ეპიდემიოლოგია

მოზრდილები

  • ჩინეთში, დადასტურებული შემთხვევების 87% აღინიშნა 30-79 წლის პირებში, 3% კი 80 წელს გადაცილებულ პაციენტებში. პაციენტების დაახლოებით 51% არის მამრობითი სქესის.[14] 

  • იტალიაში თანმხლები დაავადებების ასაკის მედიანა და დაავადებების პრევალენტობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩინეთში.[15]

  • დიდ ბრიტანეთში პაციენტების ასაკის მედიანა იყო 73 წელი; მამრობითი სქესის იყო პაციენტების 60% (პროსპექტული ობსერვაციული კოჰორტული კვლევა, რომელშიც 20 000 ჰოსპიტალიზებული პაციენტი შედიოდა).[16]

  • აშშ-ში ხანდაზმულები (≥65 წლის) შეადგენდნენ შემთხვევების 31%-ს, ჰოსპიტალიზირებულთა 45%-ს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულთა 53%-ს, ფატალური შემთხვევების 80%-ს. ყველაზე მძიმე გამოსავალი ფიქსირდებოდა ≥85 წლის პაციენტებში.[17]

ბავშვები

  • ბავშვებში უფრო დაბალია დაავადების რისკი, ვიდრე ზრდასრულებში; ბავშვები შეადგენენ დადასტურებული შემთხვევების მცირე ნაწილს, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით:[14][18][19][20][21][22][23]

    • ჩინეთი: 2.1% (ასაკის მედიანა 7 წ.) 

    • იტალია: 1.2% (ასაკის მედიანა 4-5 წ; უფრო მაღალია მამაკაცებში, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არა) 

    • ესპანეთი: 0.8% (ასაკის მედიანა 3 წ.) 

    • აშშ - 10.3% (ან 780 შემთხვევა 100 000 ბავშვზე), 17 სექტემბრის მონაცემებით.

    • American Academy of Pediatrics: children and COVID-19 – state-level data report external link opens in a new window

  • დიდ ბრიტანეთში ჩატარებული პროსპექტული ობსერვაციული კოჰორტული კვლევის თანახმად, ბავშვები და ახალგაზრდები ჰოსპიტალიზებული პაციენტების 0.9%-ს წარმოადგენენ. ჰოსპიტალიზებული ბავშვების ასაკის მედიანა იყო 4.6 წელი, 56% იყო მამრობითი სქესის, 35% იყო 12 თვემდე, 42%-ს ჰქონდა სულ მცირე ერთი თანმხლები დაავადება. ეთნიკურობის კუთხით, 57% იყო თეთრკანიანი, 12% სამხრეთ აზიელი, ხოლო 10% ფერადკანიანი1 თვემდე ასაკი, 10-14 წლის ასაკი და ფერადკანიანი რასა იყო კრიტიკული დახმარების საჭიროების რისკფაქტორები.[24]

  • შემთხვევების უმეტესობა აღინიშნა ოჯახურ კლასტერებში, ან იმ ბავშვებში, რომელთაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ პაციენტთან.[25] როგორც ჩანს, ბავშვები ზოგადად არ ავრცელებენ ვირუსს საყოფაცხოვრებო კონტაქტებში.[26] მოზრდილებისგან განსხვავებით, ბავშვებში ასაკის ან სქესის მიხედვით დაავადების მძიმე ფორმის მომატებული რისკი არ აღინიშნება.[27]

ორსულები

  • დადასტურებული COVID-19-ის მქონე 2500-ზე მეტი ორსული ქალის მეტა-ანალიზის თანახმად, ქალების 73.9% იყო მესამე ტრიმესტრში; 50.8% იყო შავკანიანი, აზიელი ან უმცირესობის წარმომადგენელი; 38.2% -ს აწუხებდა სიმსუქნე; და 32.5% -ს ჰქონდა ქრონიკული თანმხლები დაავადებები.[28]

  • დიდ ბრიტანეთში მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის გამო (SARS-CoV-2) ჰოსპიტალიზაციის ინციდენტობა ორსულებს შორის არის 4.9 ყოველ 1000 ორსულობაზე. ქალების უმეტესობა იყო მეორე ან მესამე ტრიმესტრში. აღნიშნული პაციენტებიდან 41% იყო 35 წლის ან უფროსი, 56% იყო შავკანიანი ან სხვა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენელი, 69% იყო ჭარბწონიანი ან სიმსუქნის პრობლემის მქონე, 34%-ს ჰქონდა ფონური დაავადებები.[29]

  • აშშ-ში 8 200 ინფიცირებული ორსული ქალის ანალიზის თანახმად, ლათინური და არა-ლათინური, შავკანიანი ორსულები, არაპროპორციულად უფრო ხშირად არიან ინფიცირებულები.[30]

სამედიცინო პერსონალი

  • სისტემური მიმოხილვისა და მეტა-ანალიზის თანახმად, ჯამში, სამედიცინო პერსონალის 11%-ს ჰქონდა COVID-19-ზე დადებითი ტესტი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით, ხოლო ანტისხეულების ტესტირებით 7% იყო დადებითი ვირუსზე. ყველაზე ხშირად დაზარალებული სამედიცინო პერსონალი იყო ექთნები. მხოლოდ 5%-ს განუვითარდა მძიმე დაავადება და 0.5% გარდაიცვალა.[31] მძიმე ან კრიტიკული დაავადების ინციდენტობა და სიკვდილობა სამედიცინო პერსონალისთვის უდრო დაბალია, ვიდრე ყველა პაციენტში ერთად.[32]

  • ინფექციის სიხშირე სამედიცინო პერსონალს შორის ვარიაბელურია გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით:[32][33][34]

    • აშშ - 18%

    • დიდი ბრიტანეთი - 10%

    • იტალია - 9%

    • ნიდერლანდები - 6%

    • ჩინეთი - 4.2%.

  • COVID-19-ის მქონე სამედიცინო პერსონალის უმეტესობას კონტაქტი ვირუსთან ჰქონდა სამსახურში. აშშ-ში შეისწავლეს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 9000-ზე მეტი შემთხვევა. 55%-ს აღენიშნებოდა კონტაქტი მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში, 27%-ს მხოლოდ საოჯახო პირობებში, 13%-ს მხოლოდ საზოგადოებაში და 5%-ს ერთზე მეტ ვითარებაში.[35] 

წყაროები

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით