%-იანი სენსიტიურობით; იმუნოსორბენტული ფერმენტული კვლევების (ELISA) სენსიტიურობა კი 84%-ია; თუმცა, გვერდითი დინების იმუნოკვლევები (LFIA), რომლებიც ადგილზე კეთდება, ყველაზე დაბალი, 66%-იანი სენსიტიურობით ხასიათდება. ტესტის სენსიტიურობა ყველაზე მაღალი იყო სიმპტომების გამოვლენიდან 3 ან მეტი კვირის გასვლის შემდეგ. ხელმისაწვდომი მტკიცებულება ამჟამად არ უწევს რეკომენდაციას ადგილზე ჩასატარებელი სეროლოგიური ტესტების გამოყენებას.[412]

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით, უპირატესია ის სეროლოგიური ანალიზები, რომელთა გადაუდებელ მდგომარეობაში გამოყენებაზე გაიცა ნებართვა სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ. არ არსებობს იმ გამოკვლევებს შორის უპირატესობა, რომელთა მეშვეობით ტარდება IgG, IgM და IgG ან საერთო ანტისხეულების ტესტები. ტესტის დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი ოპტიმიზირებული უნდა იყოს მაღალსპეციფიკური ტესტის არჩევით (მაგ. >99.5%) და იმ მოსახლეობის ტესტირებით, რომელსაც ანტისხეულების ქონის ყველაზე მაღალი ალბათობა აქვს, ან ორთოგონული ტესტირების ალგორითმის გამოყენებით. შედეგების ინტერპრეტირება მოწოდებულია სავარაუდო პროგნოზული მაჩვენებლების (დადებითი და უარყოფითი) გამოყენებით. ტესტირება შეიძლება გამოიყენოთ იმ პაციენტების სადიაგნოსტიკოდ, რომლებიც სიმპტომების გამოვლენიდან 9-14 დღის შემდეგ მოდიან. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს მოგვიანებითი გართულებების მქონე პაციენტებშიც. სეროლოგიური ტესტირება არ უნდა გამოიყენოთ პაციენტის იმუნური სტატუსის განსაზღვრის მიზნით ან ადამიანების დაჯგუფების მიზნით (სკოლები, საცხოვრებლები, ციხეები), ან მათი სამუშაო ადგილზე დაბრუნების მიზნით.[413]

ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების რეკომენდაციით, სეროლოგიური ტესტირება უნდა ჩატარდეს შემდგომ გარემოებებში: იმ პაციენტების შეფასებისას, რომლებზეც ინფექციის მაღალი კლინიკური ეჭვი გვაქვს, როდესაც მოლეკულური დიაგნოსტიკური ტესტირება უარყოფითია, ხოლო სიმპტომების დაწყებიდან სულ მცირე 2 კვირა არის გასული; ბავშვებში პედაიტრიული ანთებითი მულტისისტემური სინდრომის შეფასებისას; და სეროზედამხედველობის კვლევების დროს (დაფუძნებულია ძალიან დაბალიდან საშუალო ხარისხის მტკიცებულებებზე).[414]

SARS-CoV2-ის მიმართ ანტისხეულები, როგორც წესი, დაავადების პირველი 1-3 კვირის ფარგლებში ჩნდება. ამასთან, იმუნოგლობულინი G ანტისხეულების სეროკონვერსია ხშირად წინ უსწრებს იმუნოგლობულინ M ანტისხეულებს.[415][416] 

კოქრეინის მიმოხილვამ დაადგინა, რომ ანტისხუელბის ტესტი IgG/IgM-ის მიმართ COVID-19-ის მქონე პაციენტების მხოლოდ 30%-ს ავლენდა იმ შემთხვევაში, თუ ტარდებოდა სიმპტომების გამოვლენიდან 1 კვირის თავზე, თუმცა ტესტების სიზუსტე 2 კვირის თავზე იმატებდა და შეადგენდა 70%-ს, ხოლო 3 კვირის თავზე კი გამოვლენილი პაციენტების წილი 90%-ს შეადგენდა. 3 კვირის შემდგომი მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. COVID-19-ის არმქონე პაციენტებში ცრუ დადებითი შედეგები 2%-იანი სიხშირით ვლინდება. მიმოხილვით დადგინდა, რომ ანტისხეულების ტესტების მგრძნობელობა სიმპტომების გამოვლენიდან პირველ დღეს ძალიან დაბალია იმისთვის, რომ ჰქონდეს პირველადი როლი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში, თუმცა, ამ ტესტებს შესაძლოა ჰქოდნეთ სასარგებლო როლი უწინდელი ინფქეციის გამოვლენის კუთხით, თუ მათ ჩავატარეთ სიმპტომების გამოვლეიდან 15 ან მეტი დღის შემდგომ (თუმცა 35 დღის შემდგომ მონაცემების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირი რაოდენობითაა ხელმისაწვდომი).[417]

დასაშვებია შრატის ნიმუშების შენახვა, რათა ვალიდური სეროლოგიური ტესტების ხელმისაწვდომობის შემდეგ რეტროსპექტულად განისაზღვროს შემთხვევები. 

შედეგი

დადებითია SARS-CoV-2 ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე

ახალი ტესტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გასცა COVID-19-ის ანტიგენის პირველი ტესტის საგანგებო გამოყენების ნებართვა. აღნიშნული ტესტი პოულობს ვირუსის შემადგენელი ან ზედაპირული ცილების ფრაგმენტებს ცხვირის ღრუს ნაცხის ნიმუშებში. ტესტი უფრო სწრაფია, ვიდრე უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR). მისი სპეციფიკურობა მაღალია, მაგრამ სენსიტიურობა არასაკმარისია, ამიტომ უარყოფითი შედეგი უნდა გადამოწმდეს RT-PCR-ით.[434]

შედეგი

დადებითია SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) მსგავსი პროცესია, თუმცა გამოიყენება მუდმივი ტემპერატურა და წარმოქმნის უფრო მეტ ვირუსულ დნმ-ს. მარტივი და სწრაფი მეთოდია, თუმცა, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიაა, მისი გამოყენების შესახებ მტკიცებულებები მწირია. შექმნილია და შეფასებას გადის სხვადასხვა ტესტ-სისტემები SARS-CoV-2-ის სადიაგნოსტიკოდ.[431][432][433]

შედეგი

დადებითია SARS-CoV-2 ვირუსის რნმ-ზე.

ტესტი
შედეგი
ტესტი

ფილტვის ულტრაბგერა ზოგიერთ ცენტრში გამოიყენება დიაგნოსტიკური ინსტრუმენტის სახით, როგორც რენტგენის და გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის ალტერნატივა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მხოლოდ ძალიან დაბალი სიზუსტის მტკიცებულებები, შეიძლება დაგვეხმაროს დამატებითი ან ალტერნატიული რადიოლოგიური კვლევის სახით.[420]

ულტრაბგერის დადებითი მახასიათებლებია: მობილობა, ადგილზე შეფასების შესაძლებლობა, სამედიცინო პერსონალის დაბალი ექსპოზიცია, მარტივი სტერილიზაცია, მაიონიზებელი რადიაციის არარსებობა, განმეორება მარტივია შემდგომი მართვისას. შეიძლება უფრო მარტივად ხელმისაწვდომი იყოს რესურსებით ღარიბ პირობებში. თუმცა, ასევე გააჩნია შეზღუდვები (მაგ., ვერ საზღვრავს დაზიანების ქრონიკულობას) და შესაძლოა საჭირო გახდეს ვიზუალიზაციის სხვა ხელსაწყოები. 

B-ხაზები გამოხატულია COVID-19-ის დროს და გვხვდება ჯამური სიხშირით- 97%. პლევრის ხაზის პათოლოგიები გვხვდება 70%-იანი ჯამური სიხშირით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სურათი არ არის სპეციფიკური COVID-19-ისთვის, იმატებს დაავადების ალბათობა დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინების ფონზე. სხვა ნიშნებია: კონსოლიდაცია, პლევრის გასქელება, პლევრის ეფუზია.[435]

შესაძლოა გამოვიყენოთ ორსულებსა და ბავშვებში.[436][437]

BSTI: lung ultrasound (LUS) for COVID-19 patients in critical care areas external link opens in a new window

შედეგი

B- ხაზები; პლევრის ხაზის დარღვევები

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით