კრიტერიუმები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: შემთხვევის განსაზღვრება[158]

შესაძლო შემთხვევა

  • A. პაციენტები, რომელთაც აქვთ სასუნთქი გზების მწვავე ავადმყოფობა (მაგ., ცხელება და სასუნთქი გზების სულ მცირე ერთი ნიშანი/სიმპტომი, როგორიცაა ხველა ან სუნთქვის უკმარისობა) და (!) სიმპტომების დაწყებამდე 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდნენ/ცხოვრობდნენ COVID-19-ის საზოგადოებრივი გავრცელების რეგიონში; ან (!)

  • B. პაციენტები, რომელთაც აქვთ სასუნთქი გზების ნებისმიერი მწვავე ავადმყოფობა და (!) იყვნენ კონტაქტში COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის მანძილზე; ან (!)

  • C. პაციენტები, რომელთაც აქვთ სასუნთქი გზების მძიმე მწვავე ავადმყოფობა (ცხელება და სასუნთქი გზების სულ მცირე ერთი ნიშანი/სიმპტომი, მაგ., ხველა ან სუნთქვის უკმარისობა) და(!) რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას და(!) რომლებსაც არ უვლინდებათ სხვა დიაგნოზი, რაც სრულად ახსნიდა კლინიკურ სურათს. 

სავარაუდო შემთხვევა

  • A. შესაძლო შემთხვევა, რომლის COVID-19 -ის ვირუსზე ტესტირების პასუხი არადამაჯერებელია (ლაბორატორიის მიერ ჩაითვალა, როგორც არადამაჯერებელი); ან (!)

  • B. შესაძლო შემთხვევა, რომელსაც რაიმე მიზეზის გამო ტესტირება ვერ უტარდება.

დადასტურებული შემთხვევა

  • პაციენტი, რომელსაც ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19 ინფექცია აქვს, განურჩევლად კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომებისა.

კონტაქტის განსაზღვრება

  • კონტაქტი არის პიროვნება, რომელმაც ჩამოთვლილთაგან რომელიმე სახით განიცადა ექსპოზიცია სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან სიმპტომების დაწყებამდე 2 დღის მანძილზე და დაწყებიდან 14 დღის განმავლობაში:

    • პირისპირ კონტაქტი სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 მეტრზე ახლოს (3 ფუტი), 15 წუთზე მეტხანს

    • პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან

    • პირადი დაცვის საშუალებების გარეშე უვლიდა COVID-19-ის სავარაუდო ან დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტს

    • სხვა გარემოებები, რომლებიც მითითებულია ადგილობრივი რისკის შეფასებით. 

  • შენიშვნა: დადასტურებულ უსიმპტომო შემთხვევებში კონტაქტის პერიოდი გულისხმობს დამადასტურებელი ტესტირებისთვის ნიმუშის აღებამდე 2 დღესა და აღებიდან 14 დღეს.

WHO: global surveillance for COVID-19 caused by human infection with COVID-19 virus external link opens in a new window

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით