დიფერენციული დიაგნოზები

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.

COVID-19-ის განსხვავება საზოგადოებაში შეძენილი ბაქტერიული პნევმონიისგან მხოლოდ სიმპტომებითა და ნიშნებით, როგორც წესი, შეუძლებელია. თუმცა, ბაქტერიული პნევმონიის შემთხვევაში ხშირად უფრო სწრაფად ვითარდება სიმპტომები და ნახველი ჩირქოვანია. ნაკლებია მიალგიის, ყნოსვის დაკარგვისა და პლევრიტული ტკივილის სიხშირე.[463][464]

გამოკვლევები

სისხლის ან ნახველის კულტურა ან მოლეკულური ტესტირება: დადებითია გამომწევ ორგანიზმზე.

RT-PCR: უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციები).

გულმკერდის CT: კვანძები ცენტრალურ წილებში, ლორწოვანი ჩანართები.[465]

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.

ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე COVID-19-ის დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია.

მცირე მოცულობის შემთხვევა-კონტროლის ტიპის კვლევით დადგინდა, რომ ახლადგამოვლენილი ყნოსვის და/ან გემოს დარღვევები უფრო ხშირია COVID-19-ის მქონე პაციენტებში, ვიდრე გრიპის შემთხვევებში.[466]

გამოკვლევები

RT-PCR: დადებითია A ან B გრიპის ვირუსულ რნმზე; უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციების არსებობა).

გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია: იზრდება მტკიცებულებების მოცულობა იმის შესახებ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია შესაძლოა გამოდგეს გრიპისა და COVID-19-ის დიფერენცირებისთვის. COVID-19-ის მქონე პაციენტებში უფრო მაღალია მრგვალი დაჩრდილვის და წილთაშორისი ძგიდის გასქელების ალბათობა, ნაკვალევის ნიშანი, სისხლძარღვების გადიდება; ნაკლებია კვანძების, "ხის კვირტების" ნიშნის, ბრონქოექტაზის და პლევრული გამონაჟონის ალბათობა.[467][468]

ანთებითი მარკერები და კოაგულაციის სკრინინგი: არსებობს ახალი მტკიცებულება, რომ ანთებითი მარკერები (ლაქტატდეჰიდროგენაზა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C-რეაქტიული ცილა) და კოაგულაციის პარამეტრები არ არის ისეთი მაღალი გრიპის დროს, როგორც COVID-19-ის შემთხვევაში.[469]

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.

ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე COVID-19-ის დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია.

გამოკვლევები

RT-PCR: დადებითია გამომწვევ მიკროორგანიზმზე; უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციების არსებობა).

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.

ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე COVID-19-ის დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია.

ადენოვირუსი და მიკოპლაზმა უნდა განიხილოთ პნევმონიის კლასტერული შემთხვევების დროს, განსაკუთრებით დახურულ პირობებში, როგორიცაა სამხედრო ბანაკები და სკოლები.

გამოკვლევები

სისხლის ან ნახველის კულტურა ან მოლეკულური ტესტირება: დადებითია გამომწევ ორგანიზმზე.

RT-PCR: უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციების არსებობა).

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.

COVID-19-ის განსხვავება ასპირაციული პნევმონიისგან მხოლოდ სიმპტომებითა და ნიშნებით, როგორც წესი, შეუძლებელია. 

გამოკვლევები

RT-PCR: უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციების არსებობა).

გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია: რთულია გარჩევა ტომოგრამაზე; თუმცა, წინა ფილტვის ჩართულობა უფრო მიუთითებს COVID-19-ით გამოწვეულ პნევმონიაზე.[470]

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.

ნიშნებზე და სიმპტომებზე დაყრდნობით COVID-19-ის დიფერენცირება pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონიისგან თითქმის შეუძლებელია.

პაციენტები, როგორც წესი, არიან იმუნოკომპრომისულ მდგომარეობაში (მაგ., აივ დადებითი), ამიტომ სიმპტომები შესაძლოა გახანგრძლივდეს. 

გამოკვლევები

ნახველის კულტურა: დადებითია Pneumocystis-ის მიმართ.

RT-PCR: უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციების არსებობა). 

გულმკერდის CT: მქრქალი მინისებრი დაჩრდილვები, მეტწილად, გაფანტულადაა განლაგებული და ნაკლებად აზიანებს სუბპლევრულ მიდამოებს.[465]

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ანამნეზი ან კონტაქტი MERS-ის (შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის) დადასტურებულ შემთხვევასთან.

ნიშნებითა და სიმპტომებით COVID-19-ის დიფერენცირება MERS-გან შეუძლებელია.

საწყის მონაცემებზე დაყრდნობით, COVID-19-ის კლინიკური მიმდინარეობა უფრო მსუბუქია, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი უფრო დაბალი, MERS-ის შემთხვევაში

გამოკვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია MERS-CoV ვირუსის რნმ-ზე.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

2004 წლის შემდეგ SARS-ის შემთხვევები არ აღრიცხულა.

გამოკვლევები

RT-PCR: დადებითია მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (SARS-CoV) ვირუსულ რნმ-ზე.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ეპიდემიოლოგიურ ანამნეზზე დაყრდნობით შეიძლება გართულდეს დიფერენცირება, ვინაიდან H7N9 ფრინველის გრიპის ვირუსი ენდემურია ჩინეთში.

ახლო კონტაქტი ინფიცირებულ ფრინველთან (მაგ., ფერმერი ან ენდემურ რეგიონებში ცოცხალი ცხოველების ბაზარში ნამყოფი პირი) ან ცხოვრება ფრინველის გრიპის ენდემურ რეგიონში.

გამოკვლევები

RT-PCR: დადებითია H7-ის მიმართ სპეციფიკურ ვირუსულ რნმ-ზე.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.

ახლო კონტაქტი ინფიცირებულ ფრინველთან (მაგ., ფერმერი ან ენდემურ რეგიონებში ცოცხალი ცხოველების ბაზარში ნამყოფი პირი) ან ცხოვრება ფრინველის გრიპის ენდემურ რეგიონში.

გამოკვლევები

RT-PCR: დადებითია H5N1 ვირუსის რნმ-ზე.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ეს დიაგნოზი გასათვალისწინებელია ენდემურ რეგიონებში, განსაკუთრებით იმუნოკომპრომისულ პირებში.

სიმპტომები ანამნეზში, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია.

დიფერენცირებისთვის შეიძლება ხელშემწყობი აღმოჩნდეს ღამის ოფლიანობა და წონის კლება.

გამოკვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფია: ფიბროკვანძოვანი დაჩრდილვები ფილტვის ზედა წილებში კავიტაციით ან მის გარეშე; ატიპურ შემთხვევებში გვხვდება დაჩრდილვები შუა ან ქვედა წილებში, ასევე ჰილარული ან პარატრაქეალური ლიმფადენოპათია და/ან პლევრული გამონაჟონი.

ნახველის მჟავაგამძლე ბაცილების ნაცხი და ნახველის კულტურა: დადებითია.

მოლეკულური ტესტირება: დადებითია Mycoplasma tuberculosis.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განიხილეთ ნეიტროპენიული სეფსისის ალბათობა პაციენტებში, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ცხელებით (რესპირატორული სიმპტომებით და მათ გარეშე) და უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული აქვთ კიბოს საწინააღმდეგო სისტემური მკურნალობა (რადგან ამ დროს მდგომარეობა სწრაფად ვითარდება და იძენს სიცოცხლისთვის საშიშ ხასიათს).[471]

დაავადების საწყის სტადიაზე COVID-19-ის და ნეიტროპენიული სეფსისის სიმპტომების დიფერენცირება შესაძლოა გართულდეს.

გამოკვლევები

სისხლის საერთო ანალიზი: ნეიტროპენია

RT-PCR: უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსის რნმ-ზე.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით